x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
კერატი - რა სასარგებლო თვისებები გააჩნია ამ პარკოსან მცენარეს?!

კერატის ხე ტროპიკული მცენარეა, რომელსაც კაკაოსებრი ნაყოფი აქვს. კერატის ხე განსაკუთრებით გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში. არსებობს მოსაზრება, რომ ლერწმისა და ჭარხლის შაქრის მოპოვებამდე სწორედ ამ ხის ნაყოფი იყო მთავარი „ტკბილი” საკვები, რაც იმ დროის ადამიანმა იცოდა. კერატის ხეზე გაზრდილი მოგრძო ფორმის ლებნები გამოიყენება გუმფისის დასამზადებლად. ტექნოლოგიურ პროცესში ხდება ლებნის განცალკევება მასში არსებული მარცვლებისგან, რომელთა დამუშავებისა და დაფქვის შედეგად მიიღება კერატის ხის ნაყოფის ფხვნილი. ეს ფხვნილი შედგება მაღალმოლეკულური პოლისაქარიდებისგან, რომლებიც გალაქტოზისა და მანოზის შეკავშირების შედეგად წარმოიქმნება. ამ ნაერთს გალაქტომანანი ეწოდება.

image


ამ ხეს ლათინურად Ceratonia siliqua ჰქვია. ინგლისურად:Carob tree პოლონურად: Szarańczyn strąkowy. რუსულად: Рожковое дерево.


წიგნში -"საქართველოს სამკურნალო მცენარეები" წერია: პარკი შეიცავს თესლებს, რომელნიც დაახლოებით თანაბარი ზომისაა. ძველად ამ თესლებს ხმარობდნენ ძვირფასი ქვების წონის ერთეულებად და მას კარატი ეწოდებოდა. აქედანაა მისი სახელწოდება "კერატი". ეს სახელწოდება მოხსენიებულია ქართულ ბოტანიკურ ლექსიკონებშიც, მაგრამ სულხან-საბას მოცემული აქვს სახელწდება "რქა".


image


კერატის ნაყოფის დაფქვის შედეგად მიღებული ფხვნილი მოტკბო გემოსია და შოკოლადის არომატით ხასიათდება. იგი გამოიყენება კვების ტექნოლოგიაში, მათ შორის ბავშვთა კვებაში. კერატის ნაყოფის ფხვნილი ცხელ წყალში ჟელატინისებრ მასას წარმოქმნის და იწვევს ნარევის შესქელებას. ბრინჯის სახამებლისაგან განსხვავებით იგი არ წარმოადგენს საკვებ დანამატს, არ შეიწოვება, მოუნელებლად გადის ნაწლავის მთელ სიგრძეზე და მსხვილ ნაწლავში ფერმენტირდება პირობით-პათოგენური ბაქტერიების მიერ.


image


მიმოხილვის შემდეგ, გადავიდეთ კერატის სასარგებლო თვისებებზე:


* შეიცავს უხსნად ბოჭკოებს, პოლიფენოლებს და ტანინებს, რაც ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.


* კერატის ლებანი არ წარმოადგენს დამატებითი კალორიების წყაროს და არ მოქმედებს ესენციური ნუტრიენტების შეწოვაზე. იმის გამო, რომ კერატის ნაყოფის გუმფისის მონელება არ ხდება ნაწლავებში და მატულობს ნაწლავური შიგთავსის სიბლანტე, ბავშვის საკვების ანტირეფლუქსური ეფექტი ხანგრძლივდება.


* ანტიოქსიდანტური თვისებით, გულ-სისხლძარღვებისთვის პირველი წამალია.


* მინერალებით მდიდარია, შეიცავს: კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას და ნატრიუმს.


* არის საუკეთესო წნევის მარეგულირებელი - ორ თვის მანძილზე მიირთვით, 10 გრამი უმი კერატი და წნევის პრობლემა სამუდამოდ მოგვარებული იქნება.


* დადებით ეფექტს აძლევს კუჭ-ნაწლავლსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას.


image






სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


image


1. შესაძლებელია თუ არა ტვინის მოტყუება და როგორ?

2. რას ნიშნავს სინამდვილეში ავტომობილების ბრენდების სახელწოდებები?

3. იაპონია - საინტერესი ფაქტები "მზის სამშობლოს" შესახებ!

4. სიყვარულით დაქორწინდა, მაგრამ 20 წლის მანძილზე მეუღლეს ხმას არ სცემდა! გაინტერესებთ რატომ?!

5. რომელი არსება კლავს ადამიანს ყველაზე სწრაფად?!

0
1593
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1593
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0