სხვა რატომ გვაქვს ცხვირის ორი ნესტო და არა ერთი? ეს ნამდვილად არ იცოდით 2017, 30 იანვარი, 11:21 ჩვენ გვაქვს ორი ყური, ორი თვალი და ამაში დევს კიდეც აზრი– ორივე ყურით აღვიქვამთ (და გვესმის) ობიექტს, ვადგენთ საიდან მოდის ხმა და ა.შ; ორივე თვალიც ასევე აუცილებელია, ორივე გვაძლევს განსხვავებულ პერსპექტივას დავინახოთ სურათი მთლიანად და ღრმად, მაგრამ საინტერესოა რატომ გვაქვს ორი და არა ერთი ნესტო ცხვირში, როგორც მაგალითად გვაქვს ერთი პირი და ის სრულიად საკმარისია? დღევანდელ სტატიაში სწორედ ამაზე გვექნება საუბარი, თუ რატომ გვაქვს ცხვირის ორი ნესტო და არა ერთი.
● რატომ გვაქვს ცხვირის ორი ნესტო? სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კარგად შეისწავლეს ეს საკითხები და მიიღეს საოცარი შედეგები. ცხვირის ნესტოები დღის განმავლობაში მუშაობენ მორიგეობით. თუ ერთით ვსუნთქავთ უკეთესად და სწრაფად, მეორე ამ დროს 20%–ით მოდუნებულია, გარკვეული დროის შემდეგ კი ლიდერი გადასცემს და უთმობს არსენალს კოლეგას და ა.შ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ შემთხვევით არ აქვს ორივე ნესტოს ჰაერის შესუნთქვის განსხვავებული სიჩქარე, რადგან სუნის მულეკულები ჩვენი ნესტოების ეპითელიუმიდან, სხვადასხვა სიჩქარით შეიწოვება. ზოგის შეწოვას სიჩქარე ჭირდება, ზოგს კი გაცილებით ნაკლები ტემპი, რაც გვაძლევს საშუალებას სუნები გავარჩიოთ. ● სენსორული ადაპტაცია, ანუ როგორია სუნი ჩვენს ცხვირში ალბათ არ გიფიქრიათ იმაზე თუ როგორი სუნი შეიძლება იყოს თქვენს ცხვირში? ნამდვილად არა. ჩვენი ორგანიზმი ისეა შექმნილი და მოწყობილი, რომ ის არ რეაგირებს ორგანაიზმის ბუნებრივ სუნებზე, რათა არ გაღიზიანდეს ჩვენი ნერვული სისტემა. როდესაც რესტორანში შევდივართ, თავბრუს გვახვევს იქ არსებული სადილების სუნი, თუმცა როდესაც სადილად დავსხდებით, მირთმევიდან გარკვეული დროის შემდეგ ეგუება ორგანიზმი ამ სუნებსაც. ● სუნის გრძნობა და მეხსიერება შეიძლება წარმოუდგენლად მიგაჩნდეთ, თუმცა ცხვირის ნესტოსაც შეუძლია სუნით მეხსიერება იქონიოს. ზოგჯერ ერთი არომატით შეგიძლიათ გაიხსენოთ სად და რა ვითარებაში გრძნობდით მსგავსს. იმიტომ, რომ სუნის გრძნობა პირდაპირ კავშირშია თავის ტვინის ლიმბურ სისტემასთან, რომელიც ჩართულია გრძნობებსა და მეხსიერებასთან. სხვათა შორის, არცერთი სხვა ხუთი გრძნობა არაა ასე დაკავშირებული ამ სისტემასთან. ● სუნის გრძნობა ინცესტისგან გვიცავს (ინცესტი– სისხლის აღრევა; სქესობრივი კავშირი იმ პირებს შორის, რომლებიც ქორწინებისთვის ნათესაობის აკრძალულ ხარისხში იმყოფებიან) ასევე წარმოუდგენელია, თუმცა სუნის გრძნობა არა მარტო გვეხმარება გაფუჭებული სადილი უგულებელვყოთ, არამედ ის გვიცავს ინცესტისგანაც. ადამიანები, რომლებიც იზრდებიან ერთსა და იმავე სახლსა და გარემოში წლების მანძილზე, უყალიბდებათ ნაკლებად სექსუალური მიზიდულობა ერთმანეთის მიმართ არიან თუ არა ნათესავები ამისდა მიუხედავად. ეს ფენომენი ცნობილია ვესტერმერკის ეფექტით. ● მათ შესახებ, ვინს სუნს ვერ გრძნობს ვიცით რომ უსინათლოებს ბრმები ჰქვიათ; ვისაც არ ესმით, ყრუები, თქვენ წარმოიდგინეთ და ვისაც სუნის შეგრძნება აქვთ დაკარგული, მათაც აქვთ სახელი და ამ გადახრას ანოსმია ქვია. მიზეზად კი სახელდება ცხვირის ძგიდის დეფორმაცია და ასევე პოლიპების დაზიანება თავის ტვინამდე. 1498 20-ს მოსწონს
|