x
image
მე-ლანქოლიკი
როგორ ვიპოვნოთ იდეალური მამაკაცი?
იყავი საკუთარი თავის წინაშე მართალი

გსურს შეხვდე იდეალურ მამაკაცს? აღიარე ეს საკუთარ თავთან. ეძებე სიყვარული - ეს

რთულია, მაგრამ ოდესმე უნდა დაიწყო. საკუთარ თავთან აღიარეთ, თქვენ ბედნიერებას

ეძებთ. ეს სულაც არ ნიშნავს რომ უიღბლო ხართ ან მამაკაცებს არ მოწონხართ. მხოლოდ


იმას მიუთითებს რომ უკვე ჩამოყალიბებული და გამოცდილი ხართ.


იყავი მართალი სხვების წინაშე

როდესაც გარშემომყოფებს ეკონტაქტებით ნუ გაუსმევთ ხაზს თავდაჯერებულობას და

დამოუკიდებლობას, თითქოს თქვენ არავინ გჭირდებათ. გაუზიარეთ მეგობრებს, რომ

შესაფერის პარტნიორს ეძებთ. თხოვეთ მათ დახმარება, სანაცნობო წრეში მოძებნონ

თქვენთვის შესაფერისი კანდიდატი და მასთან შემთხვევით შეგახვედრონ, მაგალითად

მოიწვიონ სტუმრები.image


გაერკვიე საკუთარ ცხოვრებაში

სანამ არ იცით როგორი ხართ, რა ადგილს დაუთმობთ სასურველ მამაკაცს, მისი მოძებნა

ძალიან გაგიჭირდებათ. სცადეთ ასეთი მეთოდი. აიღეთ ფურცელი, დახატეთ წრე და

დაყავით სექტორებად. ერთი სექტორი იქნება რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში

კარიერას. მეორე სექტორი იქნება რა ადგილი უჭირავთ მამაკაცებს. მესამე სექტორი იქნება

თქვენი ჰობი, მეგობრებთან ურთიერთობა. დანარჩენი სექტორები სურვილისამებრ

შეგიძლიათ დაამატოთ და გაანაწილოთ. ეს მეთოდი დაგეხმარებათ საკუთარ თავს

გვერდიდან შეხედოთ და დაალაგოთ პრიორიტეტები.


განსაზღვრე როგორი მამაკაცი გჭირდება

გადაწყვიტე შენთვის მამაკაცის რა თვისებები არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომლებს

ვერ აიტან და რომლებზეც შეიძლება შეთანხმების მიღწევა. თუ არ გამოგდით იდეალის

აღწერა სამ სვეტად გაყავით ფურცელი. ამ სვეტების მიხედვით გაანაწილეთ თვისებები.

სულ გახსოვდეს იდეალური მამაკაცის აღწერილობა. არ ჩაიციკლოთ ამ იდეალზე და

უნდა შეძლოთ გარემოებების მიხედვით კორექტირება.


განთავისუფლდი სტერეოტიპებისგან

რაღაც ეტაპზე მიხვდებით, რომ "ლამაზი და მდიდარი" არ ნიშავს "კეთილს,

მოსიყვარულეს და საიმედოს". შესაძლოა, რომ კაცი, რომელიც ბედნიერს გაგხდით

უფრო ბუღალტერს ჰგავდეს, ვიდრე გლადიატორს. თუ ადრე სიმელოტე ცუდად

გხდიდათ ახლა გააცნობიერებთ, ადრე თუ გვიან მამაკაცების უმეტესობა მელოტდება.

თუ არ მოგწონთ წითური, ან რომელიმე სხვა ტიპის მამაკაცი, დახატეთ მისი პორტრეტი

და წარმოიდგინეთ, რომ ახლახანს მან სიკვდილისგან გიხსნათ, უნდა გათავისუფლდეთ

ჩარჩოებისგან.


გამოიყენე წარსული შენ სასარგებლოდ

ყველა ყოფილმა მიგატოვათ? გგონიათ რომ თქვენს ურთიერთობებს თან ახლავს

იმედგაცრუება და ტკივილი? უნდა ვაღიაროთ: ჩვენ ყველას გვაქვს სევდიანი ტვირთი.

