*იცოდით? არსებობს 8 განსხვავებული გზა იმისთვის, რომ საწყისი პოზიციიდან ორ სვლაში გაუკეთოთ შამათი ოპონენტს და 355 განსხვავებული გზა იმისთვის, რომ თამაშის დაწყებიდან სამ სვლაში გაუკეთოთ.
![საინტერესო ფაქტები ჭადრაკის შესახებ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201702/2017021022092420141.jpg)
*დასაკეცი ჭადრაკის დაფა 1125 წელს გამოიგონეს ჭადრაკის მოყვარულმა მღვდლებმა. მას შემდეგ, რაც ეკლესიამ ჭადრაკის თამაში აკრძალა, ისინი დაფას აჩვენებდნენ, როგორც ორ ერთმანეთზე დაწყობილ წიგნს.
*ჭადრაკის ჩემპიონის წოდებას ყველაზე დიდ ხანს ემანუელ ლასკერი ატარებდა: 26 წელს და 337 დღეს!
![საინტერესო ფაქტები ჭადრაკის შესახებ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201702/2017021022142820141.jpg)
* ჭადრაკის თამაშისას ორივე მხრიდან პირველი ოთხი სვლის გაკეთების რამდენნაირი შესაძლებლობა არსებობს? ზუსტად 318, 979, 564, 000 !!
![საინტერესო ფაქტები ჭადრაკის შესახებ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201702/2017021022152820141.png)
*ყველაზე ხანგრძლივ ჭადრაკის თამაშში თეორიულად 5, 949 სვლის გაკეთებაა შესაძლებელი.
![საინტერესო ფაქტები ჭადრაკის შესახებ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201702/2017021022190820141.jpg)
*პირველი ჭადრაკის დაფა შავი და თეთრი უჯრებით (როგორიც ის დღესაა) შექმნეს ევროპაში 1090 წელს.
![საინტერესო ფაქტები ჭადრაკის შესახებ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201702/2017021022170420141.jpg)
*ყველაზე ხანგრძლივი ჭადრაკის თამაში ჩატარდა ივან ნიკოლიკსა და გორან არსოვიკს შორის ბელგრადში 1989 წელს. თამაში ფრედ დასრულდა 269 სვლაში.
![საინტერესო ფაქტები ჭადრაკის შესახებ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201702/2017021022214620141.jpg)
*ჭადრაკის ახალი სვლა, რომლის თანახმადაც პაიკს საწყისი პოზიციიდან შეეძლო ერთის ნაცვლად ორი უჯრით წინ წაწევა, წარადგინეს ესპანეთში 1280 წელს.
![საინტერესო ფაქტები ჭადრაკის შესახებ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201702/2017021022230120141.gif)
*ჭადრაკს ასევე "მეფეების თამაშსაც" უწოდებენ. უძველესი დროიდან მოყოლებული, ჭადრაკს თამაშობდნენ მეფეები და კეთილშობილური საზოგადოება.
![საინტერესო ფაქტები ჭადრაკის შესახებ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201702/2017021022263320141.jpg)
*ბევრ ენაზე პაიკს ჯარისკაცს ეძახიან, ხოლო გერმანიაში და ესპანეთში - გლეხს ან ფერმერს.
![საინტერესო ფაქტები ჭადრაკის შესახებ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201702/2017021022271920141.jpg)
*მეორე წიგნი, რაც ინგლისურ ენაზე დაიბეჭდა, ჭადრაკის შესახებ იყო.
![საინტერესო ფაქტები ჭადრაკის შესახებ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201702/2017021022282820141.jpg)
*იმის მიზეზი, თუ რატომ არ ჰგვანან თანამედროვე ჭადრაკის ფიგურები ნამდვილ ჯარისკაცებს, ოფიცრებს ან მხედრებს, ის არის, რომ სანამ თამაში ევროპამდე მოაღწევდა, ისლამურ სამყაროში მოხვდა. ისლამი კი კრძალავს ადამიანის ან ცხოველების ქანდაკების გაკეთებას, ამიტომაც მიეცა ჭადრაკის ფიგურებს, ერთი შეხედვით, გაურკვეველი ფორმა.
![საინტერესო ფაქტები ჭადრაკის შესახებ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201702/2017021022290420141.jpg)