კერძები ხორცისაგან როგორ უნდა მოამზადოთ შებოლილი სალა სახლის პირობებში 2017, 1 თებერვალი, 20:08 ![]() ამისათვის დაგვჭირდება: ღორის სალა მარილი პილპილი ნიორი სუნელები-დაფნა ხის ანათალი მომზადების წესი: ხორციანი სალის ნაჭერი, რომელიც უნდა შევბოლოთ, ჯერ გავრეცხოთ და გავაშროთ. ![]() სანელებლები ერთმანეთში შევურიოთ. ![]() ![]() ფოლგაზე დავყაროთ ხის ანათალი, ავურიოთ პილპილის მარცვლები დაფნის ფოთლები და კედრის მარცვლები. ![]() მოვასხათ ცოტაოდენი კონიაკი. ![]() ხორციანი სალა კარგად ამოვავლოთ სუნელებში. ![]() რკინის სადგამი დავდგათ ფოლგაზე და შემოვუხვიოთ გვერდები, რომ ბოლი აქეთ-იქით არ გაიფანტოს და მოვათავსოთ სალა ამ სადგამზე. ![]() შემდეგ დავაფაროთ თავსახური და შევუნთოთ ფოლგას ცეცხლი, თავიდან ძლიერი, ხო- ლო თანდათან ჩავანელოთ, ასე დავტოვოთ დაახლოებით ერთი საათით. ![]() შემდეგ ვნახოთ, როგორ გამოიყურება და დავტოვოთ კიდევ რამოდენიმე ხნით. ![]() შევაგრილოთ პირდაპირ სადგამზე. მეორე დღისთვის მშვენიერი იქნება. ![]() ![]() მიირთვით და ისიამოვნეთ! 3173 6-ს მოსწონს
|