შოუბიზნესი "მთელი უნივერსიტეტი ტიროდა თურმე ნუცას, ეზოში დაიდგმება მისი სახელობის ნატვრის ხე და სტუდენტები მიიღებენ მისი სახელობის დაფინანსებას"-ნანუკა ჟორჟოლიანი . 2017, 26 თებერვალი, 18:46 ![]() 23 თებერვალს მაია ასათიანის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე საფრანგეთის საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა. გოგონა 18 წლის გახლდათ, საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა კიდეც. დღეს ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალური ქსელის მეშვეობით მორიგი სტატუსი გამოაქვეყნა: "პარიზში, მთელი უნივერსიტეტი ტიროდა თურმა ნუცას. გოგოს, რომელიც სულ იღიმოდა და იყო ყვრლაზე უშუალო და მეგობრულიო ამბობენ ბავშვები". "კიდევ ერთი ამბავი. ისეთი სტუდენტები, როგორიც ნუცა იყო, (მაღალი ქულებით) უნივერსიტეტიდან მიიღებენ მისი სახელობის დაფინანსებას. ქართველი სტუდენტების ადაწყვეტილებით კი, (რომლებიც იმ უნივერსიტეტში სწავლობენ) ეზოში დაიდგმება მისი სახელობის ნატვრის ხე. ალბათ ყველამ წარმოიდგინეთ როგორი იყო ნუცა, როცა თაობები მისი სახელობის დაფინანსებით, განათლებას მიიღებენ პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში". ![]() ![]() მაია ასათიანის ქალიშვილი გარდაიცვალა (ცოტა რამ ნუცას შესახებ) რატომ მალავს მაია ასათიანი ქალიშვილს?! ვინ არის და როგორ გამოიყურება ნუცა მახვილაძე (+ფოტოები) ვინ არის და რას საქმიანობს მაია ასათიანის ყოფილი ქმარი ირაკლი მახვილაძე 476 3-ს მოსწონს
|