x
image
მატასი
ვინ არის ხავიერ დოლანი?
imageეს სახელი და გვარი ალბათ უმრავლესობას არ გაგიგიათ, მაგრამ მალე თქვენს ყურამდეც მოაღწევს ''საქმენი საგმირონი ხავიერისა''. ხუმრობა იქით იყოს და ხავიერ დოლანი ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა რეჟისორია. არამხოლოდ რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი და კინოპროდიუსერიც. ცოტა სასაცილო კია რომ ვთქვი პერსპექტიული, იგი ხომ ჯერ სულ ახლახანს შესრულდა 23 წლის და უკვე საკმაო მიღწევები აქვს და არა მარტო ჩამოყალიბებულ რეჟისორად შეიძლება ჩავთვალოთ, არამედ წარმატებით ჩამოყალიბებულად. ხავიერი ჯერ კიდევ ბავშვობიდან გაეცნო კინო კამერას. რამდენიმე სერიალში ითამაშა, შემდეგ კი უკვე ფილმებში.

2009 წელს გადაიღო თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, ბიოგრაფიული დრამა ''მე მოვკალი დედაჩემი'' 2010 წელს კი ფილმი, რომელსაც თანამედროვეობის შედევრს ვუწოდებდი '' წარმოსახვითი სიყვარული'', ლუის გარელის მონაწილეობით. ეს ფილმიც ბიოგრაფიულია და მთავარ როლს თვითონ ასრულებს. ხავიერი თავის ცხოვრებაზე იღებს ფილმებს სადაც თვითონვე მონაწილეობს, თავის თავის თამაში კი მას ძალიან კარგად გამოსდის. მისი ფილმები ბევრს მისი ორიენტაციის პროპაგანდადაც შეიძლება მოეჩვენოს, რა თქმა უნდა ბევრ ჰომოფობს გააღიზიანებს, მაგრამ ჭეშმარიტად ხელოვნებისა და კინოს მოყვარულები ნამდვილად დატკბებიან და დიდ სიამოვნებას მიიღებენ ხავიერის ახალი კინოს ყურებით.

2012 წელს გამოდის მისი ახალი ფილმი ''ყველა შემთხვევაში ლოურენსი''. სხვა დროს უფრო ვრცლად ვისაუბრებ ხავიერსა და მის შემოქმედებაზე. ცხადად ჩანს ალბათ რომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მსოფლიოს სჭირდება ხავიერისნაირი რეჟისორები, ჩვენ სიახლეები გვჭირდება კინოში. თუ გაინტერესებთ რას ვგულისხმობ უყურეთ მის ფილმებს.

კიდევ იმის თქმა მინდოდა, რომ საქართველოშიც უნდა იყვნენ ალბათ ახალგაზრდა ნიჭიერი რეჟისორები და რა სამწუხაროა რომ არ აქვთ ისეთი შესაძლებლობები, როგორც ხავიერს კანადაში. მაგრამ ეგ ყველაფერიც მოჩვენებითია, რატომ არ შეიძლება საქართველოში ისეთი ფილმის გადაღება როგორიც '' წარმოსახვითი სიყვარულია''? ამაზე პასუხი კი თვითონ საზოგადოებაშია.


ახლა კი ამაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს, რომელიც ''ქვის ნაყვას'' შეიძლება დაემსგავსოს.

ფილმის თრეილერით დავამთავრებ (ფილმის ყურება მარტო საუნდტრეკების გამო ღირს, ამის თქმა დამავიწყდა)

4
394
6-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
394
  
2012, 10 ივნისი, 18:29
აააააა უი...))მაშინ ნიჭიერი ბიჭია
2012, 10 ივნისი, 18:24
არა, აქ უბრალოდ წვანან. მეგობრები არიან.
2012, 10 ივნისი, 16:27
2 კაცი და ერთი ქალი წვანან ერთად?ეს მართლა ვერაა
2012, 10 ივნისი, 16:26
სიმპატიური კია :D
0 1 4