x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139047
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
რამ ააცრემლა ანჯელინა ჯოლი? ნანობს თუ არ ის ბრედთან განშორებას?

image
ანჯელინა ჯოლიმ პირველად ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად რთული იყო მისი და ბრედ პიტის განქორწინება არამარტო მისთვის, არამედ ბავშვებისთვისაც.

ჰოლივუდის ვარსკვლავი კამბოჯაში იყო თავისი ახალი ფილმის გადაღებაზე, სადაც BBC News-ის ჟურნალისტმა პირად ამბებზე შეკითხვა დაუსვა. მსახიობმა განაცხადა, რომ არ სურდა ამ საკითხზე ბევრი ლაპარაკი, მაგრამ ცრემლების თანხლებით, ძალიან ემოციურად აღნიშნა, რომ ეს ძალიან რთული იყო და ყოველთვის ერთ ოჯახად დარჩებიან. image
41 წლის მსახიობი აცხადებს, რომ ბევრ ადამიანს უწევს ამგვარი რამის გადატანა და აღნიშნავს, რომ ეს ძალიან რთული აღმოჩნდა.image
მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გაცხარებული მითქმა-მოთქმა მიმდინარეობდა მას მერე, რაც გასული წლის სექტემბერში წყვილმა განწორწინებაზე განცხადება შეიტანა. განქორწინება საკუთარ თვითმფრინავში მომხდარი სკანდალის მერე გადაწყვიტეს, როცა საფრანგეთიდან ლოს-ანჯელესში ბრუნდებოდნენ. მსახიობი აღნიშნავს:"მე ვზრუნავ ჩემს შვილებზე და ვიცი, რომ ძლიერები ვართ მაშინ, როცა ყველა ერთად ვართ". imageimageimage


ვარსკვლავი დიდი ინტერვალის მერე ოფიციალურად პირველად წარსდგა საზოგადოების წინაშე შაბათს, კამბოჯაში, ფილმის პრემიერაზე. მას თან ახლდნენ 15 წლის მედოქსი, 13-ის პექსი, 12-ის ზაჰარა, 10-ის შილო და 8 წლის ტყუპები-ნოკსი და ვივიენი. მედოქსი 2002 წელს იშვილა წყვილმა კამბოჯაში ბავშვთა სახლიდან, როცა ანჯელინა აქ ფილმში იღებდა მონაწილეობას. image
მან აღნიშნა, რომ თითქოს წრეზე ბრუნავდა, ისევ იქ იყო სადაც 17 წლის წინ, როცა პირველად გახდა მედოქსის დედა. ის ხშირად იყო ჩაბმული საქველმოქმედო საქმიანობაში და თან ყოველთვის მიჰყავდა რომელიმე ბავშვი. ის აღნიშნავს, რომ ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რომ შვილები კარგად აღზარდოს, აჩვენოს მათ მსოფლიო ისეთი, როგორიც სინამდვილეშია და არა ისეთი, როგორიც ჰოლივუდის ფანჯრებიდან ჩანს. image

0
352
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
352
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0