x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ცხოვრება «მგლების ხროვაში»

როდესაც ვკითხულობთ ან ვისმენთ საკონცენტრაციო ბანაკების ყოფილი ტყვეების მოგონებებს, ვერ ვხვდებით, თუ როგორ შეიძლებოდა საერთოდ, იმ ჯოჯოხეთში გადარჩენა?

image


ამ პატარამ არა მარტო შეძლო გეტოს სარდაფში და სიკვდილის ბანაკებში გადარჩენა, არამედ, შემდეგ, თავისი მწვალებლების წინააღმდეგ, ჩვენებაც მისცა სასამართლოზე...


1997 წელს, იტალიელმა რეჟისორმა რობერტო ბენინიმ ფილმი «ცხოვრება მშვენიერია» გადაიღო. ფილმი ერთ ებრაელზეა, რომელიც თავის 5 წლის ვაჟს ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკში მალავდა. სიუჟეტის მიხედვით, მამა ბავშვს უხსნის, რომ ეს თამაში იყო, რომელიც ესესელებიგან დამალვას გულისხმობდა – არ შეიძლებოდა ტირილი, წუწუნი და საჭმლის თხოვნა. ამ შემთხვევაში, ის ქულებს მოაგროვებდა და ჯილდოდ — ნამდვილ ტანკს მიიღებდა. ფილმის რეჟისორმა თავის ნამუშევარში «ოსკარი» მიიღო, რომელმაც ის და მისი ფილმი საქვეყნოდ ცნობილი გახადა. თუმცა, ბენინი ამბობდა, რომ ფილმში მოთხრობილი ისტორიას გამოგონილ იყო და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ასეთი რამ რეალურად მოხდა და ფილმის პატარა გმირის პროტოტიპი, რეალური ადამიანი, ჯოზეფ შლაიფშტეინი იყო.

— ეს უბრალოდ ფანტასტიკაა — ზღაპრული, წარმოუდგენელი გამართლება, — თვლის ამერიკელი ისტორიკოსი ჯეიკობ მედელმანი. — ჯოზეფ შლაიფშტეინი ნამდვილად «პერანგში დაიბადა», რადგან ესესელი მკვლელების გარემოცვაში გადარჩენის შანსი მინიმალური იყო — ეს იგივეა, რომ მშიერი მგლების ხროვაში გადარჩე.


image


ჯოზეფ შლაიფშტეინი 1941 წ. 7 მარტს ებრაულ გეტოში, ქალაქ სანდომირში დაიბადა, რომელიც ოკუპირებული პოლონეთის სამხ-აღმოსავლეთით მდებარეობდა. დაბადების პირველივე დღეებიდან მას მშობლები მალავდნენ, ხოლო როდესაც ბავშვი 1 წლის გახდა: გეტოს ტყვეები პოლონეთის სამხრეთში, ქ. ჩენსტოხოვში გადაიყვანეს, HASAG იარაღის ფაბრიკაში სამუშაოდ (შესრულებული სამუშაოსთვის, რა თქმა უნდა არ უხდიდნენ). პირველსავე დღეს, გერმანელებმა ბავშვები, როგორც «შრომისთვის უსარგებლოებ», მოაგროვეს და ოსვენციმის ტყვეთა ბანაკში გაგზავნეს. ჯოზეფის დედამ მოასწრო და ბავშვი სარდაფში გადამალა. სადაც ის, სრულ წყვდიადში, 18 თვე ცხოვრობდა: შუქი მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა, როდესაც მშობლები სარდაფში ანთებული სანთლით და საკვებით ჩადიოდნენ. მათ ბავშვი სიჩუმეს მიაჩვიეს, რადგან ნებისმიერ ხმას შეეძლო ჯარისკაცების ყურადღების მიქცევა. გარდა ამისა, მათ კატა მიიჩვიეს, რომ მას სარდაფში თაგვები დაეჭირა.
1943 წელს ფაბრიკის პერსონალი პოლონელებით ჩაანაცვლეს, ხოლო ებრაელი ტყვეები ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში უნდა გაგზავნათ. სწორედ მაშინ უთხრა მამამ 2, 5 წლის შვილს: «ახლა ჩვენ ერთ საინტერესო თამაშს ვითამაშებთ. საღამოს 3 ნაჭერ შაქარს მოგცემ, თუ პირობას შესარულებ. პირობა კი ასეთია — არ უნდა იტირო, რაც არ უნდა მოხდეს». შაქარს, იმ პერიოდში, უდიდესი ღირებულება ჰქონდა და ბავშვი, რომელმაც ნორმალურად ლაპარაკი არ იცოდა, მაშინვე დათანხმდა. მამამ დიდ ტომარას ნახვრეტები გაუკეთა, ჰაერი რომ შესულიყო, ჩასვა შიგნით ჯოზეფი, ზემოდან ტანსაცმელი გადააფარა და ზურგჩანთა მხარზე მოიგდო.
— ბუხენვალდში ოჯახის წევრები ერთმანეთს დააშორეს, — ყვება II მსოფლიო ომის მკვლევარი თადეშ კამინსკი. — ჯოზეფის დედა სხვა ბანაკში — ბერგენ-ბელზენში (ქვემო საქსონია) გადაიყვანეს, ხოლო მოხუცები და ბავშვები, რომლებიც სხვა გეტოებიდან ჩაიყვანეს, იქვე, მატარებელთან დახვრიტეს, სხვა ტყვეების თვალწინ. ბანაკის კომენდანტმა, СС-ის შტანდარტენფიურერმა გერმან პისტერმა განაცხადა: «ჩვენ მუშები გვჭირდება და არა მუქთამჭამლები». იზრაილ შლაიფსტაინმა ფარულად შეიყვანა შვილი ტყვეთა ბარაკში, სადაც გაჩნდა კითხვა: შემდეგ რაღა?

