x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
15 წელში დედამიწაზე გამყინვარების პერიოდი დაიწყება

ბრიტანელი ექსპერტების აზრით, დღეს მზის აქტიურობა იმ დონეზე დაეცა, როგორიც არ ყოფილა 1645–1715 მინი გამყინვარების შემდეგ — რომლის დროსაც, როგორც ცნობილია, ტემზა გაიყინა.


image


მეცნიერების მიერ შექმნილი ახალი მოდელი, მზის აქტივობის პროგნოზირების საშვალებას იძლევა. რომლის მიხედვით, მზის მაგნიტური აქტივობა, 2030 წლიდან – 2040 წლამდე, 60 %-ით შემცირდება. ახალი სამეცნიერო მოდელი «მზის 11 წლიან გულისცემას» განსაზღვრავს და ის მზის მაგნიტური აქტიობის ციკლს ემთხვევა. ჩვენი მნათობის მაგნიტიზმის 11 წლიანი ციკლურობა, ჯერ კიდევ 173 წლის წინ იყო აღმოჩენილი. მაგრამ, დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, უფრო ზუსტად შეიძლება იმის პროგნოზირება, თუ როგორი იქნება მნათობის მაგნიტიზმი, მის ბირთვში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით.
მზის მაგნიტიზმის მოდელს საფუძვლად გეოფიზიკური თეორია უდევს, რომლის მიხედვით, დედამიწის ბირთვში, მეტალის მოძრაობის შედეგად, გეომაგნიტური ტალღების წარმოქმნას დინამო-ეფექტი უზრუნველყოფს. სწორედ ეს ეფექტი ქმნის დედამიწის ირგვლივ მაგნიტურ ველს.

image

image

image

ნორტუმბრის უნივერსიტეტის (ქ. ნიუკასლ-აპონ-ტაინი, დიდი ბრიტანეთი) მეცნიერებმა ეს თეორია მზესთან დაკავშირებით გამოიყენეს და 97 % სიზუსტით შეძლეს მისი აქტიობის ციკლის პროგნოზირება. საინტერესო ის არის, რომ კვლევის დროს, მზეზეც დაფიქსირდა 2 მაგნიტური ტალღა, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იქმნება და ვრცელდება მზის სხვადასხვა ფენებში. აღსანიშნავია, რომ მათი წარმოქმნის პერიოდი არ ემთხვევა. თუმცა, ორივე შემთხვევაში, ციკლის ხანგრძლივობა, დაახლოებით, 11 წელი არის.

გამოთვლების თანახმად, ციკლის მორიგი პიკი 2022 წელს იქნება, რომლსაც მოჰყვება ე. წ. 26-ე ციკლი, რომელიც იქნება ახალი გამყინვარების პერიოდის დადგომის მაცნე.

«26-ე ციკლის» განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ორი ტალღა ერთმანეთის სარკისებურ ანარეკლს შექმნის — მათი ციკლის პიკები ერთმანეთს დაემთხვევა, მაგრამ ეს მზის მოპირდაპირე ნახევარსფეროებში მოხდება. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ამ ტალღების ერთმანეთზე მოქმედება ურთიერთმაკომპენსირებელი იქნება და მორიგ მაუნდერის მინიმუმს (Maunder Minimum)* გამოიწვევს – ანალოგიური მოვლენის დროს, პლანეტის საშუალო ტემპერატურა 1, 3 გრადუსით შემცირდა.

image

image

imageმდ. ტემზა 1754 წ.

image

მართალია, ასეთი ცვლილება უმნიშვნელოდ გვეჩვენება, მაგრამ მან, ანალოგიური მოვლენის დროს, წლის თბილი სეზონის ხანგრძლივობა შეამცირა, რამაც სამომხმარებლო პროდუქტების დეფიციტი გამოიწვია.

image

* ასე ეძახიან პერიოდს, რომელიც, დაახლოებით 1645 წელს დაიწყო და 1715 წლამდე გრძელდებოდა — მას ასევე «მზის ლაქების მინიმალური აქტივობის პერიოდსაც»** ეძახიან. ასტრონომებმა მას მეცნიერი ცოლ-ქმრის — ენი და ვალტერ მაუნდერების საპატივცემულოდ, «მაუნდერის მინიმუმი» დაარქვეს, რადგან სწორედ მათ აღმოაჩინეს ეს მოვლენა, მზეზე დაკვირვების არქივის შესწავლის შედეგად.

** მაუნდერის მინიმუმის 70 წლიანი პერიოდის მანძილზე, ლაქები მზეზე ძალიან იშვიათად ჩნდებოდა.

imageP. S. კლიმატის პროგნოზის რუკა, 2022 – 2040 წწ. თებერვალი

image

image

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

* მიწის ქვეშ, მეცნიერებმა ოკეანე აღმოაჩინეს, რომელიც 3-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე მსოფლიო ოკეანე

* მეცნიერებმა სამყაროს დასაწყისი იხილეს. აღმოჩენილია ნაწილაკი, რომლის აფეთქების შედეგად, მთელი სამყარო შეიქმნა

* მზის სისტემა იცვლება

* მზის სისტემის მე-9-ე პლანეტა

5
1709
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1709
  
2017, 23 თებერვალი, 21:30
შეგიძლიათ ახლავე დაიწყოთ ფიჩხის მოგროვება :))))
2017, 23 თებერვალი, 19:18
კარგი აზრია :)
2017, 23 თებერვალი, 18:26
რა პრობლემაა დიდ კოცონს დავანთებთ და ყველანი გავთბებით :):):)
2017, 23 თებერვალი, 15:09
გლობალური დათბობა სათბურის აირებით არის გამოწვეული, ხოლო გამყინვარება, მზეზე ღია ლაქების არ არსებობას უკავშირდება. მზე თუ არ გაგვათბობს, ვერანაირი გლობალური დათბობა ვერ
გვიშველის.
2017, 23 თებერვალი, 13:48
ხან გლობალური დათბობაო ხან გამყინარებაო...რას ბჟუტურებენ მგონი თვითონაც არ იციან
0 1 5