რელიგია უბრალოდ უსმინეთ სრული ქრესტომათიული სიბნელე 2017, 22 თებერვალი, 20:11 დიდი აჟიოტაჟი და აღშფოთება გამოიწვია გადაცემა "არჩევანში" მიწვეულმა დედაო ანისია ბოლოთაშვილის გამოსვლამ რუსთავი-2-ზე. "უბრალოდ უსმინეთ, სულ ათი წუთია! ;) ქრესტომათიული სიბნელე, სხვა არ ვიცი რა დავარქვა! და ამათ ვაჭმევთ, ვასმევთ, და ფუფუნებაში ვინახავთ. ვის რა წაუღია იმქვეყნად, აქ თუ იხმარენ სიმდიდრეს, რა მოხდაო :)))) როგორ მრცხვენია, რომ ამათი მჯეროდა ოდესღაც..."წერს ცოტნე გამსახურდია "აი თურმე რაში ყოფილა საქმე, ძლივს არ გავიგე? "-ირონიულად წერს სხვა მომხმარებელი სოციალურ ქსელში. "საპატრიარქოში ჩახედვის უფლება არავის არ აქვს და არც გამოტანი. როგორც ჩვენ არ ვერევით ვინმეს საქმეში, პოლიტიკურ საქმეში არანაირად არ ვერევით, არაფრით არ შეიძლება, რომ საპატრიარქოს საქმეში ვინმე ჩაერიოს. რომელიც განიკითხავს და განსჯის ჩვენ რა უფლება გვაქვს უფალი თვითონ განგვსჯის. ჩვენი ცოდვებით უფალთან წარვდგებით და ჩვენი ცოდვები იქ განიკითხება. არავის უფლება არ გვაქვს განსჯისა და განკითხვისა, ჩვენ ისეთი ძლიერი პატრიარქი გვყავს, რომ ის ყველაფერს თავის გზას მისცემს და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. "-განაცხადა რუსთავი-2-ის ეთერში დედა ანისია ბოლოთაშვილმა(იხილეთ სრულად ვიდეო) 338 6-ს მოსწონს 1-ს არა
|