x
შეხვედრა საქართველოს პრემიერ მისნისტრთან

პოსტებში თუ პირად საუბარში ხშირად ვამბობ, რომ ბლოგერების როლი თანდათან იზრდება. რაც მე, რა თქმა უნდა, მიხარია. დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართა ბლოგერებსა და მთავრობის წევრს შორის, ამჯერად ალტერნატიულ მედიას მინისტრების მინისტრი, ნიკა გილაური შეხვდა.

შეხვედრაზე დაახლოებით ოცი ბლოგერი იყო. პრემიერ მინისტრი დათქმულ დროზე მოვიდა და შეხვედრაც ენერგიულად დაიწყო. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ გილაური ერთ-ერთი გამონაკლისია მთავრობიდან რომლის მიმართაც ნეგატიურად არ ვარ განწყობილი და არც ამის შემდეგ შემცვლია აზრი, თუმცა რამოდენიმე საკითხში რადიკალურად არ ვეთანხმები. მაგალითად ერთ-ერთი ასეთი საკითხია მედია. პრემიერი თვლის, რომ ამ მხრივ პრობლემები საქართველოში არ არის და მედია საშუალებები ობიექტურად აშუქებენ მოვლენებს. არგუმენტად კი დასძინა, რომ ნებისმიერ არხზე ნახავთ მთავრობის ლანძღვასო, რაც აშკარად სუსტი არგუმენტია იმათთვის ვისაც ნანახი გვაქვს პრეზიდენტის ვიზიტები და ველოსიპედით სეირნობის რეპორტაჟები. საუბარი შეეხო ელექტოროენერგიისა და ნაგვის გადასახადსაც. ამ თემაზეც, ჩემი აზრით, არ იყო ძლიერი აგუმენტი ის, რომ სხვა მხრივ ვერ ახდენენ გაზომვას ნაგვის გადასახადის და ეს თანხა აუცილებელია, რომ ნაგავი გაიტანონ. ვფიქრობ, ჩემი ნაგვის გადასახადი არაადეკვატურად დიდია, და დარწმუნებული ვარ შედარებით დაბალ ფასადაც შესაძლებელია ყველა პრობლემის მოგვარება, თუ არადა დიდი სიამოვნებით ვნახავდი ხარჯებს. ამ ლოგიკით გამოდის ზაფხულში ნაგავს ვერ გაიტანენ? თუ ზამთარში შეგროვილი თანხებით მოხდება ამ ყველაფრის ადმინისტრირება?

ბევრი საკითხი კიდევ დარჩა განსახილველი, ბევრ საკითხს გაკვრით შევეხეთ, თუმცა ოც ბლოგერს ყველფერზე ამომწურავად ვერ გვიპასუხებდა, რადგან მთელი ღამეც კი არ ეყოფოდა ამისთვის. პირადად მე მივხვდი, რომ არაკომპეტენტური ვიყავი ბევრ საკითხში, რაშიც მეგონა, რომ ვერკვეოდი, პრემიერი კი ყველაფერში გათვითცნობიერებული (რაც მართლა გამიხარდა) და პირადად მე მწვავე კითხვები ვერ დავსვი. თუმცა ეს ყველაფერი დასაწყისია და იმედია უფრო მეტჯერ მოგვეცემა შანსი მთავრობის წევრებთან შეხვედრის, შემდეგში აუცილებლად უფრო სერიოზულად მოვემზადები.

წყარო

0
7
2-ს მოსწონს
ავტორი:გასტო
გასტო
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0