x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
რა გავლენას ახდენს ბულინგი თვითშეფასებაზე
დღესდღეობით, ძალიან ბევრი შემთხვევა ფიქსირდება ჩაგვრისა, უმეტესად ბულინგი თავს იჩენს სკოლებში, რაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩაგრული ბავშვის ცხოვრებაზე. ბულინგი ბავშვზე არა მხოლოდ იმ დროს და იმ ჟამად ახდენს გავლენას, არამედ ამან შეიძლება მთლიანად მის ცხოვრებაზე იქონიოს გავლენა.
სანამ უშუალოდ ვისაუბრებდეთ, თუ რა გავლენას ახდენს ბულინგი ბავშვის თვითშეფასებაზე, მნიშვნელოვანია, მიმოვიხილოთ თუ რას ნიშნავს ეს ორი ტერმინი- ბულინგი და თვითშეფასება.


image


რა არის ბულინგი?


ბულინგი არის უნივერსალური მოვლენა, რომელსაც ადგილი აქვს კლასების უმრავლესობაში, სხვადასხვა სკოლისა და კულტურის ფარგლებში; Olweus-მა ბულინგის მსხვერპლად ყოფნა განსაზღვრა, როგორც დაუცველად ყოფნის მდგომარეობა ერთი ან რამდენიმე სხვა მოსწავლის უარყოფითი ქმედებების მიმართ, რაც განმეორებითად და დროის ხანგრძლივ პერიოდში იჩენს თავს.
არსებობს ბულინგის 3 ძირითადი უნვერსალური მახასიათებელი: 1) ზიანის განზრახვა; 2) ხანგრძლივი განმეორებადობა; 3) ძალთა სხვადასხვაობა (რაშიც იგულისხმება ის, რომ მსხვერპლისთვის რთულია, დაიცვას საკუთარი თავი დამნაშავისაგან).
არსებობს ბულინგის მრავალი ფორმა, როგორიცაა ფიზიკური გასწორება, ან შეიძლება სიტყვიერ დაცინვაში, მანიპულაციაში იჩინოს თავი.ამ უკანასკნელს უფრო გოგოები მიმართავენ. ბოლო დროს ძალიან პოპულარი გახდა კიბერ-ბულინგი, რაც გულისხმობს ჭორების გავრცელებას, სურათების, ვიდოების გავრცელებას ინტერნეტში, რათა ზიანი მიაყენონ მსხვერპლს.
ბულინგი ეფექტური გზაა ისეთი მიზნების მისაღწევად, როგორიცაა: გავლენის ქონა თანატოლებზე, მათი აღფრთოვანებისა და პატივისცემის მოპოვება. მაშინაც კი, როცა მჩაგვრელი ბევრ თანაკლასელს არ მოსწონს, თანატოლთა შორის ის მაინც აღიქმება როგორც პოპულარული და ძლიერი.
მჩაგვრელის მახასიათებლებში შეიძლება ხაზი გავუსვა მის ფიზიკურ ძალას- რითაც ადვილად ახერხებს დომინანტობას თანაკლასელებზე და ინტელექტს- მჩაგვრელი საკმაოდ ჭკვიანი და გონიერი უნდა იყოს, რათა ეფექტურად მოახდინოს სხვების მინუსების დანახვა, მათი მანიპულირება.


image




თვითშეფასება
პიროვნების ფსიქოლოგიაში ყოველთვის ექცევა ყურადღება თვითშეფასებას, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი უკავია პიროვნების ჩამოყალიბებაში. ყოველი ადამიანი თავისი თავის შესახებ იქმნის რაღაც წარმოდგენას, რეალურს თუ წარმოსახვითს. იცის თუ რა თვისებები გააჩნია, რა შეუძლია და რა - არა. ასევე იგი ამ თავის თვისებებსა და უნარებს აფასებს პოზიტიური და ნეგატიური კუთხით. ეს არის ადამიანის თვითშეფასება, რომელიც არსებით გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე ზოგადად, მის აწმყოზე და მომავალზე. ინდივიდი მოქმედებს იმ თვითშეფასების თანახმად რაც მას გააჩნია და სწორედ ამიტომ მიიჩნევენ მას დიდ ზემოქმედ ფაქტორად.
თვითშეფასება შეიძლება იყოს სწორი (ადეკვატური), ადამიანის შეხედულებები საკუთარ თავზე სიმართლეს შეესაბამება, ის ობიექტურად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს. ხოლო, როდესაც ადამიანის შეხედულებები საკუთარ თავზე მცდარია, არ ემთხვევა სხვათა აზრს, ასეთი თვითშებასება არასწორია, ანუ არაადეკვატურია. თავის მხრივ, არაადეკვატური თვითშეფასება შეიძლება იყოს გადაჭარბებული, აღმატებული ან დაწეული, შემცირებული. ერთიც და მეორეც შემაწუხებელი და საზიანოა, ადამიანს ცხოვრებას ურთულებს და აბრკოლებს პიროვნების განვითარებას

