x
მეტი
  • 12.07.2024
  • სტატია:135917
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510262
როგორ ვირჩევთ პარტნიორს?!
image

როგორ ირჩევენ ადამიანები პარტნიორს (მეუღლეს)?
პარტნიორის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ - ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური, ანატომიური, ზნეობრივი და კულტურული ფაქტორები. ასევე მნიშვნელოვანია დაბადების ადგილი, როგორ ოჯახში გაიზარდა, რელიგია.
ფროიდის აზრით, პარტნიორის შერჩევას საფუძვლად უდევს ბავშვის ლტოლვა საპირისპირო სქესის მშობლისადმი. არაცნობიერი პროცესის წყალობით ისინი ახდენენ თავისი სიყვარულის გადატანას სოციალურად მისაღებ ობიექტზე.
ვინჩის კომპლემენტალური (შემავსებელი) მოთხოვნილებების თეორიის თანახმად, საპირისპირო ნიშნების მქონე ადამიანები ერთმანეთს იზიდავენ. წყვილმა უნდა შეავსოს ერთმანეთი. მაგალითად, დაბალ მამაკაცს მოსწანს მაღალი ქალები, რბილ მამაკაცს კი შეიძლება იზიდავდეს ენერგიული ქალბატონები.
ყოველი ინდივიდი ეძებს ისეთ პარტნიორს, რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებს მის მოთხოვნილებებს. შეყვარებულებეს უნდა ჰქონდეთ მსგავსი სოციალური ნიშნები (მიზანი, განწყობა, ღირებულებები, სოციალური როლი) და ფსიქოლოგიურად უნდა ავსებდნენ ერთმანეთს.
თუ საპირისპირო ნიშნების მქონე ადამიანები მიიზიდავენ ერთმანეთს, როგორ ხდება პარტნიორის შერჩევა მსგავსი ნიშნების საფუძველზე?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შეიძლება მოვიყვანოთ ავსტრიელი მეცნიერის ო. ვაინინგერის თეორია. ვაინინგერის აზრით, ყველა ადამიანს აქვს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის თვისებები. მაგრამ მამაკაცებს მეტი აქვთ მამაკაცური თვისებები, ხოლო ქალებს - ქალური. პარტნიპრებს შორის ჰარმონია შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ისინი შეავსებენ ერთმანეთს. ეს კი შესაძლებელია მათი როგორც მსგასვსების, ასევე განსხვავების შემთხვევაში. მაგალითად, დავუშვათ კაცს აქვს 73% მამაკაცური თვისებები და 27% ქალური თვისებები. ამ შემთხვევაში მისთვის იდეალური პარტნიორი იქნება ქალბატონი, რომელსაც აქვს 73% ქალის და 27% მამაკაცის თვისებები. თუ მამაკაცს და ქალბატონს აქვს 50%-50% ქალის და მამაკაცის თვისებები, მაშინ ამ წყვილს გააერთიანებს მსგავსება.
სენტერსის ინსტრუმენტალური თეორიის მიხედვით, ადამიანს იზიდავს იმისადმი ვისი მოთხოვნილებებიც მსგავსია ან ავსებენ ერთმანეთს. ის მიიჩნევს, რომ ზოგი მოთხოვნილება (მაგალითად, კუთვნილების და სქესობრივი მოთხოვნილება) უფრო მნიშვნელოვანია, სხვა მოთხოვნილებებთან შედარებით. ზოგი მოთხოვნილება უფრო მამაკაცებისთვის არის დამახასიათებელი, ზოგი კი ქალებისთვის.
მურშტეინის სტიმული-ღირებულება-როლის თეორია კი გულისხმობს კარგი შენაძენის გაკეთებას. პარტნიორის შერჩევა მოტივირებულია იმით, რომ რაც შეიძლება საუკეთესო
ვარიანტი მიიღო. მურშტეინი გვთავაზობს ფილტრის მეთოდს, რათა აჩვენოს ის ეტაპები რომლებსაც ადამიანები გადიან პარტნიორის შერჩევისას - ხდება ყველა არასაურველი პრეტენდენტის გაფილტვრა და საუკეთესოს შერჩევა. ეს ფილტრებია: გეოგრაფიული მდებარეობა; ფიზიკური მიზიდულობა; მოთხოვნილებათა თანხვედრა; რასობრივი, ეთნიკური თანხვედრა; რელიგიური თანხვედრა; სოციოეკონომიკური კლასის კუთვნილება; ასაკობრივი თანხვედრა.
პარტნიორის შერჩევისას მურშტეინი გამოყოფს 3 თანამიმდევრულ ეტაპს, რომელიც მოიაზრებს გაფილტვრას საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად.
პირველი ეტაპი ესაა სტიმულის ეტაპი, როდესაც გვექმნება პირველი შთაბეჭდილება
ადამიანზე. ყურადღება მახვილდება ადამიანის ქცევაზე, ფიზიკურ და მენტალურ მახასიათებლებზე. შეფასების შემდეგ კი მიიღება გადაწყვეტილება ურთიერთობის გაგძრელების (ან შეწყვეტის) შესახებ.
ღირებულებების შედარების ეტაპი - ხდება შედარდება ერთმანეთის ღირებულებების,
რამდენად შეესატყვისება ისინი ერთმანეთს და ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება. ხდება იმის გარკვევა, ემთხვევა თუ არა მათი ინტერესები, ღირებულებები, განწყობები.