ორი გერმანელი კომუნისტი მას ბავშვის დამალვაში დაეხმარა. პატარას პურს ბანაკის ისედაც მწირი ულუფიდან აძლევდნენ და მასთან წვიმის წყალი მიჰქონდათ მალულად. ერთ-ერთმა ტყვემ კი ხისგან პატარა ცხენი გამოუთალა. ასე, რომ, პატარა ჯოზეფს ჰქონდა საჭმელი, სასმელი და სათამაშოც. ბავშვი ყოველთვის ჩურჩულით ლაპარაკობდა და არასოდეს ტიროდა. «ცუდმა ძიებმა არ უნდა გიპოვონ, — ეუბნებოდა მას მამა — თორემ, ბოროტ ჯადოქართან წაგიყვანენ».
…საბოლოოდ, ხის სათამაშომ დათვური სამსახური გაუწია პატარას: ცხენი, მორიგი ჩხრეკის დროს, დაცვის სამსახურმა იპოვა. СС-ს 30 წლის რაზმის უფროსმა, ბანაკის საფუძვლიანი დათვალიერების ბრძანება გასცა და სამალავი აღმოაჩინეს... და აქ საოცრება მოხდა — როგორც აღმოჩნდა, ესესელს ჯოზეფის ხელა შვილი ჰყავდა და პატარა გაუღიმარი ბიჭი ძალიან მოეწონა. მან მომხდარის შესახებ, არ უპატაკა ბანაკის კომენდანტს და ჯოზეფი ბარაკში დატოვა. ბავშვს «ბუხენვალდის თილისმა» შეარქვა და და მისთვის, «ბავშვის» სამუშაო ფორმის შეკერვის ბრძანება გასცა. ბიჭი ყოველდღე, სხვა ტყვეებთან ერთად, დილის შემოწმებაზე გაჰყავდათ, რომ სიის ამოკითხვის შემდეგ, ეთქვ: «ყველა პატიმარი ადგილზე არის!» თუმცა, როდესაც ბარაკში СС-ის მაღალი ჩინის ოფიცრები მიდიოდნენ, ჯოზეფს ისევ სამალავში სვამდნენ.


image


1945 წლის 11 აპრილს ბანაკის ტყვეებმა ამბოხება მოაწყეს და ნახევარ საათში, დაახლოებით, 200 ესესელი დაატყვევეს. ბანაკი მეამბოხეების ხელში გადავიდა. ხოლო, 13 აპრილს ამერიკის III არმიის ნაწილები მივიდნენ...

ომის შემდეგ გაირკვა, რომ ბიჭუნას დედა გადარჩა — ის უმძიმეს მდგომარეობაში დახაუში (ბანაკი გერმანიაში) იპოვეს. ჯანმრთელობის აღდგენის შემდეგ, ოჯახი გაერთიანდა და 1948 წელს საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდნენ.

image

image

image

…76 წლის ჯოზეფ შლაიფშტეინი დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს. მან ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე, ანთებულ შუქზე სძინავს, რადგან სიბნელის ეშინია.

P. S. 1947 წ. 6 წლის, საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი ტყვე, ყველაზე პატარა მოწმე იყო სასამართლო პროცესზე, რომლის განსასჯელების სკამზე ბუხენვალდის ბანაკის დაცვის წევრები ისხდნენ. მათ შორის ბავშვმა ის СС-ბი ამოიცნო, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდნენ ტყვეებს.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageსხვა შინდლერი: მან 2500 ებრაელი ბავშვი გადაარჩინა

რატომ არ უყვართ ებრაელები
ებრაული სიბრძნე
«ბარბაროსას» გეგმა, «სტალინის ხაზი» და გენერალი «ზამთარი»

0
2257
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0