x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ისტორიაში შესული 5 «ციებ-ცხელება»

სანელებლების


სანელებლებით ვაჭრობა ძველთაგანვე მომგებიან ბიზნესად ითვლებოდა. ამას ესპანელები და პორტუგალიელები ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში მიხვდნენ, როდესაც ევროპაში ინდოეთიდან და ჩინეთიდან შემოტანილი ჯანჯაფილი, პილპილი, მიხაკი და მუსკატის კაკალი გამოჩნდა. ხოლო, ქრისტეფორე კოლუმბის წყალობით, ევროპამ ვანილი გაიცნო.


image


XVII საუკუნეში ჰოლანდიამ სამხრეთ-დასავლეთ აზიასთან მყარი სავაჭრო ურთიერთობების დამყარება მოახერხა და სანელებლების ვაჭრობაზე მონოპოლია მოიპოვა. ჰოლანდიელები სანელებლებზე მაღალ ფასებს ინარჩუნებდნენ და დიდი კაპიტალიც მოაგროვეს. თუმცა, მას შემდეგ, რაც საქმეში ინგლისელები ჩაერთნენ, ეგზოტიკურ საქონელს ფასი დაუვარდა და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.



კაუჩუკის


კაუჩუკის ციებ-ცხელების «ჩემპიონები» – ბრაზილიელები იყვნენ, რადგან ეს მათ ცხოვრებაში 2-ჯერ მოხდა. პირველად – XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე და მაშინ, ამ «დაავადებამ» ამაზონის აუზი მთლიანად მოიცვა. იმ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ჰევეა იზრდება, რომელიც როგორც ცნობილია, რძისებრ სითხეს გამოიმუშავებს და სწორედ ეს სითხე გამოიყენება კაუჩიკის წარმოებაში.


image


უამრავი ქვეყნის ინვესტორი დაინტერესდა ბრაზილიური კაუჩუკით და ამის წყალობით, ბრაზილიამ გამდიდრება დაიწყო. ის, კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით, ცივილიზებული ქვეყნების ჯგუფს შეუერთდა. ბრიტანელმა «საქმოსნებმა», ჰევეას თესლი ბრაზილიიდან კონტრაბანდის სახით გაიტანეს და საკუთარ კოლონიებში დათესეს. მათი კაუჩუკი ბევრად იაფი იყო და არაერთი პლანტატორი გააკოტრა ბრაზილიაში.

მეორედ, ბრაზილიას კაუჩუკის ციებ-ცხელება II მსოფლიო ომის დროს «დაემართა». იაპონიამ ჰევეას მინდვრების ოკუპაცია მოახდინა, ამიტომ ბრიტანეთი და ამერიკა იძულებული გახდა, კაუჩუკი ისევ ბრაზილიისგან ეყიდა.



ოქროს


აშშ-ში ოქროს ციებ-ცხელება 3-ჯერ იყო: 1799 – 1828 წწ. (ჩრდ.კაროლინა); 1828 – 1840 წწ. (ჯორჯია) და 1848 – 1855 წწ. (კალიფორნია). ყველაზე ძლიერი, მათ შორის, კალიფორნიული «ციებ-ცხელება» იყო.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: 1848 წელს ჩვეულებრივმა მუშამ ოქრო იპოვა მდ. ამერიკან-რივერზე. ეს ნამდვილ მოვლენად იქცა ოქროს მოპოვების ისტორიაში: ასობით ათასმა მაძიებელმა მოიყარა თავი უკაცრიელ რეგიონში და ის მჭიდროდ დასახლებულ შტატად აქცია. ციებ-ცხელება იმით დასრულდა, რომ ოქროს მაძიებლების დიდმა ნაწილმა კალიფორნია დატოვა და კანადაში გადაინაცვლა.


image



ნავთობის image

ნავთობის პირველი ჭაბურღილი XIX ს. შუა პერიოდში გამოჩნდა აშშ-ში. თუმცა, მას შემდეგ, თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე, «შავი ოქროს» მოპოვების ბიზნესის რელსებზე შეყენება არავის უცდია. ალბათ, იმიტომ, რომ მასზე თავდაპირველად, მოთხოვნილება მხოლოდ როგორც საპოხ საშუალებაზე იყო.

