x
image
K.P.
გვანცა დარასელიამ მეუღლეს იუბილეზე დაუვიწყარი საჩუქარი გაუკეთა, წყვილს ქალიშვილი შეეძინა

ტელეწამყვანი გვანცა დარასელია დღეს დილას მეორეშვილის დედა გახდა. ინფორმაცია გადაცემა "სხვა შუადღის" მეშვეობით გავრცელდა და ინტერნეტსივრცე მალევე მოიცვა. გვანცა დიდხანს მალავდა ორულობის ამბავს, შვილის სქესი კი ბოლომდე საიდუმლოდ დატოვა. პატარას ლილე დაარქვეს. გვანცამ შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა საკუთარ მეუღლეს, დღეიდან მამა-შვილი დაბადების დღეს ერთად იზეიმებს. გვანცას მეუღლე ვახტანგ მჭედლიძე დღეს იუბილარი გახლდათ და ალბათ ამაზე კარგ საჩუქარს ვერც კი ინატრებდა.

image
ალბათ
ყველამ იცით, რომ გვანცას მეუღლე ყოფილი მორაგბე ვახო მჭედლიძეა. ის ამჟამად ბიზნესითა და პოლიტიკით არის დაკავებული. კახეთის ერთ-ერთ ოლქში ის დეპუტადადაც კი იყრიდა კენჭს, რაშიც ოჯახიც მხარს უჭერდა. წყილი ერთმანეთს კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის საღამოზე შეხვდა, სადაც გვანცამ იმღერა. ვახო გვანცას სიმღერამ და გარეგნობამ მოხიბლა, ტელეწამყვანს კი მომავალი მეუღლე გამოხედვით დაამახსოვრა. ურთიერთობა მიმოწერით დაიწყო, გვანცა ვახოს შეხვედრაზე უარს ეუბნებოდა... ფაქტი კი ერთია, ბოლოს ურთიერთობაც ააწყვეს და დაქორწინდნენ.image

მათი ვაჟი პატარა ერეკლე 4 წლისაა. მშობლები მას თავიდანვე ამზადებდნენ ოჯახის ახალი წევრის დასახვედრად. გვანცა ხშირად აღნიშნავდა, რომ არ სურდა პატარე ერეკლეს თავი დაჩაგრულად ეგრძნო. "ძალიან თბილია, მაგრამ გარშემომყოფებისგან ასმაგ სითბოსი თხოვს. ერეკლე უზომოდ პრინციპული ბავშვია. ყოველთვის იცის, რა უნდა და არასდროს მიიღებს უარგუმენტო პასუხს. ერეკლეს სჭირდება ძამიკო ან დაიკო. ამბობსხოლმე: პატარა რომ გვეყოლება, შუაში ჩავიწვინოთო"-ასეა ხასიათებდა ვაჟს გვანცა დარასელია.

image


0
102
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0