ბულინგის გავლენა თვითშეფასებაზე


ბულინგის ეფექტის გავლენა ბავშვის თვითშეფასებაზე ზეწოლის შეწყვეტის შემდეგაც ხანგრძლივად მოქმედებს. მათი თვითშეფასება უმეტესად არაადეკვატურია, დაქცეითებულია. საკუთარ თავს არ აფასებენ ობიექტურად, დადებითად. ეს კი მათ ცხოვრებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს. უფრო ზუსტად რომ დავახასიათოთ, რამოდენიმე ეფექტის გავლენას განვიხილავ :
თვითდაჯერებულობის ნაკლებობა- ეფექტებს შორის ერთ-ერთი პირველია მუდმივი ეჭვი საკუთარი პიროვნების შესახებ, თვითდაჯერებულობს ნაკლებობა. ბავშვი არაობიექტურად შეიძლება მიიჩნევდეს რომ საკმარისად კარგი არაა გარკვეული სფეროსთვის (მაგ.სპორტი, სიმღერა) და არც კი ცდილობდეს მონაწილეობის მიღებას სხვადასხვა აქტივობებში.
თვითკრიტიკა ან უარყოფა- როდესაც ბავშვები მუდმივ დამცირებას განიცდიან რაღაცის გამო (სიმაღლე, კანის ფენი ან რამე სხვა ფიზიკური მახასიათებელი), იჯერებენ რომ ეს სიმართლეს შეესაბამება. მნიშვნელოვანია ბავშვებს ვასწავლოთ რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია და სწორედ ეს ქმნის თითოეულ მათგანს განსაკუთრებულს.
იზოლაცია- როდესაც ბავშვის თვითშეფასება ზიანდება მან შეიძლება თავი აარიდოს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, გახდეს დეპრესიული და აგრესიული.


image

ბულინგის დროს ბავშვს აქვს მომატებული სევდიანობის და მარტოობის განცდა, შეიძლება დაერღვას ძილისა და ჭამის რეჟიმი, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას, ასევე აკადემიური მოსწრების გაუარესება და სხვ.
ბულინგის მსხვერპლი ბავშვის ტიპიური მახასიათებლებია: არიან მორიდებულები, ჩაკეტილები, მგრძნობიარენი, ახასიათებთ მაღალი შფოთვა, აქვთ დაბალი თვითშეფასება, მიდრეკილნი არიან დეპრესიისადმი და თავის თანატოლებთან შედარებით ხშირად ფიქრობენ თვითმკვლელობაზე, არ ჰყავთ ახლო მეგობარი, უკეთ ურთიერთობენ უფროსებთან, ვიდრე თავის თანატოლებთან, თუ ბიჭია, მაშინ ის თავის თანატოლებთან შედარებით, ფიზიკურად სუსტია.


image

რჩევები :
საკმაოდ ძნელია ჩაგრული ბავშვის დახმარება. მრავალი მოსმენილი რჩევებიდან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ბავშვმა აღიაროს, რომ ის ბულინგის მსხვერპლია. ხშირ შემთხვევაში, ისინი მალავენ ინციდენტებს, ხსნიან რომ ეს იყო უბრალოდ ხუმრობა, თუმცა ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. შემდეგ მნიშვნელოვანია, უფროსების ჩართულობა. ისეთი ადამიანის, რომელსაც ბავშვი ენდობა. ეს შეიძლება იყოს მასწავლებელი, მშობელი, სკოლის ფსიქოლოგი. მნიშნველოვანია, ბავშვის პიროვნების გაძლიერებაზე ზრუნვა. ეს შეიძლება მისი ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით. ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ ის კარგია გარკვეულ სფეროებში და იზრუნოს უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს ამ სფეროში, რასაც უფროსის მხარდაჭერითა და თანადგომით მიაღწევს.


image


0
162
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა პარხომენკო
თეონა პარხომენკო
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0