x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
3 მტკიცებულება, რომ ედგარ ალან პოს დროის მანქანა მართლაც ჰქონდა

შესაძლებელია, თუ არა, რომ ედგარ ალან პოს დროის მანქანა ჰქონოდა? ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ ჰქონდა! წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ შეიძლებოდა მას სცოდნოდა, მოვლენის შესახებ, რომელიც 10, 50, ან 100 წლის შემდეგ მოხდებოდა?


image


აქ ვისაუბრებთ მის ნაწარმოებებზე, რომლებიც უფრო მეტია, ვიდრე მწერლის ფანტაზიის ნაყოფი და მის დროში შესაძლო მოგზაურობის, 3 მტკიცებულებას წარმოგიდგენთ:


მტკიცებულება №1: «ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმის ნაამბობი» («The Narrative of Arthur Gordon Pym of Nantucket»)


ეს ედგარ პოს, 1837 წ. დაწერილი, ერთადერთი დასრულებული რომანია, რომელიც ზღვაში დაკარგულ, ვეშაპების საჭერ გემზე, აჯანყების შესახებ მოგვითხრობს. მთელი მარაგის ამოწურვის შემდეგ, სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფი მეზღვაურები, კანიბალიზმს მიმართავენ და მსხვერპლის ასარჩევად, წილს ყრიან. ახალგაზრდა მეზღვაური რიჩარდ პარკერი ყველაზე მოკლე ჩხირს ამოიღებს, რის შემდეგაც მას შეჭამენ... პოს მტკიცებით, ეს ისტორია რეალურ ფაქტებს ეფუძნებოდა, მაგრამ იმ პერიოდში, მსგავსი არაფერი მომხდარა...
და ია, რომანის გამოსვლიდან 46 წლის შემდეგ, — 1884 წ. 4 მამაკაცი გემის ჩაძირვის შემდეგ, ბედის ანაბარად, ღია ზღვაში აღმოჩნდა. მათ არც საჭმელი ჰქონდათ და არც სასმელი და რომ გადარჩენილიყვნენ, 17 წლის მეზღვაური რიჩარდ პარკერი შეჭამეს.

ეს გასაოცარი პარალელი, თითქმის საუკუნის მანძილზე, შეუმჩნეველი იყო, ვიდრე ჟურნალში — The Sunday Time, რეალური პარკერის ოჯახის, ერთ–ერთი მემკვიდრის წერილი არ გამოქვეყნდა, რომელშიც ყურადღება სწორედ ამ წარმოუდგენელ დამთხვევაზე იყო გამახვილებული.


მტკიცებულება №2: «საქმოსანი» («The Business Man»)


1848 წ. რკინიგზის მუშამ ფინეს გეიჯმა, თავში ლითონის ღეროს გავლის შედეგად, ქალა–ტვინის დაზიანება მიიღო. ის სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, მაგრამ პიროვნულად, ძალიან შეიცვალა. ცვლილებები მის ქცევაში, საგულდაგულოდ იქნა შესწავლილი, რამაც სამედიცინო საზოგადოებას საშუალება მისცა გაეგო, თუ რა როლი ეკისრებოდა სოციალურ შემეცნებაში შუბლის წილს.
მაგრამ, ამ მოვლენამდე, ბევრად ადრე, პომ უკვე იცოდა, რომ შუბლის წილის სინდრომი, ადამიანის ხასიათში ღრმა ცვლილებებს იწვევს.

1840 წ. მან ჟურნალში მოთხრობა გამოაქვეყნა, სახელწოდებით — «საქმოსანი». მასში მოყოლილი იყო ამბავი, უსახელო ავტორისგან, რომელმაც ბავშვობაში თავის ტრავმა გადაიტანა, რამაც ის, რეგულარულ და აკვიატებულ, ძალადობრივ გამოხდომებამდე მიიყვანა.
პოს იმდენად ზუსტი გაგება ჰქონდა შუბლის წილის სინდრომის შესახებ, რომ ცნობილმა ნევროლოგმა ერიკ ალტშულერმა ამასთან დაკავშირებით ასეთი რამ დაწერა: «ათობით სიმპტომი არსებობს და პომ თითოეული მათგანის შესახებ იცოდა… ეს მოთხრობა ყველაფერს აღწერს და ჩვენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კიდევ რამე გავიგოთ — ყველაფერი იმდენად ზუსტია, რომ უბრალოდ, უცნაურია... თითქოს მას, დროის მანქანა ჰქონდა».


მტკიცებულება №3: «ევრიკა» («Eureka»)


ჯერ კიდევ არ გჯერათ, რომ პოს მართლაც დროის მანქანა ჰქონდა? და დაიჯერებთ, თუ გეტყვით, რომ მან სამყაროს წარმოშობა 80 წლით ადრე აღწერა, ვიდრე თანამედროვე მეცნიერება «დიდი აფეთქების» შესახებ ალაპარაკდებოდა? რა თქმა უნდა, მოყვარული ასტრონომი, ასტრონომიული განათლების გარეშე, ვერ აღწერს სამყაროს არსებობის პრინციპებს. მაგრამ, სწორედ ეს მოხდა...

წინასწარმეტყველური ხილვა საზოგადოებასთან, პოს ნაწარმოების — «ევრიკას» სახით მოვიდა. ეს არის პოემა, პროზის სახით, რომლის შესახებ, თავის დროზე, კრიტიკოსები წერდნენ, რომ ეს მხოლოდ, ავადმყოფური ფანტაზიის პროდუქტი იყო...

მწერალმა «ევრიკა» სიცოცხლის ბოლო წლებში შექმნა და მასში საუბარი სამყაროს გაფართოებაზეა, რომელიც «საწყისი ნაწილაკის», «წამიერი აფეთქების» შედეგად ჩაისახა.

image

არხის სხვა სიახლეები:


* მექსიკაში აღმოჩენილი არტეფაქტები, რომელიც ინდიელების უცხოპლანეტელებთან კონტაქტების ფაქტს ამტკიცებს

* 5 ისტორიული მითი, რომლისაც არ უნდა გვჯეროდეს

* უცხოპლანეტელებმა ადამიანები მესამე ცდაზე შექმნეს...

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
573
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
573
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0