x
ალან ტიურინგი- მეოცე საუკუნის უდიდესი მათემატიკური ტვინის დრამატული ისტორია
imageმეოცე საუკუნის უდიდესი მათემატიკური ტვინი, ხელოვნური ინტელექტის მამად წოდებული, კრიპტოლოგი, მათემატიკოსი ალან ტიურინგი ინგლისში, 1912 წლის 23 ივნისს დაიბადა. ის ბავშვობიდან ამჟღავნებდა მათემატიკურ ნიჭს, 16 წლის ალანმა შეისწავლა ალბერტ აინშტაინის ნაშრომი, რომელიც იმჟამად დაუზუსტებელი იყო, ალანმა იგი დაამუშავა და დააზუსტა. 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის, ბლეტჩლის პარკში მდებარე ანალიტიკოსთა ცენტრში ალან ტიურინგი შიფრატორად მუშაობდა, მან მთავრობისგან მიიღო დავალება გაეშიფრა გერმანული სამხედრო შიფრი ენიგმა, ამისთვის ალანმა შექმნა მანქანა(კომპიუტერი), რომელსაც გააჩნდა ხელოვნური ინტელექტი, მანქანამ შეძლო ენიგმას გატეხვა, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა ომის შედეგები. ისტორიკოსთა შეფასებით ტიურინგის ამ მიღწევამ მეორე მსოფლიო ომის ხანგრძლივობა 2 წლით შეამცირა და დაალოებით14 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

ალან თიურინგის მიერ შექმნილი პირველი კომპიუტერი1952 წელს ტიურინგიმ გამოძიებასთან აღიარა, რომ ის ჰომოსექსუალი იყო. იმ დროის ინგლისში ჰომოსექსუალიზმი უკანონობა იყო და სიკვდილით ისჯებოდა. პოლიციამ იგი არჩევანის წინაშე დააყენა ან ჰორმონალური მკურნალობა ან დაპატიმრება. 41 წლის ტიურინგი ერთი წლის განმავლობაში გადიოდა ჰორმონალურ მკურნალობას, რამაც ის სრულ იმპოტენციასა და გინეკომასტიამდე(მკერდის გაზრდა) მიიყვანა. ერთი წლის შემდგომ 1954 წელს დიდმა მათემატიკოსმა თავი ციანიდით მოიკლა.


1966 წელს ინგლისში დაარსდა ტიურინგის სახელობის ფონდი, რომელიც ყოველწლიურად გასცემს ჯილდოს ტექნიკის სფეროში შეტანილი წვილილისათვის.


2013 წელს ინგლისის დედოფალმა ელიზაბეთ მეორემ ალან ტიურინგის გამო საყოველთაო ბოდიში მოიხადა და ოფიციალურად აღიარა მისი მიღწევები.



2014 წელს მასზე ბიოგრაფიული ფილმი "იმიტაციის თამაში" გადაიღეს, რომელიც ინგლისში საუკეთესო ფილმადაა აღიარებული.




1
671
1-ს მოსწონს
ავტორი:ვიოლეტა 22
ვიოლეტა 22
671
  
2017, 19 მარტი, 21:45
საინტერესო სტატია იყო
0 1 1