თავის მოვლა როგორ მოვიშოროთ სტრიები სახლის პირობებში - მარტივად და იაფად (რა იწვევს მათ გაჩენას) 2017, 11 თებერვალი, 1:54 სტრიები არის კანის დაჭიმვის შედეგად გაჩენილი წითელი, ვარდისფერი ან იასამნისფერი შეფერილობის ზოლები, რომლებიც ძირითად ჩნდება მკლავების, მკერდის, თეძოს, მუცლის და სხეულის სხვა ზონებში და დროთა განმავლობაში უფერულდება. სტრიების გაჩენას იწვევს: * კანის გაჭიმვა ორსულობის პერიოდში * წონის უეცარი მატება ან კლება * გარკვეული სახის მედიკამენტების გამოყენება. მათ შორის ლოსიონები, აბები, სტეროიდები და ა.შ. * თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები, კუშინგის სინდრომი და ელერს-დანლოს სინდრომი * გენეტიკური დარღვევები * კუნთოვანი მასის მატება * ჰორმონალური ცვლილებები გარდატეხის ასაკში * მემკვიდრეობითობა ![]() 1) შაქარი შაქარი შესანიშნავი ბუნებრივი საშუალებაა მკვდარი ქსოვილების მოსაშორებლად. აიღეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი. დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ნუშის ზეთი და ლიმონის წვენი. აურიეთ კარგად და შეიზილეთ უშუალოდ სტრიებზე. გაიჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ პროცედურა ერთი თვის მანძილზე, სანამ სტრიები არ გაქრება. ![]() კარტოფილის წვენი მდიდარია მინერალებით და ვიტამინებით. იგი ხელს უწყობს კანის უჯრედების აღდგენას. მოჭერით სქელი ნაჭერი საშუალო ზომის კარტოფილისა და ისვით დაზიანებულ ადგილას ის მანამ, სანამ წვენი ბოლომდე გამოუვა და მშრალი გახდება. ჩამოიბანეთ კანი თბილი წყლით. ![]() ზეითუნის ზეთი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ნივთიერებებით, რომლებიც ეფექტურია კანის დაზიანებისთვის. სტრიებთან საბრძოლველად, თბილი ზეითუნის ზეთი ნაზად შეიზილეთ პრობლემურ ადგილას. ეს სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს და სტრიებს აუცილებლად შეამცირებს. ![]() ალოე ითვლება ყველაზე ეფექტურ ჰომეოპათიურ საშუალებად სტრიების და სხვა კანის პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად. იგი ცნობილია თავისი სამკურნალო და დამამშვიდებელი თვისებებით. დაიმასაჟეთ პრობლემური ადგილები ალოე ვერათი და ცოტა ხანში ჩამოიბანეტ თბილი წყლით. ![]() იმისათვის, რომ თავი დააღწიოთ სტრიებს, კვერცხის ცილა ნამდვილად მომგებიანია, რადგან ის მდიდარია ცილებითა და ამინო მჟავებით. გამოაცალკევეთ ორი კვერცხის ცილა. გათქვიფეთ ის ჩანგლით. ჩამოიბანეთ სასურველი ადგილი წყლით კარგად და წაისვით კვერცხის ცილა აკურატულად ფუნჯის მეშვეობით. როდესაც ის საკმარისად გახმება და შეაშრება კანს, ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ამის შემდეგ, წაისვით ზეითუნის ზეთი კანის გამოშრობის თავიდან ასაცილებლად. გაიმეორეთ პროცედურა ორი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად უკეთესი შედეგის მისაღებად. ![]() ![]() * მოიშორეთ პიგმენტური ლაქები მარტივად და იაფად - მხოლოდ ორი ინგრედიენტის გამოყენებით * დაემშვიდობეთ ვარიკოზულ ვენებს მარტივად და იაფად, ხალხური მედიცინის მეშვეობით * მოიშორეთ ქერტლი სამუდამოდ! სასწაულმოქმედი ნაყენი! ხალხური მედიცინა კვლავაც უკონკურენტოა 1719 3-ს მოსწონს
|