ძველი ტკივილი, სტერეოტიპები ხელის შემშლელად რომ არ იქცეს ჩვენ სასარგებლოდ

უნდა გამოვიყენოთ, ვისწავლოთ გამოცდილებაზე და შეცდომებზე. დაწერეთ რითი

იყავით უკმაყოფილო, ეძებეთ დასრულებულ ურთიერთობებში კავშირი რამ გააფუჭა ურთიერთობები. მაგალითად ეჭვიანობა, უნდობლობა და სხვ. შეეცადეთ გააცნობიეროთ

ამის შეცვლა თქვენ შეგიძლიათ, რათა შემდგომში იგივე სცენარი არ განმეორდეს.


შეიყვარე შენი თავი

აუცილებლად უნდა შეიყვაროთ საკუთარი თავი. თუნდაც ეს დიდ შრომად დაგიჯდეთ.

იმეორეთ რომ თქვენ ხართ არაჩვეულებრივი და განუმეორებელი. შეხედეთ საკუთარ

თავს ისე, როგორც გინდათ რომ სასურველი მამაკაცი გხედავდეთ.


სცადე ახალი

როდესა ცხოვრებით კმაყოფილი ხართ და გახსნილი ახალი გამოცდილებისთვის ეს

გარშემომყოფებსაც გადაედებათ. გააკეთეთ რამე ისეთი რაც წლებია არ გაგიკეთებიათ.

იყავით ლაღი. სცადეთ რაიმე ექსტრემალური. ექსტრემი ქალს უფრო მიმზიდველს ხდის.


გამოდით სინათლეზე!

სახლში ჯდომით მამაკაცს ვერ იპოვნით. დათანხმდით მიწვევებს, ისარგებლეთ

პარასკევი საღამოს ხიბლით, გაიცანით ახალი ადამიანები და ეკონტაქტეთ მათ ვინც

დაგაინტერესებთ.


ისწავლე სხვების შეცდომებზე

თვლი რომ უარყოფითი გამოცდილება საკმარისად გაქვს? სხვისი გამოცდილება მაინც

სულ სხვაა. მოისმინე ისტორიები და ჩამოწერე პერსონაჟების შეცდომები, ასე ადვილი

იქნება, რომ ისინი შენ არ გაიმეორო.


შეისცავლე მამაკაცები

არ არის საკმარისი იცოდეთ მოდის ბოლო ტენდენციები, ერკვეოდეთ კოსმეტოლოგიაში.

უნდა გაიგოთ ვინ არის ყველაზე კარგი ფეხბურთელი, გაერკვეთ მანქანებში, უყუროთ

სპორტის სიახლეებს, ისწავლოთ ცოტა რამ კომპიუტერის შესახებ. არ არის აუცილებელი

გახდეთ პროგრამისტი ან მუდმივად უყუროთ ფეხბურთს, უბრალოდ ნაცნობი სიტყვაც

კი ინტერესს გამოწვევს მამაკაცში, თქვენ კი გეცოდინებათ რითი ცხოვრობენ კაცები.


იყავი წარმატებული

თუ შენ ჯერ არ ხარ კარიერის მწვერვალზე და არ გამხდარხარ ჰოლივუდის ვარსკვლავი

არაფერია ამაში საშიში. გახდი უკეთესი იმაში რაც გაინტერესებს. მიიღე კონკურსებში

მონაწილეობა და გაიმარჯვე. წარმატება - ეს არის სექსუალური მომხიბვლელობის

გამომწვევი. თუ კონკურსის შესახებ არავის გაუგია ეს არაფერი, გამარჯვება შეგმატებთ

თავდაჯერებულობას და გარშემომყოფების აღფრთოვანებას გამოიწვევს.


შეცვალე მარშრუტი

გადაუხვიე ყოველდღიურობიდან. შეცვალე შენი ჩვეული მარშრუტი, რადგან შენი

ოცნების მამაკაცი შეიძლება ზუსტად იქ იყოს სადაც შემთხვევით მოხვდები.


ნუ იქნები თავმდაბალი

ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, ნუ დახარჯავ დროს იმაზე ფიქრში, რომ არ გაგიმართლა. ისწავლე იყო ბედნიერი საკუთარი ცხოვრებით. თუ შენ ისწავლი იყო ბედნიერი მამაკაცის გარეშე აუცილებლად შეხვდები იდეალურს.

0
38
2-ს მოსწონს
ავტორი:მე-ლანქოლიკი
მე-ლანქოლიკი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0