შოუბიზნესი იცოდით რატომ იცმევენ ერთი ზომით დიდ ფეხსაცმელს ჩვენი ცნობილები? 2017, 8 თებერვალი, 17:13 ჩაცმა-დახურვის საკითხი დღეს, ვფიქრობ რომ თითქმის უმეტესობას სხვა ყველაფერზე მეტად ადარდებს. საზოგადოების თავშეყრის ადგილებში თუ სამსახურში გამოვიყურებოდეთ მოხდენილად, მიმზიდველად და ამავდროულად მოდურად, ალბათ უმეტესი ჩვენთაგანის სურვილია. ჩვენ, რაღა თქმა უნდა და ჩვენზე მეტად ეს საკითხი აწუხებთ სელებრითებს, რომლებიც ცხოვრების უმეტეს ნაწილს კამერებისა თუ პაპარაცების გარემოცვაში ატარებენ და მუდამ ზრუნავენ იმაზე, არ გაეხვნენ ყვითელი პრესის ქარ-ცეცხლში. პრესა, ტელევიზია, პაპარაცები, გულშემატკივრები და უბრალოდ ფართო საზოგადოება აქტიურადაა ჩართული ცნობილების პირადი ცხოვრების გარჩევის საკითხში მაშინაც კი, როცა საკუთარი პირადი არ აქვთ მწყობში. ასევე ყვითელი პრესა რისი ყვითელი პრესაა თუ სააშკაროზე არ გამოიტანა მათი "ყველა-ფერი". ცნობილების უმეტესობა შეგუებულია ასეთ გარემოცვასა და ჭორების ქარ-ცეცხლში გახვევას, თუმცა ბევრი მათგანი დღემდე პრესისგან იზოლირებულად ცხოვრობს. გრადაციის შედეგად ამა თუ იმ ღონისძიებაზე ვიცით, რომ ისინი ათობით ათას ფულს ხარჯავენ რათა გამოიყურებოდნენ ყველაზე მოხდენილად. მათი თვალწარმტაცი იმიჯი, რომელიც ძირითადად სახელგანთქმული ბრენდების ნამუშევარია, ყველას აღფრთოვანებულს ტოვებს. ალბათ შეგინიშნავთ და თანაც ხშირად, რომ მათ ფეხზე ფეხსაცმელი ერთი ზომით დიდია, თუმცა რატომ, ეს ბევრმა თქვენგანმა არ იცის. მაშ, რატომ იცმევენ ცნობილები ერთი ზომით დიდ ფეხსაცმელს? ყველა ვერა, მაგრამ ვინც ყოველთვის ფხიზლადაა ჩვენი ცნობილების ჩაცმა-დახურვის საკითხში, ისინი უთუოდ შეატყობდით რომ მათ ერთი, ზოგჯერ კი მეტი ზომით დიდი ფეხსაცმელი აცვიათ, რატომ? ამ შემთხვევაში რისკი იმისა, რომ წითელ ხალიჩაზე კონკიის მსგავსად ცალი ფეხსაცმლის ამარა დარჩნენ- დიდია, თუმცა ისინი მაინც რისკავენ, შედეგად კი იციან, რომ მრავალსაათიანი ცერემონიის მსვლელობის პერიოდში თავიდან აიცილებენ ფეხზე მაზოლებსა და ბუშტუკებს. მათ კარგად იციან, რომ ესა თუ ის ღონისძიება საათებს კი არა, ზოგჯერ ღამის თევასაც მოითხოვს, იმდენად ჭიანურდება. იმისათვის კი, რომ არ გამოიწვიოს ამ მიზეზმა ფეხზე დისკომფორტი, იცმევენ დიდი ზომის ფეხსაცმელს. ბუნებრივია, რომ ურჩევნიათ კონკიის მსგავსად წითელ ხალიჩაზე დაკარგონ ფეხსაცმელი, ვიდრე მოუწიოთ ტკივილების ატანა. გთავაზობთ ფოტოკრებულს: 1. Amanda Seyfried. 2. Emma Watson. 3. Eva Longoria. 4. Kristen Stewart 5. Rosie Huntington-Whiteley. 6. Emma Roberts. 7. Victoria Beckham. იხილეთ აგრეთვე: ● Emmy-2016-ის რჩეული კაბები ● ცნობილების ყველაზე "ეპატაჟური" ჩაცმულობა 2015 წლისათვის ● 9 ყველაზე მოდურად ჩაცმული სელებრითი მანდილოსანი ● AFI Awards 2015-ის დაჯილდოვებისთვის რჩეული ვარსკვლავები ● უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილი კუმირი ვარსკვლავები ● გუშინდელ Oscar-ზე გამარჯვებულთა სრული სია და ვარსკვლავთა ულამაზესი კაბები (უამრავი ფოტო) ● მზიანი ყვითელი და ვნებიანი წითელის შერწყმითა და კომბინაციით მიღებული სელებრითთა ნარინჯისფერი სტილი. ● კუმირი სელებრითების 11 საუკეთესო და განუმეორებელი "სელფი" ● ცნობილი ვარსკვლავები, რომელთა ასაკი გაგაოგნებთ ● ჩვენი კუმირი ვარსკვლავები და მათი "დედები". 6933 22-ს მოსწონს
|