ჰავაიზე ვულკანმა გაიღვიძა. ულამაზესი სანახაობა ამერიკელმა ენთუზიასტებმა გადაიღეს. ისინი, როგორც ამბობენ ბუნებრივი მოვლენების შესახებ დოკუმენტურ ფილმს ამზადებდნენ და კადრების გადასაღებად კულა-უეას მცირე ზომის თვითმფრინავით შემოუფრინეს.მათ სანახაობა ვიდეოზე აღბეჭდეს.
ოფიციალური პირების განცხადებით, ვულკანი საფრთხეს არ უქმნის ადგილობრივებს, რადგან ცეცხლოვანი ლავა ოკეანეში ჩაედინება. თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე მიახლოვება აკრძალულია.
![ჰავაიზე ვულკანმა გაიღვიძა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201701/2017012819543378942.jpg)