x
image
კატაპულტი
სამი ფრაზა,რომელიც წყვილმა ერთმანეთს არ უნდა უთხრას
image
როგორ უნდა მოახერხოს წყვილმა, რომ ბედნიერი იყოს? ფსიქოლოგებს ამისათვის მარტივი ფორმულა აქვთ.გადამწყვეტია რთული სიტუაციების, კერძოდ კი, კამათის გადალახვა.

სიყვარული აუცილებლად საჭიროებს უფრო მეტ პოზიტიურ სიტუაციას, ვიდრე ნეგატიურს, რადგან ეს უკანასკნელი ძნელად დასავიწყებელია გონებისათვის, განსხვავებით პოზიტიურისაგან, რომელიც მალევე ქრება.სწორედ ამიტომ, აუცილებელია დადებითი მოვლენების უარყოფითთან მიმართება იყოს არანაკლებ 5:1-ზე.

თერაპევტმა და ფსიქოლოგმა ალექსანდრა სოლომონმა მის პაციენტებთან მუშაობის შედეგად წყვილების მრავალი პრობლემა შეისწავლა და იძლევა რჩევას, თუ რა ფრაზები არ უნდა უთხრას წყვილმა ერთმანეთს:


1. “თუ შენ მართლა გიყვარვარ, შენ..."



პრობლემა:ეს ფრაზა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ურთიერთობის საფუძველს.


რჩევა: ეცადეთ წინადადებას მისცეთ სხვა ფორმულირება, მაგალითად, ასე: “ჩემთვის ძნელია ამის გაგება, იქნებ უკეთ გავერკვეთ, რა გიშლის ხელს ამის გაკეთებაში"



2.რატომ აღარ ვართ ისე, როგორც ადრე?


პრობლემა: სიყვარული დროთა განმავლობაში იცვლება.


რჩევა: აღნიშნული ფრაზით შეიძლება პარტნიორი დავაბნიოთ, ვიდრე გაიგებს კერძოდ რა შეიცვალა თქვენს შორის, ამიტომ უმჯობესია დავკონკრეტდეთ, რა გვსურს, რაც ადრე გქონდათ და ახლა აღარ გაქვთ, მაგალითად, ერთად სასეირნოდ ან კინოსი წასვლა.


3. “ისე იქცევი, როგორც დედაშენი(მამაშენი)"


პრობლემა: ვინმესთან შედარება ასევე შეიძლება მარტივად გახდეს კამათის საფუძველი.


რჩევა: ამ ფრაზის ნაცვლად, უმჯობესია პარტნიორს განუმარტოთ მისი საქციელის უარყოფითობა.

0
207
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0