ადამიანის ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია მობილურისა და ინტერნეტის გარეშე. ეს 21 სააუკუნის სენია. რეალური ურთიერთობები ვირტუალურმა შეცვალეს. ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიღება არის შესაძლო ინტერნეტის საშუალებით. სმარტფონებმა კიდევ უფრო მიაჯაჭვეს ადამიანები ინტერნეტს. ამისთვის აღარ გჭირდებათ მხოლოდ კომპიუტერთან ჯდომა, არამედ საკმარისია Wi-Fi-ით აღჭურვილი თანამედროვე სმარტფონი.
და თქვენ მთელი დღის განმავლობაში ტელეფონებში თავჩარგულები სახლში, ქუჩაში თუ სამსახურში, მოწყვეტილი ხართ რეალურ სამყაროს.
უკანასკნელ კაპიკებსაც კი არ იშურებენ სასურველი მობილურის შესაძენად. ქართულ ბაზარზე არჩევანიც უამრავია, მაგრამ ახალგაზრდობა უპირატესობას მაინც აიფონს ანიჭებს.
შესავალი ცოტა ვრცელი გამომივიდა, ახლა კი თქვენს ყურადღებას გავამახვილებ აიფონის ერთ პატარა დეტალზე.
ალბათ, მათ ვისაც იფონი გაქვთ, შეგიმჩნევიათ პატარა ხვრელი ზედა ნაწილში. მაგრამ რა დანიშნულებას ასრულებს ის და რისთვისაა საჭირო შესაძლოა არც კი იცით.
ზოგიერთს შეცდომით მიაჩნია, რომ ეს გადატვირთვის ღილაკია, მაგრამ ძალიან ცდებით.
როგორც ჩანს, ეს არ არის გადატვირთვის ღილაკი, ეს არის მიკროფონი.
დიახ თქვენ არ მოგესმათ, ეს არის ძალიან პატარა მიკროფონი, მაგრამ მისი ფუნქცია თქვენი საუბრისა და ხმის ჩაწერას არ ითვალისწინებს.
ეს პატარა ხვრელი, რომელიც მიკროფონის ფუნქციას ასრულებს შექმნილია სპეციალურად იმისთვის, რომ ჩაახშოს გარეგანი ხმაური.
მისი წყალობით თქვენი თანამოსაუბრე აიფონზე თქვენთან საუბრისას ქუჩის და სხვადასხვა გარეგან ხმებს კი არ გაიგებს, არამედ მხოლოდ თქვენს კრისტალურად სუფთა ხმას მოისმენს.
ახლა თქვენ უკვე იცით, თუ რა ფუნქცია აქვს თქვენს საყვარელ აიფონზე ამ პატარა ხვრელს.