შოუბიზნესი ნუკა კვალიაშვილი მამას შეურიგდა 2017, 21 თებერვალი, 0:50 მომღერალი ნუკა კვალიაშვილი საქართველომ "რუსთავი 2"-ის პროექტის "საქართველოს ვარსკვლავის" წყალობით გაიცნო. ის მაშინ გვარად ჯერ კიდევ გვალია იყო, მოგვიანებით კი მომღერალი დედის გვარზე გადავიდა. ნუკას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მამასთან, მეტიც ხშირად აღნიშნავდა, რომ არ იცის მამის ყოლა საერთოდ რა გრძნობაა და იმასაც დასძენდა, რომ მისგან კარგი ურთიერთობის გარდა არც არაფერი უნდოდა. მამა-შვილმა რამდენჯერმე სცადა ურთიერთობის აწყობა. როგორც ჩანს მათ ურთიერთობა საბოლოოდ დაალაგეს. თემო გვალია ქალიშვილს შინ ესტუმრა და მასთან ერთად გადაღებული სურათი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წარწერით: "მამას სიხარული ნუკა". სურათს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ჩანს ამ ყველაფერმა საზოგადოება ძალიან გაახარა. ნუკას უკვე ორი შვილი ჰყავს, ლუკა და ალექსანდრე, მეტსახელად სანი. ის დაქორწინებული გახლავთ ნიკუშა კობახიძეზე. "მე და ჩემმა მეუღლემ, ნიკუშა კობახიძემ, ერთმანეთი ინტერნეტის საშუალებით გავიცანით. ერთნაირი თამაში გვიყვარდა და ჩვენი ინტერესები ყველაფერში ემთხვეოდა ერთმანეთს. ყველაფერში მყვება და მოსწონს ჩემი მრავალფეროვნება. ჩემი ქმარი ძალიან მანებივრებს და ხშირად მიწყობს სიურპრიზებს. მან მიბიძგა იმისკენ, რომ სასიმღერო კარიერისთვის მებრძოლა"-გვიამბო ნუკამ. ცოტა ხნის წინ წყვილს ურთიერთობა დაეძაბა. ნუკა ორსულად იყო, როცა ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ურთიერთობა კვლავ ააწყვეს. წყვილის შერიგებამ საზოგადოების დიდი ნაწილი გაახარა. როგორც ამბობენ ოჯახი საზღვარგარეთ გადასვლას გეგმავს. სხვა დეტალები კი ჯერ უცნობია. ვუსურვოთ ოჯახს წარმატებები და ბედნიერი მომავალი. ნუკა კვალიაშვილი: "ვის არ ქონია განშორების პერიოდი?! შენს მიმართ გრძნობა მქონდა მაქვს და მექნება!" ნუკა კვალიაშვილმა შესაძლოა ხმა დაკარგოს? ნუკა გვალია მზრუნველი ცოლისა და მეოჯახის ამპლუაში (სიყვარულის ისტორია და პირადი ფოტოკოლექცია) 172 2-ს მოსწონს
|