x
image
ცუდი ბავშვი
როგორ გადაარჩინეს თხა სიკვდილს გოგონამ და მისმა მეგობარმა ძაღლმა

image

11 წლის ჰამდი ცხოვრობს თურქეთში მთიან სოფელში რიზეში. მის მშობლებს აქვს საკუთარი მცირე ბიზნესი კერძო სოფლის მეურნეობა. გოგონა და მისი მეგობარი ჭკვიანი ძაღლი ტომი ეხმარებიან ყველაფერში მშობლებს. ტომი და გოგონა არასოდეს შორდებიან ერთმანეთს ისინი საუკეთესო მეგობრები არიან. ერთხელ როდესაც გოგონა და ძაღლი იყვნენ სახლიდან ძალიან შორს მთებში წასულები თხების საბალახოდ, მოულოდნელად ერთ თხას დაეწყო მშობიარობა. ცივი ამინდის გამო თხას გაუჭირდა მშობიარობა და ამის შემდეგ ფეხზე ვეღარ დგებოდა. გოგონას ძალიან შეეშინდა რადგან თუ იქ დითხანს დარჩებოდნენ თხა და პატარა ახალშობილიც ორივე გაიყინებოდა. გოგონას დითხანს არ უფიქრია. სწრაფად გაიქცა სახლში და ძაღლი თხებთან დატოვა, ჭკვიანი ძაღლი ტომიც მიხვდა რაშიც იყო საქმე და გოგონას თხოვნა მორჩილად შეასრულა, დარჩა და თხებს უდარაჯა. გოგონა ძალიან ჩქარობდა, სახლში ყველას უთხრა რაც მოხდა და სანამ სხვებიც გამოყვებოდნენ თხის წამოსაყვანად მათ წინ გამოასწრო. გოგონა მალე დაბრუნდა უკან, თან წამოიღო ორი ზურგზე მოსაკიდებელი ჩანთა, რაშიც ჩასვა დედა და პატარა ახალშობილი თხა. პატარა თხა მეგობარ ტომის მოჰკიდა ზურგზე და დიდი კი თვითონ წამოიყვანა ჩანთაში ჩასმული.


ჰამდის ამ ყველაფრის შემდეგ ძალა თითქმის აღარ შერჩა მთლიანად გამოწურული იყო რადგან გზა ძალიან რთული სავალი და თან ღრმა თოვლით იყო დაფარული.


imageimageimageimageimageimage





0
48
5-ს მოსწონს
ავტორი:ცუდი ბავშვი
ცუდი ბავშვი
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0