x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138416
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
10 ხრიკი, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ
სტატიაში წარმოგიდგენთ 10 მარტივ ცხოვრებისეულ ხრიკს, რომელიც, ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გამოგადგებათ.


1. შეგიძლიათ ლურსმნის დაჭედების დროს სავარცხელი ისე გამოიყენოთ, როგორც ფოტოზეა. ამით თქვენ დაიცავთ თითებს და გაცილებით უსაფრთხოდ დააჭედებთ ლურსმანს.


image


2. შეგიძლიათ, ძველი უსაფრთხოების ღვედის კაუჭი გასაღების უსაფრთხოდ შესანახად გამოიყენოთ.


image


3. თუ ბლინების (ბლითების) მოყვარული ხართ, შეგიძლიათ, ძველ კეტჩუპის ბოთლში ჩაასხათ გასაკეთებელი მასალა და ასე შეინახოთ. როცა მოგინდებათ, წამებში შეძლებთ ბლინების გაკეთებას.

image


4. ტანსაცმლის საკიდის წიგნის საჭერად გამოყენება ნამდვილად გამოგადგებათ სამზარეულოში საქმიანობის დროს.

image


5. სცადეთ ბოთლის ზედა ნაწილის გამოყენება ისეთი რაღაცების შესანახად, როგორიც ბურღული ან მაკარონია.

image


6. მსგავსი ოჯახური კალენდრის მეშვეობით თქვენ არასდროს დაგავიწყდებათ ნათესავების დაბადების დღეები.

image


7. თუ გარაჟის ჭერზე ტენისის ბურთს ჩამოკიდებთ იმ ადგილას, სადაც მანქანა უნდა მოაბრუნოთ, ეს მის დაპარკინგებაში დაგეხმარებათ. თქვენ გეცოდინებათ, რომ როცა ბურთი მანქანას შეეხება, უნდა გაჩერდეთ.

image


8. თუ მაკრატელი დაგიბლაგვდათ, უბრალოდ, გაჭერით ფოლგა. თქვენი მაკრატელი ისეთივე ბასრი გახდება, როგორიც ყიდვის დროს იყო.

image


9. წიგნების სადგამი გამოგადგებათ პლანშეტისთვისაც. სულაც არ არის საჭირო, ბევრი ფული გადაყაროთ სპეციალურ სადგამში.

image


10. ლიმონი საწმენდი საშუალებების კარგი შემცვლელია. ის უსაფრთხო და ეკოლოგიურია.

image

0
7469
9-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
7469
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0