ნავთობის «ციებ-ცხელება» პირველად ტეხასში დაიწყო, რომელიც იმ პერიოდში, ბამბის მოყვანით და მესაქონლეობით იყო ცნობილი.


image


«გარდატეხა» 1901 წელს მოხდა, როდესაც «წვრილმანმა» ინვესტორებმა მიწის ბურღვა ყოველგვარი გეოლოგიური კვლევების გარეშე, ალალბედზე დაიწყეს და სპინდლტოპში (Spindletop, ტეხასი, აშშ) უდიდეს ნავთობის საბადოს მიაგნეს. ნახევარ წელში, ამ ადგილზე 200-ზე მეტი ნავთობის ჭაბურღილი გაჩნდა, ხოლო კიდევ 30 წლის შემდეგ, ტეხასის შტატის ჩრდ-აღმ. ნაწილში, ნათობის კიდევ ერთი საბადო აღმოაჩინეს.



ალმასის


ალმასების ისტორია თავის დასაწყისს ინდოეთში იღებს. სწორედ იქ აღმოაჩინეს პირველად ალმასი. ყოველ შემთხვევაში, უძველესი წყარო რომელშის მისი სახელია დაფიქსირებული, სანსკრიპტზეა და ძვ. წ. აღრ. IV ს. არის დათარიღებული.

ისევ წერილობით წყაროებს თუ მივყვებით, მარკო პოლო XIII საუკუნეში სპარსეთის ქ. ორმუნის შესახებ წერდა, რომელშიც ბრილიანტების ყველაზე დიდი ბაზრობა იყო. ხოლო, იმავე პერიოდში, ევროპაში, ბრილიანტით ვაჭრობის ყველაზე დიდი ცენტრი ვენეცია იყო. სწორედ იქიდან გაჰქონდათ ძვირფასი ქვები ევროპის სხვა ქალაქებში.

XVIII საუკუნეში ძვირფას ქვებს ბრაზილიაშიც მოიპოვებდნენ, მაგრამ ალმასის ნამდვილი «ციებ-ცხელება», XIX საუკუნეში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაიწყო:



image


1866 სამხრეთ აფრიკაში ძვირფასი ქვების უდიდესი მარაგი აღმოაჩინეს. ყოველდღიურად, კიმბერლის რაიონში, დღისით და ღამით, 30 ათასამდე მაღაროელი მშაობდა. 1871-1914 წლებში, მათ დაახლოებით 2 722 ტ. ალმასი მოიპოვეს! იმ პერიოდში, ბაზარი გაჯერებული იყო ალმასით და ამის გამო, ფასი ბრილიანტზე ელვისსისწრაფით ეცემოდა. უცნობია, რამდენად გაუფასურდებოდა ქვები, ამ საქმეს სათავეში სესილ ჯონ როდსი რომ არ ჩასდგომოდა. მან კომპანია De Beers-ი დაარსა და სულ მალე, მონოპოლისტი გახდა.

როდსი სამხრეთ აფრიკაში 1870 წელს ჩავიდა და სრულად განიცადა ალმასის ციებ-ცხელების ყველა სიკეთე. ქვების ძებნის საქმეში, დიდი წარმატება არ ჰქონია, სამაგიეროდ, კომპანიის დაარსების შემდეგ, სხვა მაღაროელებს ემსახურებოდა – ხელსაწყოებს და პროდუქტებს აწვდიდა. მათთვის შრომის პირობების გასაუმჯობესებლად, მაღაროდან წყლის ამოსატუმბად, სპეციალური ორთქლის მანქანაც კი შეიძინა... გაგრძელება >>>

imageimageimage
imageimageimage






0
352
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
352
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0