x
Carozzeria Pininfarina S.p.A - იტალიური დიზაინი მსოფლიო ავტოწარმოებაში
Carozzeria Pininfarina S.p.A - მსოფლიოში ერთერთი ცნობილი იტალიური კომპანიაა, რომელიც ავტოდიზაინით და ძარების წარმოებით არის დაკავებული. იგი დაარსდა დიზაინერის ჯოვანი ბატისტა „პინინ“ ფარინას (Giovanni Battista «Pinin» Farina 1893-1966) მიერ 1930 წელს და თავდაპირველად ეწოდა Carrozzeria Pinin Farina. კომპანია აწარმოებდა ძარებს ავტომობილებისათვის უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით.
image
მეორე მსოფლიო ომამდე პინინფარინამ საქმიანი ურთიერთობა დაამყარა უცხოურ კომპანიებთან. მისი პარტნიორები გახდნენ General Motors და Renault. სამწუხაროდ ომმა ეს თანამშრომლობა შეაჩერა. 1946 წელს პინინფარინამ შექმნა მოდელი Cisitalia - ომისშემდგომი ავტომობილის ეტალონი, იგი ინახება ნიუ იორკში, ხელოვნების მუზეუმში როგორც ჩვენი დროის ერთერთი imageუმნიშვნელოვანესი მოდელი ავტოწარმოებაში.
ზუსტად 20 წლის შემდეგ ასეთივე სახელი მოიპოვა კომპანიის
მოდელმა - Sigma, რომელიც შტატებში უსაფრთხო ავტომობილის ეტალონად იქნა აღიარებული.
1940 წლიდან რამდენიმე ავტოკომპანიამ დაიწყო მოლაპარაკებები imageპინინფარინასთან. პირველი პარტნიორი იმ დროს ამერიკაში ძალიან ცნობილი კომპანია Nash Motor of Detroit გახდა (შემდგომში
American Motors Co.).

1952 წელს პინინფარინამ კომპანია Nash Motor of Detroit-ს შესთავაზა ორი მოდელის დიზაინი Ambassador და Healey, რომლებიც ტურინში იქნა დამზადებული. Ambassadorimage კომპანია Nash Motor of Detroit-ის ერთერთ ყველაზე უფრო პოპულარულ მოდელად იქცა მომდევნო წლებში.
1958 წელს პინინფარინამ დაასრულა საკუთარი ქარხნის მშენებლობა, რომელიც უახლესი ტექნიკით იყო აღჭურვილი. მისი ფართობი გახლდათ 75000 კვადრატული მეტრი.
კომპანია დღესაც უნიკალურ დიზაინს ქმნის. მას ბევრი ცნობილი და ძვირადღირებული მოდელი ეკუთვნის. ქვემოთ წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს:



image

1954 Cadillac PF 200 Cabriolet (Pininfarina)


---------------------------------------


image

1960 Chevrolet Corvair Coupe Speciale (Pininfarina)

---------------------------------------


image1969 Ferrari 512 S (Pininfarina)

---------------------------------------


image

1972 Alfa Romeo Alfetta Spider (Pininfarina)

---------------------------------------


image

1978 Jaguar XJ Spider (Pininfarina)

---------------------------------------


image

1981 Audi Quartz (Pininfarina)

---------------------------------------


image

1984 Honda HP-X (Pininfarina)

---------------------------------------


image

1989 Peugeot 605

---------------------------------------


image

1991 Opel Chronos (Pininfarina)

---------------------------------------


image

1994 Fiat Spunto (Pininfarina)

---------------------------------------


image

1995 Ferrari F50 (Pininfarina)

---------------------------------------


image

1998 Mitsubishi Pajero Pinin (IO) (Pininfarina)

---------------------------------------


image

1998 Alfa Romeo Dardo (Pininfarina)

---------------------------------------


image

2001 Citroen Osee (Pininfarina)

---------------------------------------


image

2003 Ferrari 612 Scaglietti (Pininfarina)

---------------------------------------


image

2005 Maserati Birdcage 75th (Pininfarina)

---------------------------------------


image

2008 Rolls Royce Hyperion (Pininfarina)

---------------------------------------


image2009 Ferrari 458 Italia (Pininfarina)

---------------------------------------

6
121
6-ს მოსწონს
ავტორი:gurulo1980
gurulo1980
121
  
0 1 6