ჯანმრთელი კვება რას აღნიშნავს ხილზე დაკრულ ეტიკეტზე ციფრების კოდი. საყურადღებო ინფორმაცია! 2017, 7 თებერვალი, 13:33 ძალიან ხშირად იმპორტირებულ ხილზე პატარა სტიკერები არის დაკრული, რომელზეც ციფრული კოდია აღნიშნული. ამას ხშირად არავინ არ აქცევს ყურადღებას, ზოგიერთ შემთხვევაში კი შესაძლოა სტიკერი საერთოდ მოცლილი ჰქონდეს, რაც საქმეს გვირთულებს. ამიტომ მხოლოდ შემომტანის და გამყიდველის კეთილსინდისიერების იმედზე უნდა ვიყოთ.
მწარმოებლები ხილის მარკირებას აკეთებენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი კომპანიის რეკლამა გააკეთონ, არამად მათზე მოცემულია ინფორმაცია შემოტანილ პროდუქციაზე. ახლა გავიგოთ თუ რა იმალება ამ ციფრებში: 4 ნიშნა კოდი ეტიკეტზე-პირველი ციფრი 3 ან 4 თუა, მაშინ ხილი მოყვანილია სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების მაქსიმალური გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სასუქების და პესტიციდების გამოყენებით არის გაზრდილი.. 5 ნიშნა კოდი ეტიკეტზე-პირველი ციფრი 8 ნიშნავს, რომ გენური ინჟინერიით არის გაზრდილი. უმეტესად ასეთი სტიკერები შეიძლება იხილოთ გენმოდიფიცირებულ ვაშლზე, ბანანსა და ნესვზე. 5 ნიშნა კოდი ეტიკეტზე-პირველი ციფრი 9-ეს კოდი მიუთითებს იმაზე, რომ პროდუქტი ორგანულია და იგი ყოველგვარი სასუქებისა და პესტიციდების გარეშე ბუნებრივად არის მოყვანილი. ხოლო თუ არ არის ეტიკეტი, როგორც უკვე მოგახსენეთ, მოხსნილია, ვინაიდან ყველა იმპორტირებული პროდუქტი სტიკერებით შემოდის.საერთოდაც, ხილმა თუ გინდათ რომ სარგებლობა მოგიტანოთ, იყიდეთ სეზონზე- მარწყვი - ზაფხულში, მანდარინი - ზამთარში. გისურვებთ ჯანმრთელობას! გაუზიარეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია თქვენს მეგობრებს! 465 4-ს მოსწონს
|