სხვა რაც არ ვიცოდით. საინტერესო ფაქტები ადამიანებზე 2017, 15 თებერვალი, 18:11 ყველაზე მეტი წითური ადამიანი შოტლანდიაში იბადება. ბავშვები დღეში საშუალოდ 400-ჯერ იცინიან, უფროსები მხოლოდ 15-ჯერ. ადამიანების 66% კოცნის დახუჭული თვალებით, დანარჩენი გახელილით. შეყვარებულების 40%, რომლებსაც არ უპასუხეს იმავე გრძნობით, ვარდებიან დეპრესიაში. ცხოვრების მანძილზე ადამიანი კოცნაში ატარებს საშუალოდ 14 დღეს. ხუთიდან ორი ადამიანი ქორწინდება თავის პირველ სიყვარულზე. საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ ხელებს იბანს ქალების 90%, ხოლო მამაკაცების მხოლოდ 75%. ცხოვრების მანძილზე ადამიანი სექსით დაკავებულია 25 დღე. ყველაზე დაბლები იაპონელები არიან, ყველაზე მაღლები კი ჰოლანდიელები. ყველაზე მეტ ჩაის სვამენ ინგლისელები. მაგ: ამერიკელებზე 20-ჯერ მეტს. სიცოცხლის მანძილზე ადამიანი იმდენს დადის, რომ დედამიწას 5-ჯერ შემოუვლიდა ეკვატორზე. ინტერნეტით გაცნობის მსურველთა მამაკაცების 35% ცოლიანია. 1-დან 3 თვემდე ბავშვები უცრემლოდ ტირიან. კომპიუტერი დაახლოებით 365 მილიონ ადამიანს აქვს, ხოლო დედამიწის მოსახლეობის ნახევარს საერთოდ არც უნახავს და არ უსარგებლია ტელეფონით. თქვენს დაბადების დღეს დაახლოებით 20 მილიონი ადამიანია დაბადებული. ქალები ტუჩსაცხის დიდ ნაწილს ჭამენ. 6-7 თვის ბავშვს შეუძლია ერთდროულად ჭამოს და ისუნთქოს. უფროსები ამას ვერ ახერხებენ. უცოლო მამაკაცები ცოლიანებზე საშუალოდ 2, 5 სმ-ით დაბლები არიან. დედამიწის მოსახლეობის 1/4 ჩინეთში ცხოვრობს. ცისფერთვალა ადამიანები სიბნელეში უკეთ ხედავენ. დასავლეთ ჩინეთში ჩაიში შაქრის ნაცვლად მარილს იყრიან. ყოველ მეხუთასე ადამიანს აქვს ერთი თვალი ცისფერი, მეორე ყავისფერი. ადამიანი ჭამაში ხარჯავს 5 წელს. ქალებს უკეთესი სმენა აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. 276 1-ს მოსწონს
|