საბავშვო საშუალება სწრაფი აზროვნებისა და ლოგიკური მსჯელობისთვის... 2017, 24 თებერვალი, 3:01 პალიტრა L–ის ინიციატივით ითარგმნა და გამოიცა წიგნი, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში შედგენილი კრებულია.
![]() წიგნში სავარჯიშოები სირთულის მიხედვითაა დალაგებული... ეს პრინციპი შეუმჩნევლად აჩვევს ბავშვს რთული ამოცანების გაკეთებას. ყველაფერი დაფუძნებულია ლოგიკურ აზროვნებაზე, აქ მოყვანილი არავერბალური მსჯელობის ტესტები ჰგავს ინტელექტის ცნობილ ტესტებს, რომლებიც ეფუძნება ყურადღების, მეხსიერების, აზროვნების შეფასებას. ახლა ეს წიგნი ქართველი ბავშვებისთვისაცაა ხელმისაწვდომი რაშიც დიდი წვლილი პალიტრა L–ს მიუძღვის. ამის საშუალებით ქართველი ბავშვები ადვილად შეძლებენ მოერგონ სიახლეებს. სავარჯიშოები მრავალფეროვანი და საინტერესოა. ეს მათ რეალურ ცხოვრებაში დაეხმარებათ სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები და გაუმკლავდნენ მოულოდნელ სიტუაციებს. " არავერბალური მსჯელობის" ტესტებში შეხვდებით მოძრავ ფიგურებს, ეს დავალებები მრავალფეროვანია, არამარტო მათთვის, ვისაც ეხერხება მათემატიკა, არამედ მათთვისაც ვისაც უჭირს ან არ გამოსდის. წიგნში ასევე გვხვდება არასტანდარტული დავალებები, რომელიც კრიტიკული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს, მართალია წიგნი 5-დან 13 წლამდე ბავშვებისთვისაა გათვლილი ეს სავარჯიშოები სახალისო და საინტერესო იქნება უფროს კლასელებისთვისაც. 63 2-ს მოსწონს
|