x
მეტყველების დარღვევები თავის ტვინის ლოკალური დაზიანებების დროს

image
მეტყველებითი დარღვევების დიდ ჯგუფს თანამედროვე ნეიროფსიქოლოგიაში აფაზიები ეწოდება. აფაზია (aphasia)(ბერძნ. а უარყ. თავს., phasis მეტყველება) – მეტყველების დარღვევა ან დაკარგვა, რაც გამოწვეულია თავის ტვინის ნახევარსფეროების ქერქის ან მათი გამტარი გზების დაზიანებით (სისხლის ჩაქცევა, სისხლძარღვთა თრომბოზი, ქალა-ტვინის ტრავმა და სხვ.)
აფაზია განსხვავდება მეტყველების დარღვევისგან, რომელიც გამოწვეულია სხვა მიზეზებით, მაგ. გონებრივი ჩამორჩენა, ხმის ვოკალური აპარატის დამბლა ან სენსორული ფუნქციების დარღვევა. სხვადასხვა სახის მეტყველების დარღვევის სისტემატიკიდან გამომდინარე შემოთავაზებული იყო რამდენიმე სისტემური კლასიფიკაცია. ამ სისტემების უმეტესობას ახასიათებს მინიმუმ ერთი საერთო განსხვავება მეტყველების უნარის დარღვევასა ( ექსპრესიული აფაზია, ან ბროკას აფაზია ) და მეტყველების გაგების უნარის დაქვეითებას შორის ( რეცეპტული აფაზია ან ვერნიკის აფაზია ). აფაზია, რომელიც ეხება რაიმე სახის მეტყველების შეზღუდვას ( მაგ. დაწერილი სიტყვების ან წინადადებების წაკითხვის უნარი ), გვხვდება იშვიათად, თუმცა მათი შესწავლის საშვალებით მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ უკავშირდება ტვინის სხვადასხვა სფერო მეტყველების სპეციფიურ ფუნქციებს.
პოლ ბროკა იყო პირველი, ვინც დააკავშირა აფაზიის სახეები თავის ტვინის კონკრატულ დარღვევასთან. მან დაამტკიცა კავშირი ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს დაზიანებასა და აფაზიას შორის.
კარლ ვერნიკმა გამოავლინა აფაზიის სხვა სახეები, რომელიც იწვევს საუბრის გაგების ( რეცეპტული აფაზია ) და ასევე მეტყველების უუნარობას. ასეთი ავადმყოფები ჩვეულებრივ საუბრობენ თავისუფლად და სწრაფად, თუმცა მათი საუბრის შინაარსი უმეტესად აზრს მოკლებულია. ისინი ირჩევენ შეუსაბამო სიტყვებს და ამატებენ უაზრო მარცვლებს. ამ სახის აფაზია ზოგჯერ დაკავშირებულია მარჯვენა ნახევარსფეროს დაზიანებასთან, მაგრამ დაზიანება მდებარეობს ბროკას ზონის უკან.
ვერნიკემ წარმოგვიდგინა მეტყველების დარღვევის თეორია, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. განცხადება იბადება ვერნიკეს ზონაში შემდეგ გადაეცემა ბროკას ზონას, სადაც გამომუშავდება განცხადების რეალიზაციის კორდინირებული პროგრამა. შემდეგ ეს პროგრამა გადაეცემა მოტირულ ქერქს, რომელიც ააქტიურებს თანმიმდევრული ქმედების შემადგენლობას, რომელიც აუცილებელია კონკრეტული განცხადების რეალიზებისთვის (გახმოვანება ან დაწერა). ამ ორ სამეტყველო ზონაში გამავალი გზები, მხედველობითი და სმენითი ქერქის სფეროენი ერთად თავის ტვინის დიდ ნახევარსფეროში, თამაშობენ გადამწყვეტ როლს მეტყველების ჩამოყალიბებაში. მათმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს უჩვეულო, იშვიათი სახის აფაზია, ისეთი როგორც სიტყვიერი სიყრუე ( ჩვეულებრივი მეტყველების უნარი, როგორც სიტყვიერი ისე წერილობითი, წაკითხულის არსის გაგება, მაგრამ ვერ იგებს სხვის საუბარს ).
