x
image
ნინო მესხიძე
10 მარტივი ხერხი, თუ როგორ ვაქციოთ პატარა სივრცე უფრო მასშტაბურად...
image
როგორ ვაქციოთ ჩვენი პატარა ოთახი უფრო დიდად? ამ პრობლემის გადასაჭრელად დიზაინერები დღემდე არ იშურებენ ძალისხმევას და ფანტაზიას.

რათქმაუნდა არსებობს ყველასთვის ცნობილი, კლასიკური მეთოდები - რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი განათება, ნეიტრალური ტონალობების არჩევა, სარკეების გამოყენება და ა.შ.
იმისთვის, რომ ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღოს, საჭიროა ყველა მეთოდის ერთმანეთთან შერწყმა და ინტერიერის არჩევისას მათი გათვალისწინება. ამ 10 მარტივი ხერხის საშუალებით, თქვენ შეძლებთ პატარა სივრცის ოთახის გადიდებას.


1 ხერხი - იატაკის საფარი


სწორად შერჩეულ იატაკის საფარს შეუძლია გაზარდოს სივრცის აღქმა და პირიქით.



image
თუ თქვენ გაქვთ ხის იატაკი, შეუხამეთ, დიდი, განიერი მართკუთხედის ფორმის იატაკის საფარი. ის ხელს შეუწყობს სივრცის ზრდას და კომფორტის შეგრძნებას.


image
გაითვალისწინეთ - ხალიჩა არ უნდა აღმოჩნდეს დივნის ქვეშ - ეს სივრცის აღქმაზე უარყოფითათ მოქმედებს.


2 ხერხი- კედელი


ღია ფერის კედლის ტონი და ბუნებრივი განათება ოთახის სიმყუდროვის და ჰარმონიულობის გარანტია. თუ იატაკსაც მზგავს ტონალობებში გადაწყვეტთ - თქვენს ოთახში სრული კომფორტი დაისადგურებს.


image


3 ხერხი - ფანჯრები


ცხადია სინათლის ბუნებრივი წყარო დიდ როლს თამაშობს სივრცის აღქმაში. მაგრამ თუ თქვენი ოთახი იზოლირებულია ფანჯრებისგან, საჭიროა ამ პრობლემის კრეატიულად გადაწყვეტა. ამაში თქვენ სწორად შერჩეული ფარდები დაგეხმარებათ.

image
გრძელი და კედლის ტონალობაში გადაწყვეტილი ფარდები ქმნის სივრცის და სინათლის ილუზიას, რაც ორმაგად ზრდის მოცულობას.

4 ხერხი - სარკე

მზის სინათლისა და სარკის სინთეზი სივრცის ილუზიის კლასიკური
ვარიანტია.

image

5 ხერხი განათება

დღის ბუნებრივი განათება საუკეთესო გზაა სივრცის აღსაქმელად.


image
აი შეღამებისას კი ხელოვნურმა განათებამ უნდა შეასრულოს იგივე როლი.


image


6 ხერხი - კარი


შიდა კარის და კარადის კარის ერთმანეთთან თანხვედრაქმნის ერთ მთლიანობას და აფართივებს სივრცის აღქმას.


image
ასევე ძალზე აქთუალურია დასაკეცი კარი, მისი მეშვეობით არ იკარგება არცერთი სმ.


image


7 ხერხი - თაროები


ჭერიდან იატაკამდე განლაგებული თაროები კარგი საშუალებაა
მასშტაბების გასაზრდელად.


image
შეუხამეთ ერთმანეთს ღია და დახურული თაროები. ამ საშუალებით თქვენ არამარტო გემოვნებიანად მოაწყობთ ოთახს, არამედ სივრცის უკეთ აღქმაშიც დაგეხმარებათ.


image



8 ხერხი - ავეჯი


დაიმახსოვრეთ ოქროს წესი :

ავეჯით გადატვირთული ოთახი ხელს უშლის სივრცის აღქმას.


დივანი - მისი არჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ის აუცილებლად
უნდა იდგეს ე.წ. ფეხებზე. ამით თქვენი ოთახი უფრო მასშტაბური გამოჩნდება.


image


მაგიდა - ოვალური ფორმის მაგიდა საუკეთესო არჩევანია. ის ნაკლებ ადგილს იკავებს და მეტი ღია სივრცე რჩება ოთახში. თანაც თუ ეს მაგიდა შუშის იქნება, ჩათვალეთ, რომ
საუკეთესო გადაწყვეტაა.

image


9 ხერხი - არტი


საუკეთესო დეკორი - ხელოვნების ნიმუშია.


image


10 ხერხი - დეკორატიული ფიგურები

სწორად შერჩეული დეკორი ქმნის ბალანს სივრცესა და საგნებს შორის. ის გამოხატავს თქვენს ხასიათს და შინაგან სამყაროს.

image


და ბოლოს,

გახსოვდეთ - მთავარი ის კი არ არის რამდენი კვ.მ - ია ოთახი, როგორი
დეკორით და ავეჯით არის ის აღჭურვილი. მთავარია - ვინ ცხოვრობს კარს მიღმა.

image


0
86
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო მესხიძე
ნინო მესხიძე
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0