x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
როგორ მოვუაროთ თმას ზამთარში - ხუთი მნიშვნელოვანი რჩევა
image

ზამთრის პერიოდში თმა უფრო მტვრევადი და სუსტი ხდება. დაბალი ტემპერატურა და სიცივე ავიწროებს სისხლძარღვებს, ხელს უშლის თავის კანში სისხლის მიმოქცევას. ამ პერიოდში განსაკუთრებით რთულია ჯანსაღი თმის შენარჩუნება. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რათა დაიცვათ თქვენი თმა დაზიანებისაგან:

1. წყლის ტემპერატურა- ნუ დაიბანთ თავს ზედმეტად ცხელი ან ზედმეტად გრილი წყლით. წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 40 გრადუსს;

2. გამოიყენეთ ბალზამი- თმის კონდიციონერი დაგირბილებთ თმას, უფრო დამყოლსა და ძლიერს გახდის;


3. ნუ გამოიყენებთ თმის უთოსა და საშრობს- აცადეთ თმა თავად შეშრეს. იმ შემთხვევაში თუ სადმე გეჩქარებათ, შეგიძლიათ ფენი გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რომ მისი თმასთან ახლოს მიტანა არ შეიძლება. ოდნავ მოშორებით დაიჭირეთ და ასე შეიშრეთ თმა;

4. გამოიყენეთ თმის ზეთი- დაბანის შემდეგ, როდესაც თმა ოდნავ შეშრება, ხელის გულზე დაიტანეთ რამდენიმე წვეთი ზეთი და თმის ბოლოებში შეიზილეთ. ყველაზე ეფექტური ყურძნის წიპწებისა და ნუშის ზეთებია. ისინი კვებავენ თმას, ეხმარებიან დაზიანებულ ბოლოებს აღდგენაში და თმის სტრუქტურას აუმჯობესებენ;

5. გამოიყენეთ ლუდისა და მაიონეზის ნიღბები- მაიონეზი თმას უფრო დამყოლს, ბზინვარესა და რბილს ხდის. დაბანამდე ნახევარი საათით ადრე წაისვით თმაზე მაიონეზი, შემდეგ კი ჩვეულებრივ, შამპუნითა და ბალზამით ჩამოიბანეთ. არანაკლებ ეფექტურია ლუდის ნიღაბი. დაბანამდე 20 წუთით ადრე შეიზილეთ თმაზე ლუდი. განსაკუთრებით ეფექტურია ჭვავის ლუდი. ჩამოიბანეთ და წაისვით თმის ზეთი (ზემოთ აღნიშნული წესის მიხედვით). ლუდი დაგეხმარებათ ქერტლის გაქრობაში და თქვენს თმას განუმეორებელ ბრწყინვალებას შესძენს.

0
142
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0