როლის ეტაპზე პარტნიორები არკვევენ რამდენად თანხვედრაშია მათი როლები ოჯახში ან სხვა სახის ურთიერთობის შესრულებისას.

ზიდლერის თეორია. ამ თეორიის თანახმად პარტნიორის შერჩევა შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ფილტრაციის პროცესი.
პირველ ეტაპზე ხდება სოციალურად მისაღები პარტნიორის
შერჩევა (ფილტრაცია).
მეორე ეტაპზე ხდება ფსიქოლოგიურად, სექსუალურად, ანატომიურად და ესთეტურად მისაღები პარტნიორის შერჩევა. მნიშვნელობა ენიჭება განათლებას, გამოცდილებას,
ცოდნას, ოჯახიდან მიღებულ შთაბეჭდილებებს, პროფესიულ კარიერას.
გასული საუკუნის 70-იან წლებში საკმაოდ პოპულარული იყო დევისის და კერკგოფის ფილტრების თეორია. პარტნიორის შერჩევა, სქემატურად შეიძლება წარმოვიდგინოთ
როგორც ფილტრების თანმიმდევრული გავლის პროცესი. ამ თეორიის თანახმად, პარტნიორის შერჩევა გაივლის 4 ფილტრს:
საცხოვრებელი ადგილის ფილტრი. აქ გაიფილტრება ის ადამიანები ვისაც ვერასოდეს შევხვდებით.

ჰომოგამიის ფილტრი (ბერძ. Homos - მსგავსი, gamos - ქორწინება). გაფილტვრა ხდება სოციალური კრიტერიუმების საფუძველზე. ადამიანი შედის კონტაქტში იმ პარტნიორთან, ვინც მომხიბვლელად ეჩვენება.


მსგავსი ღირებულებების ფილტრი. ურთიერთობა მყარდება მსგავსი ღირებულებების მქონე ადამიანთან.როლური მოლოდინების ფილტრი. ურთიერთობა მყარდება მსგავსი როლური მოლოდინების მქონე პარტნიორებს შორის.
ლ. გოზმანის მიხედვით, ერთი ადამიანის მეორის მიმართ ემოციურ ურთიერთობას, ატრაქციას (ლათ. Attraction - მიზიდვა, მიზიდულობა) განაპირობებს 3 კრიტერიუმი. ლ.გოზმანის მოსაზრებას შეიძლება ვუწოდოთ ”3 ფილტრის თეორია”:
1. ფიზიკური მომხიბვლელობა - ადამიანი ფასდება მომხიბვლელად, თუ ის შეესატყვისება ადამიანის შინაგან კრიტერიუმებს. ეს პარამეტრი უფრო მნიშვნელოვანია
მამაკაცებისთვის, ვიდრე ქალბატონებისთვის.
2. სოციალური კრიტერიუმი - ხდება პარტნიორის შერჩევა: სოციალური სტატუსის, განათლების, ასაკის, პროფესიის, ეროვნების მატერიალური მდგომარეობის და ინტერესების მიხედვით.
3. ფსიქოლოგიური კრიტერიუმი - აქ ყურადღება ეთმობა ხასიათის და ჩვევების მსგავსებას, მოსალოდნელ როლურ ქცევას. ეს ”ფილტრი” შეიცავს ჩვენ აზრს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ასრუ­ლებდეს როლს მეუღლე, შეყვარებული, მეგობარი.


სხვადასხვა ასაკობრივ პერიოდში და სხვადსხვა სიტუაციაში დომინანტურია სხვადასხვა კრიტერიუმი. მოზარდობის ასაკში მეტი მნიშვნელობა ენიჭება პირველ კრიტერიუმს, მოზრდილობაში კი მეორე და მესამე კრიტერიუმს, ხოლო ალკოჰოლური თრობისას
”ფილტრების” კრიტიკულობა ეცემა.


0
43
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია გვილავა
ნათია გვილავა
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0