x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512525
იყო ქალი - ნამდვილი ხელოვნებაა... 22 რჩევა ცნობილი დიზაინერებისგან

image


იყო ქალი - ხელოვნებაა... და თითოეულს საკუთარი ხრიკები, განსაკუთრებული ხიბლი და სუნამოს სურნელი აქვს. მაგრამ, არავინ ისე კარგად არ ერკვევა მომხიბვლელობასა და სილამაზეში, როგორც მოდის უბადლო კანონმდებლები. სწორედ მათ მოახერხეს ქალის ბუნების მთელი არსის გაგება და რჩევების გაჟღერება, რომლის შესახებ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს.


image


ნამდვილი ქალი მავნე და ჭირვეული უნდა იყოს.

კრისტიან დიორი


ასაკი ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის: თქვენ შეგიძლიათ იყოთ თვალწარმტაცი 20 წლის ასაკში, მომხიბვლელი — 40-ში და შეუდარებელი დარჩეთ სიცოცხლის ბოლომდე.

კოკო შანელი


ხელები — ქალის სავიზიტო ბარათია, კისერი — პირადობის მოწმობა, ხოლო, მკერდი — საზღვარგარეთის პასპორტი.

კოკო შანელი

ფეხსაცმლის არჩევაზე ზრუნვა, არასოდეს არის გადაჭარბებული. ბევრი ქალი ფიქრობს, რომ ფეხსაცმელს მნიშვნელობა არა აქვს. მაგრამ, ქალის ელეგანტურობის რეალური დასტური, სწორედი ის არის, რაც ფეხზე აცვია.

კრისტიან დიორი


ქალის საუკეთესო მოდური აქსესუარი — ლამაზი მამაკაცია!

კოკო შანელი


ნუ ჩაუღრმავდებით მოდის ტენდეციებს და ნუ მისცემთ მოდას თქვენი დაპყრობის უფლებას. თავად გადაწყვიტეთ ვინ ხართ და რისი გადმოცემა გინდათ საკუთარი სამოსით და ცხოვრების წესით.

ჯანი ვერსაჩი


ყოველი შეჭმული ლუკმა, პირში 2 წუთი რჩება, მუცელში — 2 საათი და თეძოებზე — 2 თვე.

კრისტიან დიორი


იყო ელეგანტური, არ ნიშნავს იყო თვალშისაცემი. ეს მეხსიერებაში შეჭრას და იქ დარჩენას ნიშნავს.

ჯორჯო არმანი


სუნამო — ქალის ინდივიდუალობის განუმეორებელი ელფერია, მისი გარეგნობის უკანასკნელი შტრიხი.

კრისტიან დიორი


თქვენი სამოსი, იმას ნიშნავს, თუ როგორ წარუდგენთ საკუთარ თავს სამყაროს. განსაკუთრებით ახლა, როდესაც კონტაქტი ადამიანებს შორის, ასეთი სწრაფია. მოდა — ენაა, რომელიც თარგმნას არ საჭიროებს.

მიუჩა პრადა


თუ ლამაზი ფეხები არ გაქვთ — ღრმა დეკოლტე ატარეთ.

კრისტიან დიორი


ყოველთვის ისე იარეთ, თითქოს უკან სამი მამაკაცი მოგყვებათ.

ოსკარ დე ლა რენტა


თქვენ ვერ გააყალბებთ ბრწყინვალებას, მაგრამ ხელოვნურ ქურქში, შეგიძლიათ, ბრწყინვალედ გამოიყურებოდეთ.

კარლ ლაგერფელდი


არ არსებობენ ულამაზო ქალები — არსებობენ ზარმაცები.

კოკო შანელი


რამდენადაც ცუდად აქვს გოგონას საქმე, მით უფრო უკეთესად უნდა გამოიყურებოდეს ის.

კოკო შანელი


ფეხსაცმელი ახდენს თქვენი სხეულის გამომსახველობის ტრანსფორმირებას. ის გამაღლებთ, როგორც ფიზიკურად, ისე ემოციური თვალსაზრისით.

კრისტიან ლუბუტენი


კარგად მორგებული კაბა, ყველა ქალს უხდება. მორჩა და გათავდა!

კოკო შანელი


სილამაზეზე ზრუნვა გულიდან და სულიდან უნდა იწყებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირი კოსმეტიკა ვერ დაგეხმარებათ.

კოკო შანელი


ნაკლები იყიდეთ, უკეთესი აირჩიეთ და რაც მთავარია, ეს თავად გააკეთედ!

ვივიენ ვესტვუდი


ერიდეთ ორიგინალობას. ქალთა მოდაში, ორიგინალობამ, შეიძლება, მასკარადამდე მიგიყვანოთ.

კოკო შანელი


არაფერი ისე არ აბერებს ქალს, როგორც ზედმეტად მდიდრული პიჯაკი.

კოკო შანელი


image
imageimageimageimage










1
311
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
311
  
2022, 15 იანვარი, 18:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1