ვარსკვლავები თავს 18 წლის გოგოსავით ვგრძნობ 2012, 10 ივნისი, 16:52 ჰოლივუდის ვარსკვლავი "შერონ სტოუნი", წავიდა სავახშმოდ ერთ ერთ რესტორანში.ვარსკვლავი კარგად გრძნობდა თავს ბევრს იღიმებოდა და ეფლირტავებოდა მასთან მყოფ უცნობ ბატონს.ვარსკვლავი ნეონის კაბაით, მაღალ ყელიანი ჩექმებით და სვიტრით იყო შემოსილი.მიუხედავად 52 წლის ასაკისა ვარსკვლავს მაკიაჟი არ ჰქონდა გაკეთებული, თმები კი შეკრული ჰქონდა.ჟურნალისტის კითხვაზე ეხმარება თუ არა მის ძველ მეგობარს ფილმიდან "ძირითადი ინსტიქტი" მაიკლ დუგლასს, რომელსაც ამა წლის აგვისტოს თვეში დაუდგინეს დიაგნოზი ყელის კიბო, მან განაცხადა:"ძალზედ აღშფოთებული და განაწყენებული ვიყავი როდესაც ეს ამბავი გავიგე, რადგან ის ჩემი ერთ ერთი საუკეთესო მეგობარია და საკმაოდ დიდი ხანია ვმეგობრობთ, მაგრამ ამავე დროს აბსოლიტურად დარწმუნებული ვიყავი რომ მაიკლი დაავადებას დაამარცხებდა, ის ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს", -განაცხადა სტოუნმა.მან ხაზი გაუსვა იმასაც რომ სურს იყოს დარწმუნებული იმაში რომ მაიკლი საუკეთესო სამედიცინო დახმარებას იღებს, რადგან ის ამას იმსახურებს. 1383 4-ს მოსწონს
|