ქალი და მამაკაცი 31 წლის ვარსკვლავთბიჭუნას და 89 წლის მოხუცის არაჩვეულებრივი მეგობრობის იტორია 2017, 28 იანვარი, 13:50 გაიცანით 89 წლის ქალბატონი კალიფორნიიდან ნორმა კუკი და მისი მეგობარი 31 წლის მომხიბვლელი ახალგაზრდა მამაკაცი კრის სალვატორე.მათ ერთმანეთი ოთხი წლის წინ გაიცნეს, როდესაც სალვატორე მრავალსართულიან კორპუსში გადავიდა საცხოვრებლად დასავლეთ ჰოლივუდში.ქალმა იგი ბოკალ შამპანურზე დაპატიჟა და იმის შემდეგ განუყრელი მეგობრები გახდნენ.
"მე ის ძალიან მიყვარს, საუკეთესო მეგობარია და მისი გულისთვის ყველაფერს გავაკეთენ"-განუცხადა ჟურნალ People-ს კრისმა. ნორმა პროფესიით ინტერნიერის დეკორატორია და აგერ უკვე 10 წელია ლეიკემიით იტანჯება.ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუარესდა.მოხუცმა ორი თვე საავადმყოფოში გაატარა.გამოწერის შემდეგ ექიმებმა მას რამდენიმე თვიანი სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს და ამასთან ერთად მას სადღეღამისო მოვლა ესაჭიროება. კრისმა, რომელიც პროფესიით მსახიობი და მუსიკოსია თავის თავზე აიღო მომვლელის ფუნქცია. კრისი დროდადრო აქვეყნებს სოციალურ ქსელში ნორმასთან გადაღებულ ერთობლივ ფოტოებს. როდესაც სადაზღვევო კომპანიამ უარი უთხრა კრისს დაეფარა ნორმას მოვლის ხარჯები, მამაკაცმა დასახმარებლად ხელისმომწერებს მიმართა სოციალური ქსელით.გასული წლის ნოემბერში მან შექმნა ფონდი GoFundMe, იმისთის, რომ ავადმყოფი მეგობრისთვის 40 ათასი დოლარი შეეგროვებინა, თუმცა შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ორ თვეში შეგროვდა 60 000 დოლარი.კრისი იმედოვნებს, რომ ნორმას სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს. მოკლედ, ნორმა და კრისი საუკეთესო მეგობრები და მეზობლები არიან..რაც შეეხება გოგონებს, რომლებიც ახლა ამ სტატიას კითხულობთ და სულ სხვა აზრებმა გაგიელვათ, გეტყვით, რომ კრისი-მსახიობი, მუსიკოსი და ბოლოს ვარსკვლავთბიჭუნა- უბრალოდ გეია. იხილეთ აგრეთვე: კაცების კმაყოფაზე მყოფი ქალის აღსარება:ასე ვცხოვრობ უკვე 5 წელია და არც ვაპირებ, რომ მივატოვო 79 წლის ქალწული მისთხოვდა მამაკაცს, რომელიც მთელი თავის ცხოვრება უყვარდა 17 წლის ბიჭი პენსიონერ ქალზე დაქორწინდა მოღალატე ცოლი საკუთარი ხელით გაგზავნილმა სელფმა გასცა ის რაც ქალებისთვის მისაღებია, ხოლო კაცებისთვის არა 189 5-ს მოსწონს 1-ს არა
|