x
“მფრინავი ჰოლანდიელი” - მითი თუ რეალობა
“მფრინავი ჰოლანდიელი” წარმოადგენს ლეგენდარულ იალქნიან გემ-მოჩვენებას, რომელიც განწირულია იმისათვის რომ მუდამ იდრეიფოს ოკეანეში.არსებობს მრავალი ფაქტი “მფრინავი ჰოლანდიელის” გამოჩენისა და ამას ზურგს უმაგრებს მეზღვაურთა ჩანაწერები რომელთაც იხილეს გემი-მოჩვენება.”მფრინავი ჰოლანდიელის” ხილვა ცუდ ნიშნად მიიჩნეოდა-ეს უფრო ცრუ რწმენას წარმოადგენდა.
ეს ლეგენდა გემ-მოჩვენების შესახებ გაჩნდა XVII საუკუნეში.ამ ლეგენდის ჩამოყალიბების ასეთი ისტორია არსებობს და ამას ისტორიკოსთა უმეტესობა მხარს უჭერს-1641 წელს ჰოლანდიელი კაპიტნის ვან დერ დეკენის ხომალდი ოსტ-ინდოეთიდან მიემგზავრებოდა ჰოლანდიაში.გემის კაპიტანს კი ამ დროს მოელანდა ახალგაზრდა, მომხიბლველი გოგონა, კაპიტანი ისე მოიხიბლა რომ მისი ცოლად მოყვანა მოინდომა, მაგრამ გოგონა ხომალდიდან ოკეანეში გადახტა და გაუჩინარდა ტალღებში.
კაპიტნის ბრძანებით დაიწყეს ამ მანდილოსნის ძებნა, ამ დროს კი ძლიერი ქარი ამოვარდა, რამაც შტორმი გამოიწვია.კაპიტანი კი მაინც განაგრძობდა მის ძებნას.ამან ეკიპაჟის პროტესტი გამოიწვია, რაც საბოლოოდ ერთ-ერთი მეზღვაურის სიკვდილით დამთავრდა-მას კაპიტანმა ესროლა.

image

კაპიტანმა ისე იყო მომხიბლველი მანდილოსნის ნახვის სურვილით, რომ მან ფიცი დადო-ხომალდს ვერავინ დატოვებდა სანამ ვერ იპოვიდნენ ქალს.მაგრამ ქალი რათქმაუნდა ვერ იპოვეს, რადგან ის კაპიტნის ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდა.
ამის შემდეგ კი ჩამოყალიბდა ლეგენდა “მფრინავ ჰოლანდიელზე”, ხომალდზე რომელიც ზოგჯერ გამოჩნდება და მოაქვს შიში და სიკვდილი…
პირველად “მფრინავი ჰოლანდიელის” გამოჩენის ფაქტი 1795 წელს აღწერა ირლანდიელმა ჯორჯ ბერინგტონმა.

image


გადმოცემის თანახმად, მფრინავ ჰოლანდიელთან შეხვედრა გემის დაღუპვის მომასწავლებელია, ამიტომ ცრუმორწმუნე მეზღვაურებს მოჩვენება გემთან შეხვედრას სიკვდილი ურჩევნიათ. ასეთია მისტიკით გამსჭვალული, ფანტასმაგორული ლეგენდა. თუმცა ყველაფერი მოგონილი როდია. არ არსებობს გადმოცემა, რომელსაც რამე რეალური ისტორიული სარჩული არ გააჩნია.

imageაღსანიშნავია, რომ მფრინავ ჰოლანდიელს, იმავე გემ-მოჩვენებას, კინაღამ ინგლისის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი გადაეყარა.
1881 წლის 11 ივნისს, ბრიტანული გემი “ვაკხანკა”, რომლის ბორტზეც ნორჩი პრინცი, ახალბედა კურსანი მეზღვაურის რანგში იმყოფებოდა, გემ-მოჩვენებას გადაეყარა, მაგრამ განგების ნებით, პრინცს ჯერ კიდევ მრავალი წლის სიცოცხლე და მეფე გეორგ მეხუთედ კურთხევა ეწერა, ხოლო მეზღვაურს, რომელიც იმ საბედისწერო დღეს შემოვლაზე იმყოფებოდა, არ გაუმართლა: იგი მოულოდნელად ანძიდან ჩამოვარდა და გემბანზე სასიკვდილოდ დაენარცხა.

image

მთელი ამ ისტორიიდან ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ლეგენდარული გემო XX საუკუნეშიც უნახავთ.
1939 წლის მარტში, მფრინავი ჰოლანდიელი სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებმა უამრავმა მობანავემ იხილა. ეს მოვლენა რეალური ფაქტია და მასზე უამრავი დოკუმენტური მასალა არსებობს, რადგან იმ დროს მოვლენის შესახებ ყველა გაზეთი იუწყებოდა. მსგავსი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის დროს ერთ-ერთ გერმანულ წყალქვეშა გემსაც შეემთხვა.


image

0
669
1-ს მოსწონს
ავტორი:ხუმარა
ხუმარა
669
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0