ლურიას კლასიფიკაციის თანახმად, განასხვავებენ აფაზიების 7 ფორმას, რომლებიც ერთიანდებიან ორ ჯგუფად, სენსორულ და მოტორულ აფაზიებად. სენსორული-იგივე აკუსტიკო-გნოსტიკური აფაზია გულისხმობს მიმართული მეტყველების გაგების დარღვევას. პაციენტებს ამ სინდრომით, აღენიშნებათ "სიტყვების გაუცხოების" ფენომენი, როდესაც მას არ ესმის სიტყვების მნიშვნელობა, ინსტრუქციები, სწრაფი და გაბმული მეტყველება.მეტყველება ე.წ "სიტყვიერი სალათით" იცვლება, რომელიც აღნიშნავს მის სრულ დეზორგანიზებულობას, სიტყვების და წინადადებების აგების და გაგების სრულ უუნარობას. მათთვის დამახასიათებელია მრავალჯერადი განმეორება, მრავალსიტყვიანობა-ლოგორეა. ზოგადი კონტექსტის მიხედვით, სხვისი ნათქვამიდან აზრის გამოტანა ზოგჯერ შესაძლებელია.
აფაზიების კიდევ ერთი ფორმაა-აკუსტიკო-მნესტიკური აფაზია, რომლის დროსაც მიმართული მეტყველების გაგება მეორადაა დარღვეული, ხოლო პაციენტს უმეტესად უჭირს ქვეტექსტის, გადატანითი მნიშვნელობების, ალეგორიული გამონათქვამების გაგება. აღინიშნება სიტყვის მნიშვნელობის გაგების დარღვევაც, მიუხედავად მისი სწორად გამეორებისა. პაციენტები ხშირად ანაცვლებენ არსებით სახელებს ნაცვალსახელებით. ამ დარღვევის ცენტრალური მექანიზმის ხანმოკლე ვერბალური მეხსიერების დარღვევა. კერძოდ, მუშა მეხსიერების მოცულობის შევიწროება. რაც უფრო იზრდება მიწოდებული ინფორმაციის მოცულობა, მით უფრო ქვეითდება ფონემატური სმენა ანუ მსგავსი ბგერების გარჩევის უნარი.
ოპტიკურ-მნესტიკური აფაზიის მთავარი სიმპტომია სახელდების დარღვევა და სიტყვის მნიშვნელობის გაუცხოება მისი შესაბამისი ხატის რეპრეზენტაციის დარღვევის გამო. პაციენტს არ შეუძლია აღწეროს დასახელებული საგანი ან დახატოს იგი. თუმცა შეუძლია დაასახელოს მისი ფუნქცია და საგანთა კლასი, რომელსაც იგი მიეკუთვნება.
სემანტიკური აფაზიის დროს დარღვეულია რთული ლოგიკურ-გრამატიკული კონსტრუქციების გაგების უნარი. დარღვეულია იმგვარი რთული ფრაზების გაგება, რომლებიც შეიცავენ მიმართებებს, სივრცით მახასიათებლებს. მაგალითად, ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ, მარცხნივ, აგრეთვე, უჭირს გაიგოს სხვადასხვა ბრუნვაში ჩასმული სიტყვები და ვნებითი გვარის გამოყენება.
აფერენტულ-მოტორული აფაზიის (კინესთეტიკური აფაზია)დროს პაციენტს დარღვეული აქვს არტიკულაცია.იგი განსაკუთრებით ვერ ახერხებს მსგავსი ფონემების(ბგერების) არტიკულატორულ გარჩევას(მაგალითად: ბ-პ, გ-კ). მან არ იცის თუ როგორი პოზა უნდა მისცეს სამეტყველო აპარატს.მაგ, ბაგისმიერი, სასისმიერი თუ კბილისმიერი, ბგერების ნებისმიერად წარმოთქმისას. შესაბამისად, დარღვეულია გამეორება და სპონტანური მეტყველება. ასევე, კითხვა და კარნახით წერა.
მოტორული აფაზიების კიდევ ერთი ფორმაა ბროკას აფაზია, იგივე ეფერენტულ-მოტორული აფაზია, რომლის დროსაც დარღვეულია მიმართული დიალოგური და მონოლოგური მეტყველება. პაციენტს ფრაზის აგებისას უჭირს ზმნების, ზედსართავი სახელების და ნაცვალსახელების გამოყენება. მძიმე შემთხვევებში აღინიშნება ექოლალიები- სხვისი ნათქვამის უნებლიე გამორება და სამეტყველო ემბოლიები ანუ ერთი სიტყვა ან ფრაზა, რომლის პერსევერაციაც ხდება სიტუაციის, კონტექსტის გათვალისწინების გარეშე.

0
1006
შეფასება არ არის
ავტორი:მარი შეყილაძე
მარი შეყილაძე
1006
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0