სხვა 15 ცოცხალი არსება რომლის შესახებ მსოფლიომ ახლახან გაიგო 2017, 10 თებერვალი, 22:32 1. კიბორჩხალა-იეტი
კიბორჩხალა იეტის არსებობა მეცნიერებმა გაიგეს 2005 წელს, როცა დაჭერილ იქნა ამ სახის კიბორჩხალის ჯერ-ჯერობით ერთადერთი წარმომადგენელი. ერთი შეხედვით თითქოს კიბორჩხალა დაფარულია ხშირი ბუმბულით, სინამდვილეში ეს "ბუმბული" არის ჯაგარი 2. ბირმული "ცხვირპაჭუა" მაიმუნი ცხვირპაჭუა მაიმუნები აღმოჩენილ იქნა 2010 წელს და ცხოვრობენ მხოლოდ ბირმაში. ცხვირის ფორმის თავისებურების გამო ისინი წვიმის დროს აცემინებენ 3. ბაყაყი "კერმიტი" ბაყაყი კერმიტი აღმოაჩინეს 2015 წელს და დაარქვეს Hyalinobatrachium dianae-ამ ბაყაყის სახეობის აღმომჩენის დიანა კუბიცკის პატივისცემის ნიშნად. მაგრამ, "The Muppet Show"-ს პერსონაჟთან მსგავსების გამო მას ეძახიან კერმიტს 4. "ლამაზი" კიბორჩხალა იშვიათი და ლამაზი შეფერილობის გამო მეცნიერებმა კიბორჩხალის ამ სახეობას დაარქვეს Cheraxpulcher. pulcher ლათინურად ნიშნავს ლამაზს. მართლაც ძნელია აღმოაჩინო კიბოსნაირებთა უფრო ლამაზი წარმომადგენელი 5. ბაყაყი "პინოკიო" ბაყაყის ეს სახეობა აღმოჩენილ იქნა 2008 წელს ინდონეზიაში, მაგრამ მის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულ იქნა მხოლოდ 2010 წელს. მისი გრძელი, პინოკიოს მსგავსი ცხვირი მაღლა იწევს, როცა ბაყაყი გრძნობს საშიშროებას 6. სპილოსებრი მიწისმთხრელის პირველი წარმომადგენელი აღმოჩენილ იქნა 2006 წელს. როგორც ახალი სახეობა აღწერილ იქნა 2014 წელს. მიუხედავად პატარა ზომისა და მღრღნელებისნაირთან მსგავსებისა, ეს ცხოველები ითვლებიან სპილოების შორეულ მონათესავე ცხოველებად 7. ოლინგიტო ოლინგიტო-მტაცებელი რომელიც ბოლო 35 წლის მანძილზე აღმოჩენილ იქნა დასავლეთში. დიდი ხნის მანძილზე, ოლინგიტოს შეცდომით მიიჩნევდნენ მის უახლოეს ნათესავ-ოლინგოდ. მხოლოდ 2013 წელს მეცნიერებმა დაასახელეს როგორც ცალკე სახეობა. ოლინგიტოს ქცევებზე ცოტა რამაა ცნობილი. ეს ღამის ცხოველი, მიუხედავად იმისა, რომ ითვლება მტაცებელ ცხოველად ძირითადად იკვებება მცენარეებით და ხილით 8. წითურწვერებიანი ტიტი ეს პრიმატი აღმოჩენილ იქნა 2008 წელს და არის გადაშენების პირას მყოფი ცხოველების სიაში. მსოფლიოს მასშტაბით ბინადრობს მხოლოდ წითურწვერებიანი ტიტის 250-მდე წარმომადგენელი. მეცნიერების აზრით ეს პრიმატები არიან განუყრელები, მათ სიცოცხლის მანძილზე ჰყავთ მხოლოდ 1 პარტნიორი 9. ანატოლიის დაწინწკლული ტრიტონი ტრიტონების ეს წყლის ბინადარი ცალკე სახეობად მიჩნეულ იქნა სულ ცოტა ხნის წინ. ანატოლიის დაწინწკლული ტრიტონი უფრო სიცოცხლისუნარიანია, ვიდრე მისი მონათესავე სახეობები. მისი სიგრძე აღწევს 10-13 სმ-ს. 10. ანკარის ჯუჯა ლემური ჯუჯა ლემური ბინადრობს მხოლოდ ჩრდილოეთ მადაგასკარში, აღმოჩენილ იქნა 2014 წელს 11. კიბორჩხალა "სევერუს სნეიპი" კიბორჩხალა "სევერუს სნეიპი" აღმოჩენილ იქნა 1998 წელს მკვლევარის ჰარი კონლის მიერ 12. ლაოსის გიგანტური მფრინავი ეს მფრინავი მღრღნელი არის ყველაზე დიდი ციყვი ბუნებაში. მისი "ფრთები" ასრულებს პარაშუტის ფუნქციას, რომელიც ეხმარება ცხოველს მიწაზე რბილად დაშვებაში 13. ყვითლად მბზინავი წვიმის ბაყაყი ამ ბაყაყთან შეხების შემთხვევაში ის იღებს მბზინავ ყვითელ შეფერილობას. ზოგადად ამგვარი მახასიათებელი გააჩნიათ შხამიან ბაყაყებს, თუმცა მეცნიერების აზრით ბაყაყის ეს სახეობა არ არის შხამიანი და მასთან შეხება არ წარმოადგენს არანაირ საშიშროებას 14. იასამნისფერი კიბორჩხალა ამ პატარა ზომის კიობორჩხალებს აქვთ ლამაზი იასამნისფერი შეფერილობა. თუმცა იასამნისფერი შეფერილობა აქვთ მხოლოდ მდედრებს და მომწიფებას მიუღწეველ მამრებს. მომწიფებულ მამრებს აქვთ წითელი ფერი 15. დონალდ ტრამპის ჩრჩილი კანადელმა მეცნიერმა ვაზრიკ ნაზარიმ მის მიერ აღმოჩენილ ჩრჩილის ერთ-ერთ სახეობას დაარქვა სახელი ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის პატივისცემის ნიშნად. მკვლევარის აზრით ამ ჩრჩილის "ვარცხნილობა" ძალიან გავს დონალდ ტრამპის ვარცხნილობას 287 3-ს მოსწონს
|