x
image
alex999
შესაძლებელია თუ არა ტვინის მოტყუება და როგორ?

ადამიანის ტვინი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ორგანოა, ორგანიზმში. თუმცა მისი მოტყუება მაინც არც ისე რთულია. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ადამიანის ტვინის მოტყუების 4 მეთოდს, რომელიც საკმაოდ ეფექტურია და რეკომენდებულია ცდებისთვის...


image






1. განცფელდის ეფექტი - რას იტყვით უჩვეულო შეგრძნებებზე, რომლისთვისაც არალეგალური ნივთიერებები არ დაგჭირდებათ? 1930-იანებში ვოლფგანგ მეცგერის მიერ ჩატარებული კვლევისას აღმოჩნდა, რომ გრძნობის ორგანოებზე ზემოქმედებით შესაძლებელი იყო ჰალუცინაციების გამოწვევა. ამის გაკეთება სახლში საკმაოდ ადვილია, დაგჭირდებათ მხოლოდ აუდიო ფენა 3 ანუ mp3 ფლეერი, ყურსასმენები, პინგ-პონგის ბურთი და წითელი განათება. თქვენს mp3 ფლეერში გადმოწერეთ თეთრი ხმაური და პინგ-პონგის ბურთი შუაზე გაყავით. აანთეთ წითელი ნათურა, ყურსასმენები გაიკეთეთ და თეთრი ხმაური ჩართეთ. ამის შემდეგ ორად გაჭრილი ბურთი ლენტით მიიმაგრეთ თვალებზე. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მის შიგნით სინათლე არ უნდა შემოდიოდეს. იჯექით (ან წამოწექით) მშვიდად და მოდუნდით, დაელოდეთ გამოსახულებებს, რომლებით თანდათან ამოტივტივდება. შედეგად საკმაოდ უცნაური ჰალუცინაციები უნდა დაგემართოთ.


image






2. ოპტიკური ილუზიები - ეს არის ერთგვარი ტვინის სავარჯიშო, რომელსაც ზოგიერთი თქვენთაგანი განსხვავებულად აღიქვამს, ზუსტად ამაშია ოპტიკური ილუზიის საიდუმლოება. ოპტიკური ილუზიის დროს, ტვინი ძირითადად თქვენს ბრძანებებს ასრულებს. მაგალითად თუ დააკვირდებით რაიმე ნივთის ჩრდილს, ტვინმა შესაძლოა გადაწყვიტოს მის საპირისპიროდ მოძრაობა, ჩრდილი რეალობაში მარჯვნის არის დახრილი, მაგრამ თქვენ მას დაინახვთ, რომ მარცხნივ იხრება. ეს არის უბალოდ ოპტიკური ილუზია, ტვინის მოტყუების ერთ-ერთი ეფექტური საშუალება.


შეხედეთ! ეს უბრალოდ ფოტოა, მაგრამ შავ ყავისფერ წერტილებს თავს ვერ აარიდებთ, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს ამ ფოტოზე!


image






3. შემცირებული ტკივილები - 2008 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, საოცარ დასკვნამდე მივიდნენ. მათი აზრით ბინოკლების საშუალებით შესაძლებელია ტკივილების შემცირება. ექსპერმენტში მონაწილეობა მიიღეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც ქრონიკული ტკივები ჰქონდათ მკლავებზე. დამაპატარავებელი ბინოკლების საშუალებით, ისინი აკვირდებოდნენ საკუთარ მკლავებს და რამოდენიმე მოქმედებას აკეთებდნენ ექსპერიმენტატორების მითითებებით. შედეგები ნამდვილად საოცარი იყო: ბინოკლის ხედვით მკლავებზე ტკივილები მცირდებოდა, გარდა ამისა, დასიებული წერტილებიც ცხრებოდა, თუმცა სინამდვილეში ამით ტვინს ატყუებდნენ, ეს მეთოდი ადამიანებს ეხმარება პანიკების შემცირებაში.


image





4. მოჩვენებითი აღქმა - ამ ექსპერიმენტის ჩატარება დამოუკიდბელად შეგიძლიათ. ამისთვის საჭიროა რეზინის ხელი. ერთ ხელზე უნდა გაიკეთოთ ხელთათმანი და ჩადოთ რაიმე ყუთში(აუცილებლად უნდა იხურებოდეს). ამის შემდეგ, ხელოვნური რეზინის ხელი მოათავსეთ ყუთში ჩადებული თქვენი ხელის გვერდზე. სთხოვეთ ვინმეს, რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთდროულად შეგეხოთ ნამდვილ და რეზინის ხელზე. დაახლოებით 2-3 წუთის შემდეგ, თქვენ იგრძნობთ რეზინის ხელს ისევე, როგორც საკუთარ ხელს. თუ ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდება, რეზინის ხელზე საშინელ მოქმედებაზე აუცილებლად გექნებათ რეაქცია, ანუ თქვენ მას უკვე ისე აღიქვამთ, როგორც საკუთარს და მოსალოდნელია საშინელი ტკივილი იგრძოთ. სინამდვილეში კი ეს იქნება ტვინის მოტყუების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი!


image





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

image


1 -სილამაზის ატლასი 2017 - ლამაზი სახეები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან!

2 -იაპონია - საინტერესი ფაქტები "მზის სამშობლოს" შესახებ!

3 -რევანდი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

4 -კაცობრიობის შოკისმომგვრელი სირცხვილი: ადამიანების ზოოპარკი!

5 -კანადის აღმოსავლეთ პროვინციებში სიცოცხლე გაიყინა!



0
681
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
681
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0