x
image
ციცი
Mediator image
"დორბლები მოიწმინდეთ, "პეროები" გამოიღეთ, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქეთ და გპატიობთ"-"ფრესკოს" დამფუძნებლი ვასილ სოფრომაძე კომპანიის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სოციალური ქსელით გამოეხმაურა

image
"კომპანია "ფრესკოს" დამფუძნებლის ვასილ სოფრომაძის განცხადება-
მინდა გამოვეხმაურო ინტერნეტში და სატელევიზიო სივრცეში ბოლო დღეებში ატეხილ აჟიოტაჟს კომპანია "ფრესკოში" "გაუსაძლისი" სამუშაო პირობების შესახებ. შეგახსენებთ, რომ სოციალურ მედიაში ერთ-ერთ გვერდზე, რომლის წარმომავლობაც ჩემთვის დღემდე გაურკვეველია, გაჩნდა ვითომდა ფრესკოს თანამშრომლების განცხადება "ფრესკოში შრომის პირობების "არაადამიანურობის უმაღლესი გამოხატულების" და "თანამედროვე მონობის" გამოვლინებაზე", რომელსაც ხელს არავინ არ აწერდა. ეს განცხადება აიტაცეს Facebook-ის მომხმარებლებმა და ათასობით გაზიარება ჰქონდა. იმავე დღეს, იმავე გვერდზე გამოჩნდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის - ლევან ჟორჟოლიანის კომენტარი, რომელმაც კიდევ უფრო გაამწვავა და დაძაბა სიტუაცია. ბატონი ჟორჟოლიანის ქმედება ცალკე განსჯის თემაა, ვინაიდან მას, როგორც საჯარო მოხელეს არ ჰქონდა ამის გაკეთების უფლება. ყოველივე ამას გამოეხმაურა თითქმის ყველა წამყვანი სატელევიზიო არხი და ჰოი საოცრებავ, მათ ვერ აღმოაჩინეს ათეულობით უკმაყოფილო "მონური შრომის" მსხვერპლი ფრესკოს თანამშრომელი და ჩაწერეს ერთი გოგონა და ერთი ყმაწვილი, რომლებიც არ არიან ფრესკოს თანამშრომლები. გოგონა გაშვებულია ჩვენი კომპანიიდან ჩეკის არასწორად ამორტყმის გამო, რითაც აზარალა კომპანია. ხოლო, ყმაწვილმა, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წლიდან იყო „ფრესკოს" თანამშრომელი, 2016 წლის 31 ოქტომბერს დატოვა "ფრესკო" და იმავე წლის 6 დეკემბერს მოგვმართა უკან დაბრუნების თხოვნით, რაც იმავე დღეს დაკმაყოფილდა. ტელევიზიებისთვის ინტერვიუს მიცემისას, ის ისევ აღარ იყო ჩვენი თანამშრომელი და რა თქმა უნდა, ამ სამარცხვინო ცილისწამების შემდეგ ვეღარ დაბრუნდება კომპანიაში.
მე პირადად თავი შევიკავე ნებისმიერი კომენტარისაგან, ვინაიდან ველოდი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნას. რამოდენიმე საათის წინ, მინისტრმა - ბატონმა დავით სერგეენკომ ამ თემასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ფრესკოსთან" მიმართებაში მოკვლევის შედეგად სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა.
ამავე პერიოდში „ფრესკოს“ ქსელის რამდენიმე სუპერმარკეტი შეამოწმა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და ვერ აღმოაჩინა ვერც ერთი, ხაზს ვუსვამ, ვერც ერთი დარღვევა.
ყოველივე ამის პარალელურად, მე პირადად ვღებულობდი წინადადებებს „ფრესკოს“ ქსელის გაყიდვის შესახებ.
როგორც ამბობენ, ზოგი ჭირი მარგებელია... ძალიან ბევრმა გადაწყვიტა, რომ ჩვენ სამუდამოდ ჩავიძირეთ და აჩვენა თავისი რეალური სახე.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ერთგულ მომხმარებელს, რომლებმაც მიუხედავად ძალიან დიდი მორალური და ემოციური ზეწოლისა („ფრესკოს“ მარკეტების შესასვლელში მათ ხვდებოდა ხალხი, რომელიც მათგან მოითხოვდა ბიოკოტი გამოეცხადებინა ჩვენი კომპანიისათვის), გვერდში დაგვიდგა და გვენდო. მინდა მათ შევპირდე, რომ „ფრესკო“ მომავალშიც არ დაიშურებს ძალას და გულისხმიერებას კიდევ უფრო უკეთესი მომსახურება მიიღონ ჩვენს მარკეტებში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო!
რაც შეეხება მათ ვინც გვიყიჟინებდა, ვინც ჩემს, სულით ძლიერ თანამშრომლებს, მენეჯმენტს და გენერალურ დირექტორს დედას პირდაპირი გაგებით აგინებდა, ბოღმით იხრჩობოდა, შურით ხარობდა, ჩაძირვას გვიწინასწარმეტყველებდა და ბიოკოტს გვიცხადებდა - დორბლები მოიწმინდეთ, "პეროები" გამოიღეთ, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქეთ და ... გპატიობთ. შეგიძლიათ ძველებურად იაროთ ჩვენს ქსელში, ვინაიდან "ფრესკო" ნომერ პირველი ქართული სუპერმარკეტების ქსელია საქართველოში და კიდევ უფრო უკეთესები რომ გავხდეთ, გვჭირდება თქვენი შემოტევები, რომ მუდამ ტონუსში ვიყოთ და პირველობა არავის არ დავუთმოთ.
პატივისცემით,
ვასილ სოფრომაძე
P. S. ერთი საათის წინ, სოციალურ ქსელში ვითომდა ჩემს გვერდზე გავრცელდა ვითომდა ჩემი განცხადება. მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან საერთოდ არ გამაჩნია გვერდი Facebook-ზე. იცხოვრეთ ფართოდ გახელილი თვალებით!"-ამ განცხადებას "ფრესკოს" ოფიციალური გვერდო ავრცელებს.imageimage

2
509
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
509
  
2017, 15 თებერვალი, 17:28
ამაზე მეტი ცინიზმი და მასხარად აგდება რა გინდათ, რასაც ეს ქორვაჭარი წერს....
2017, 13 თებერვალი, 2:26
,, გოგონა გაშვებულია ჩვენი კომპანიიდან ჩეკის არასწორად ამორტყმის გამო"-მარტო ამ სიტყვების გამო აქვს სახე ასახევი ამ მართლა პეროგაყრილ დორბლიანს
0 1 2