ქალი და მამაკაცი "იმ დღეს როცა მარიკა დავინახე, ზამთარი ჩემთვის გაზაფხულად იქცა!" - ლევან მამალაძის სიყვარულის ისტორია 2017, 4 თებერვალი, 22:01
ალბათ ყველას კარგად გახსოვთ ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე, რომელსაც 2006 წლის 31 ივლისს ქართულმა მართლმსაჯულებამ თავისუფლების 17 წლით აღკვეთა განუსაზღვრა და იძულებულია, დღემდე სამშობლოსგან მოშორებით იცხოვროს.
ყოფილი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ხშირად ახსენებს თავს საზოგადოებას და მისი მორიგი სტატუსი მის მეუღლეს - მარიკას ეძღვნება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "23 წლის წინ მუშტაიდის ბაღში, მწვანეთ მოძრაობის ოფისთან, გავიცანი 17 წლის გოგონა, მხიარული და თვალწარმტაცი სილამაზის! მე 26 წლის ვიყავი მაშინ. მშობლები მსაყვედურობდნენ უნდა დაოჯახდეო და საცოლე კანდიდატებს სხვა და სხვა ხერხებით მაჩვენებდნენ. ჩემ მეგობარს ხვიჩა თვალაბრეიშვილს თან ახლდა დეიდაშვილი, მისი ცისფერთვალა ღიმილი და სხივოსანი სითბო, გამჭოლი ენერგიით შემოიჭრა ჩემში. 1994 წელის თებერვლის სიცივე კი სუსხავდა, მაგრამ იმ დღეს როცა მარიკა დავინახე ზამთარი ჩემთვის გაზაფხულად იქცა. ამას ქვია ნამდვილად ერთი ნახვით შეყვარება. ასე გავიცანი მარიკა ქავთარაძე. სიყვარულის ძალამ მოსვენება არ მომცა, ხვიჩას მეორე დღესვე დავაძალე მარიკსათან მისვლა წყნეთის ქუჩაზე, ორ დღეში მარი ჩემ მშობლებს გავაცანი ჩემი ძმის დაბადების დღეზე. მესამე დღეს ცოლობა ვთხოვე ისე, რომ დაფიქრების საშუალებაც არ მივეცი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ვიყავი და ისეთი ტექსტი გამოვაცხვე, თანხმობის გარდა სხვა შანსი არ დამიტოვებია. იმ დღესვე საღამოს მარიკას მამას ბატონ შოთას ვთხოვე ქალიშვილის ხელი, შესაშური მჭერმეტყველება გამოვიჩინე მაშინაც. ერთ კვირაში უკვე ნიშნობა გვქონდა, შემდეგ კვირაში ჯვრისწერა და ქორწილი.ასე სწრაფად განვითარდა ჩვენი შეუღლების პროცესი. დღესაც თვალწინ მიდგას მუშტაიდის წითელაგურისფერ მოედანზე მდგარი მარიკას მზერა, მსგავსად იმისა როგორც, ჩემს ნაჩუქარ თაიგულს უყურებს. მხიარულება აკლია ამას მხოლოდ, 23 წლიდან 14 წელი სამშობლოდან დევნილობაში ვართ. იმედი მაქვს მალე მოვა ის დრო, როცა მუშტაიდის ბაღში ერთად გავისხსენებთ იმ ლამაზ დღეებს!" ლევან მამალაძე ოჯახთან ერთად 395 5-ს მოსწონს 2-ს არა
|