მამაკაცი თუ გაწუხებთ ბუასილი, მაშინ ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ! 2017, 24 თებერვალი, 19:44 თუ მთელი დღე კომპიუტერს უზიხართ და, საზოგადოდ, უმოძრაო, მჯდომარე ცხოვრებას ეწევით, დიდია ალბათობა, ადრე თუ გვიან ჰემოროიდული დაავადების გამო ექიმთან მისვლა მოგიხდეთ. სხვათა შორის, იმათგან, ვინც ნაწლავის პრობლემების გამო ექიმს მიმართავს, ათიდან ოთხს სწორედ ბუასილი აქვს. ბუასილი ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა სხვა დაავადებებს შორის. ამ დაავადების ერთჯერადი გამწვავება მოსახლეობის თითქმის 100 პროცენტს აღენიშნება. ბუასილის კვანძები დაბადებიდან ყველა ადამიანს აქვს. ბუასილი საკმაოდ სერიოზული დაავადებაა, ისე რომ, მის ნებაზე მიშვებას არ გირჩევთ, თუმცა თვითმკურნალობაც დაუშვებელია - შესაძლოა, მსხვილი ნაწლავის უფრო სერიოზული პათოლოგია გამოგვეპაროს.
50 წელს გადაცილებულ ადამიანების თითქმის ნახევარს, ბუასილის პრობლემა აწუხებს. მისი ნიშნები განაპირობებულია ეტაპების მიხედვით. ძირითადად გამოირჩევა 4 ეტაპი: 1. სისხლდენა 2. დასიება ანუსის გარშემო 3. საპირფარეშოში გასვლისას სირთულე 4. და ქავილი ანუსის გარშემო
როგორც ზემოთ ვახსენეთ, ბუასილს იწვევს, ბევრი ჯდომა და არასწორი კვებაც. აქედან გამომდინარე ბუნებრივი მეთოდებით განკურნება არ არის მიზანშეწონილი და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. სასარგებლო საკვები პროდუქტები, რომლებიც ბუასილის პრობლემის შესუსტებაში დაგეხმარებათ: 1. იოგურტი და კეფირი - ეხმარება პრობიოტიკებს, რომლებიც მნიშველოვან როლს თამაშობენ საჭმლის მონელებაში. 2. ხილი და ბოსტნეული - ყაზბობის დროს, საპირფარეშოში გასვლა ნამდვილად რთულია. იმუნური სისტემის გასაძლიერებლად მიირთვით ახალი ხილი და ბოსტნეული, რაც არტერიების და ვენების თავისუფლად მოძრაობაში დაგეხმარებათ. 4. სითხე - სითხის მიღება ბუასილის დროს ძალიან სასარგებლოა. წყლის გარდა, შეგიძლიათ მიირთვათ მცნარეული ჩაი და ნატურალური წვენი. რათქმაუნდა არის ისეთი საკვები პროდუქტებიც, რომელიც ბუასილს ართულებს. ესენია: ყავა, ჩაი, გაზიანი და ერგეტიკული სასმელები, ანუ ყველაფერი რაც კოფეინს შეიცავს. გარდა ამისა ალკოჰოლიც არ არის სასარგებლო! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 9930 5-ს მოსწონს
|