სხვა რამდენად სწრაფად იპოვით განსხვავებულ წყვილს? 2017, 10 თებერვალი, 11:18 ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე ჩვენს ერთ-ერთ გასართობს წარმოადგენს 10 თითქმის ერთნაირი ფოტოდან განსხვავებების პოვნა, გამოცანები და სხვა, რაც ყოველთვის არ იყო ადვილი, თუმცა იყო საინტერესო. ჩვენს ზრდასთან ერთად კი თავსატეხებიც გაიზარდა და გახდა მრავალფეროვანი. უკვე დიდი ხანია მათი გამოცნობა ინტერნეტ მომხმარებლებისთვის ერთ-ერთ საყვარელ და სახალისო გასართობს წარმოადგენს. ალბათ ყველას მოგიწიათ მრავალ თეთრ ძაღლში პანდას ამოცნობა; ან სულაც კატებსა და ძაღლებს შორის უცხო ობიექტი აღმოგეჩინათ; კაბისა და სპორტული წყვილის- ფერების დადგენაც ხომ დიდი თავსატეხი იყო; ბევრისთვის არც მაქსიმალურად გადიდებული ობიექტების სტრუქტურები აღმოჩნდა ადვილი გამოსაცნობი. პროფესიის არჩევის პროცესში თქვენი ნიჭისა და უნარების გაცნობიერება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფეხურს უნდა წარმოადგენდეს. რა ხდება, როცა თქვენი უნარები და სამუშაო ერთმანეთს არ შეესაბამება? ასეთ ვითარებაში ადამიანს მუშაობის პროცესში სიამოვნების მიღების შესაძლებლობა ერთმევა. რაც უფრო შორდებით თქვენი ნიჭისა და უნარების სრულად გამოხატვის შესაძლებლობას, მით უფრო ნაკლები შანსია მიიღოთ სიამოვნება სამუშაოსგან. სამუშაო უნარები - ეს არის კომპეტენციები, რომლებსაც უნდა ფლობდეთ კონკრეტული სამუშაოს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. გაინტერესებთ ფლობთ თუ არა "უნარს" და ხართ თუ არა დაკვირვებული? მაშინ წარმოგიდგენთ ფოტოს, რომელზეც მრავალი ანალოგი წყვილიდან მხოლოდ ერთი განსხვავებული უნდა მოძებნოთ. როგორც ხედავთ ეს არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა და მოითხოვა იმაზე მეტი დრო, ვიდრე წარმოგედგინათ, რომ დაგჭირდებოდათ. ამიტომ მათ, ვინც ვერ გამოიცანით გეტყვით, რომ განსხვავებული წყვილი მეორე, ანუ შუა რიგის მეორე წყვილია, რომელთა სახეები ერთმანეთს არ ეხება. იხილეთ აგრეთვე: ● ვინ შეძლებთ ამ 8 ფოტოზე განსხვავების პოვნას? ● რამდენი ხვრელია მაისურზე? ● შეძლებთ მიხვდეთ ეს რა არის? ● რამდენ ცხენს ხედავთ? ფოტო, რომელიც თავსატეხად იქცა ● ყველაზე საინტერესო თავსატეხი, რომელიც "ინტერნეტ ბუმად" იქცა ● იპოვეთ შეცდომა მხოლოდ 7 წამში ● 20 განსაცვიფრებელი ოპტიკური ილუზია, რომლებიც აგიფეთქებთ ტვინს ● რამდენი საზამთროა სურათზე? ფოტო, რომელიც "ინტერნეტ ბუმად" იქცა ● მხოლოდ ერთი ასანთის ღერის გადაადგილებით ამოხსენით მაგალითი ● გამოიცანით რომელია ორიგინალი და რომელი ყალბი ● გამოიცანით რომელი ფეხსაცმელია ძვირადღირებული- ტესტი ქალებისთვის ● შეძლებთ გაარჩიოთ ორიგინალი პატენტისგან? აბა სცადეთ ● გამოიცნობთ რომელი შავი კაბაა ძვირადღირებული? 6269 17-ს მოსწონს
|