x
image
ნინო მესხიძე
ფუმფულა გოგონებისთვის ...
მათთვის,

ვინც ბუნებრივობას ანიჭებს უპირატესობას, არ არის დუკანის დიეტის მიმდევარი და 90/60/90 უმნიშვნელო ციფრებია..

გთავაზობთ მოდური ლუქის რამდენიმე ვარიანტს, რაც გაცილებით ელეგანტურად და
დახვეწილად წარმოაჩენს თქვენს სავსე სხეულს.
მაშ ასე...

კლასიკური ლუქი



image


თეთრი პერანგის და ლეოპარდის პრინტიანი ქვედაბოლოს სინთეზი
ხაზს გაუსვამს თქვენს მიმზიდველ თეძოებს, ამასთანავე უფრო მაღალს გამოგაჩენთ.

თუ ამ ლუქს მკვეთრი ფერის პიჯაკსაც დაუმატებთ, წარმატება თქვენს ხელში იქნება.


შეუცვლელი ჯინსი


image


სულერთია სად აპირებ წასვლას - ლექციაზე, წვეულებაზე თუ მეგობართან - მუქი ფერს ჯინსი საუკეთესო გადაწყვეტილებაა ნებისმიერ შემთხვევაში.


image



ის იდეალურად ეხამება როგორც მაღალ ქუსლებს, ასევე თავისუფალი
სტილის ფეხსაცმელს და ხელს უწყობს სილუეტის უკეთ გამოკვეთას.


ზოლებიანი პრინტი


წელიწადის ნებისმიერ დროს აქტუალობას არ კარგავს ზოლიანი სამოსი. სულერთია - კაბა იქნება ეს, პერანგი თუ შარვალი.

გაცვია ზოლიანი? ე.ი. ერკვევი მოდის ტენდენციებში.


image



მაგრამ გახსოვდეთ - ზოლები აუცილებელია იყოს ვერტიკალურად განლაგებული და არა ჰორიზონტალურად. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ მერწმუნეთ გაცილებით მაღალი და სუსტი გამოჩნდებით.



სპორტული სტილი

მეგობარმა დაგირეკა - 5 წუთში შენთან ვარ და სასეირნოთ წავიდეთ...
არ აღელდე, სპორტული პიჯაკი და ბოტასები - აი რა გჭირდება.


image


სპორტული სტილი დაგეხმარებათ ზედმეტი დროისა და ძალისხმევის გარეშე მუდმივად ახალგაზრდულად და მოდურად გამოიყურებოდეთ.


ნაქსოვი პულოვერი

სწორად შერჩეული პულოვერი წონის საუკეთესო კორექტორია. შეუხამეთ მას მჭიდრო ქვედაბოლო ან შარვალი და თქვენი ფიგურა გაცილებით მიმზიდველი გახდება.


image



გრძელი მოსასხამი

ესაა ყველაზე მარტივი და სწრაფი ხერხი დაფაროთ მიმოფანტული არასასურველი კალორიები.


image


მრავალფეროვნება

ნუ მოექცევით ჩარჩოში. შეუხამეთ ერთმანეთს რამდენიმე პრინტი, შექმენით თქვენი განუმეორებელი სტილი და მერწმუნეთ ბევრი მიმდევარი გამოგიჩნდებათ.


image


მეტი სითამამე

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ შორტები მხოლოდ სუსტი გოგონებისთვისაა
ძალიან ცდებით.


image

ელეგანტურ შორტებს
შეურჩიეთ გრძელი, ფერადი პიჯაკი და თქვენ ულამაზესი ხართ!!!

რაც მთავარია - მეტი თავდაჯერებულობა და არავითარი კომპლექსი. სილამაზე ხომ თქვენს უნიკალურობაშია..




0
177
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო მესხიძე
ნინო მესხიძე
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0