x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
ჟანგბადის ბომბები! – ეს მცენარეები ყველა სახლში უნდა იყოს!

image

ოთახის მცენარეები ყველა სახლში უნდა იყოს. მათი ერთი ნაწილი, ინტერიერის გასალამაზებლად გამოიყენება, მაგრამ არის ისეთი მცენარეებიც, რომლებიც ოთახში ჰაერს ასუფთავებენ და სახლის ჰაერის ნატურალური ფილტრები არიან.
როდესაც სახლისთვის ავეჯს ან დეკორატიულ ნივთებს ვყიდულობთ, ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენს ოთახებში ჰაერის შემადგენლობა შეიძლება შეცვალოს, და ამასთან, არა უკეთესობისკენ.
ამის მიზეზი სხვადასხვა ნივთიერებები არის, რომლებსაც ესა, თუ ის საგანი შეიცავს. ელექტრო ხელსაწყოები, ლამინატი და დსპ-ს ავეჯი, შეიძლება, ჩვენი ოთახის ჰაერთან შეხებისას, გამოყოფდეს ფორმალდეჰიდს და საფრთხეს უქმნიდეს ჩვენს ჯანმრთელობას. ამ და სხვა მავნე აირებთან ბრძოლაში კი, ჩვენი მწვანე მეგობრები დაგვეხმარებიან. ბევრ მათგანს შეუძლია ჰაერის გაწმენდა მომწამლავი აირებისგან, მტვრის და კვამლის შეგროვება და ასევე, იმ რთული ქიმიური შენაერთების შთანთქვა, რომლებიც მავნებელია ჩვენი ორგანიზმისთვის.


აქ წარმოგიდგენთ 6 საუკეთესო მცენარეს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს სახლში, რომ ჰაერი გაწმინდონ და ჟანგბადით გაამდიდრონ.


ალოე — ეს მცენარე ძალიან კარგი საშუალებაა სახლში ჟანგბადის დონის ასაწევად. გაარდა ამისა, ის შთანთქავს ნახშირორჟანგს, ნახშირბადის მონოქსიდს და ფორმალდეჰიდს. ერთ ალოეს შეუძლია იმდენივე, რამდენიც 9 ბიოლოგიურ გამწმენდ სპრეის, ერთად აღებულს.


image

ფიკუსი — მცენარის მოვლა ძალიან ადვილია, ის ნაკლებად პრეტენზიული არის, განსაკუთრებით, სინათლის რაოდენობის მიმართ. მაგრამ, ძალიან ეფექტურია, როდესაც საქმე ფორმალდეჰიდისგან ჰაერის გაწმენდას ეხება. მიუხედავად მისი დადებითი თვისებებისა, სიფრთხილის გამოჩენაც არის საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ პატარა ბავშვი ან შინაური ცხოველი არის ოჯახში, ფიკუსი ისეთ ადგილზე უნდა დაიდგას, რომ მათთვის ხელმიუწვდომელი იყოს, რადგან მისი ფოთლები შეიძლება შხამს შეიცავდეს.


image

სურო (Hedera Helix) — ეს მცენარე კი, მართლაც რომ ყველა სახლში უნდა იყოს, რადგან 6 საათის მანძილზე, ჰაერში არსებული ტოქსიკური ნივთიერებების 60% ანადგურებ.


image

ქლოროფიტუმი — ამ მცენარეს, მინიმალური განათების პირობებში, შეუძლია ფოტოსინთეზის პროცესის განხორციელება და ჰაერის ჟანგბადით გამდიდრება. ის ტოქსინებსაც შთანთქავს და ჰაერს ატენიანებს.


image


სანსევიერია — ამ მცენარის ადგილი, კონკრეტულად საძინებელში არის. გარდა იმისა, რომ ჰაერს ასუფთავებს მავნე ქიმიური ნივთიერებებისგან, რომლებიც ოთახის განიავებისას ან ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო შეიძლება იყოს სახლში – ის ჟანგბადს ღამის საათებშიც გამოყოფს, რაც, არც თუ ისე, ბევრი მცენარისთვის არის დამახასიათებელი.


image

სპატიფილიუმი — მისი დადგმა ნებისმიერ ოთახში შეიძლება, მაგრამ ჯანსაღი და მშვიდი ძილისთვის, რეკომენდირებულია მცენარის საძინებელში მოთავსება. ის ჰაერის საუკეთესო ფილტრია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე, ოთახში, ფორმალდეჰიდის და ტრიქლორეთილენის შესაძლო არსებობას ეხება.

image
ამ მცენარეების უჩვეულო თვისება – გაასუფთაონ ჰაერი მავნე ნივთიერებებისგან და არასასიამოვნო სუნისგან, საკუთარ სახლში, მსუბუქად სუნთქვაში დაგვეხმარება. გარდა ამისა, სამუდამოდ დაგვავიწყდება თავის ტკივილი და ცუდ ხასიათზე ყოფნა.

1
19542
14-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
19542
  
2017, 11 თებერვალი, 19:04
სანსევიერიას ვეფხისტყავათი ვიცნობდი აქამდე და უამრავი მქონდა, თუმცა გამიხმა :(
0 1 1