შოუბიზნესი ნუკა კვალიაშვილი მამას შეურიგდა 2017, 21 თებერვალი, 0:50 ![]() მომღერალი ნუკა კვალიაშვილი საქართველომ "რუსთავი 2"-ის პროექტის "საქართველოს ვარსკვლავის" წყალობით გაიცნო. ის მაშინ გვარად ჯერ კიდევ გვალია იყო, მოგვიანებით კი მომღერალი დედის გვარზე გადავიდა. ნუკას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მამასთან, მეტიც ხშირად აღნიშნავდა, რომ არ იცის მამის ყოლა საერთოდ რა გრძნობაა და იმასაც დასძენდა, რომ მისგან კარგი ურთიერთობის გარდა არც არაფერი უნდოდა. მამა-შვილმა რამდენჯერმე სცადა ურთიერთობის აწყობა. როგორც ჩანს მათ ურთიერთობა საბოლოოდ დაალაგეს. თემო გვალია ქალიშვილს შინ ესტუმრა და მასთან ერთად გადაღებული სურათი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წარწერით: "მამას სიხარული ნუკა". სურათს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ჩანს ამ ყველაფერმა საზოგადოება ძალიან გაახარა. ![]() ![]() ნუკა კვალიაშვილი: "ვის არ ქონია განშორების პერიოდი?! შენს მიმართ გრძნობა მქონდა მაქვს და მექნება!" ნუკა კვალიაშვილმა შესაძლოა ხმა დაკარგოს? ნუკა გვალია მზრუნველი ცოლისა და მეოჯახის ამპლუაში (სიყვარულის ისტორია და პირადი ფოტოკოლექცია) 172 2-ს მოსწონს
|