საზოგადოება ხელისუფლებას აქვს შანსი რომ იყოს მკვლელი ან პირიქით ხალხის მსახური - ირაკლი კაკაბაძე 2017, 19 თებერვალი, 0:47 ყველამ კარგად იცით, რომ ირაკლი კაკაბაძე არის მრავალი ლიტერატურული ფესტივალისა და პროგრამის მონაწილე. ეწევა აქტიურ სამოქალაქო საქმიანობას ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების გამოხატვის შელახვის წინააღმდეგ. "თანასწორობის ფრონტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ხშირი მომხმარებელია სოციალური ქსელის Facebook-ის, სადაც საკუთარ პოზიციებს ქვეყნის მიმდინარე ამბებზე "პოსტების" საშუალებით ხშირად გვამცნობს. ახლახანს გაასაჯაროვა მან მორიგი პოსტი, რომელსაც უცვლელად შემოგთავაზებთ.
![]() გველიმჭამელის მოძრაობა სამშაბათს, 21 თებერვალს, 1 საათზე სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან იწყება უკიდურესად მშვიდობიანი, არაძალადობრივი შიმშილობის აქცია. თუ მთავრობა თავისი ნეოლიბერალური, ბურჟუა პოლიტიკით ნელ-ნელა გვკლავს შიმშილით, ჩვენ მას ამ პროცესს დავუჩქარებთ. მათ შეუძლიათ მალე მოგვკლან შიმშილით, თუკი არ დაიწყებენ სოლიდარობის კომიტეტის წარმომადგენლებთან დიალოგს ადამიანის სოციალური უფლებების მინიმუმის დაცვის თაობაზე. სამშაბათამდეც ვაძლევთ დროს - და სამშაბათს შიმშილობა რომ დაიწყება მთავრობას ექნება კიდევ დაახლოებით 48 საათი, სანამ ზოგიერთი მოშიმშილის სიკვდილი რეალური გახდება. მოთხოვნებია რომ დაიწყოს დიალოგი შემდეგ შესწორებებზე: 1. ქართველ ხალხს დაუბრუნდეს ბანკირების და მევახშეების რესპუბლიკის მიერ 1992 წლის შემდეგ გაყიდული მიწა - იმისათვის რომ ეკოლოგიური კატასტროფა თავიდან ავიცილოთ. 2. საქართველოს ყველა მოქალაქეს გარანტირებულად მიეცეს საცხოვრებელი ფართის მინიმუმი და ეს ჩაიწეროს ქვეყნის კონსტიტუციაში. 3. დაცული იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ყველა მშრომელის უფლებები და დაცულ იქნენ ისინი კაპიტალისგან განადგურებისაგან. ესეც აისახოს კონსტიტუციაში. ხელისუფლებას აქვს შანსი რომ იყოს მკვლელი - ან პირიქით ხალხის მსახური- წერს ირაკლი კაკაბაძე. ![]() 102 15-ს მოსწონს
|