x
image
გიორგი 21
ნიკ ვიჯიჩი (არა ხელები, არა ფეხები არაა პრობლემა)

imageნიკი დაიბადა 4 დეკემბერს 1982წლისა.იგი ქრისტიანი მქადაგებელია, მის ისტორიაში არაფერია უჩვეულო იმის გარდა, რომ მას დაბადებისას არც ერთი კიდური არ ჰქონდა, მხოლოდ მარცხენა ფეხზე აქვს განუვითარებელი კიდური.მთელი ბავშვობა განიცდიდა მის ინვალიდობას, მან ისწავლა ცხოვრება მისი ნაკლის მიუხედავად, და ისე მოახერხა რომ თავად გახდა სხვების მოტივატორი სპიკერი.მისი გამოსვლები მოწოდებებია ბავშვებისა და თინეიჯერებისთვის, თავის გამოსვლებში უხსნის და ეუბნება მათ თუ როგორ არ უნდა დაკარგონ ცხოვრების აზრი და იპოვონ თავიანთი ადგილი მასში.ნიკი დაიბადა ქალაქ"ბრიზბერნში", მშობლები სერბი ემიგრანტები იყვნენ.როდესაც გამოვიდა კანონი უნარშეზღუდულ ბავშვებზე, რომ მათი უფლებები არ უნდა დარღვეულიყო და ესწავლათ ჩვეულებრივ სხვა ბავშვებივით, მშობლებმა მაინც გადაწყვიტეს რომ ნიკის სახლის პირობებში მიეღო ცოდნა, რათა სხვა ბავშვებს არ დაეცინათ მისთვის.image1990წელს ნიკს გადაწყვეტილი ჰქონდა თვით მკვლელობის აქტი ჩაედინა, მაგრამ დროთა განმავლობაში გადაიფიქრა და მიხვდა რომ მისმა მიღწევებმა შეიძლება სტიმული მისცეს სხვა ადამიანებს.მან ისწავლა მარცხენა ფეხის თითებით წერა, ისწავლა კბილების გამოხეხვა, გაპარსვა, ტელეფონზე პასუხი და კოპიუტერზე მუშაობა.მე-8 კლსში იღებდა მონაწილეობას საქველმოქმედო ღონისძიებებში.1999 წელს გამოდიოდა საეკლესიო კრებებზე და დაარსა ფონდი "კიდურების არმქონე ადამიანთათვის".2005 წელს წარდგენილი იყო "ახალგაზრდა ავსტრალიელის"ნომინაციაზე.2009 წელს გადაიღეს ფილმში სახელად "პეპლების ცირკი", ნიკი ნამყოფია 24 ქვეყანაში, გამოდიოდა სკოლებში უნივერსიტეტსა და სხვადასხვა ორგანიზაციებში.გამოდის ტელე შოუებში და წერს წიგნს, მისი პირველი წიგნი გამოვიდა 2010 წელს.ამჟამად ნიკი ცხოვრობს ამერიკაში, კერძოდ კალიფორნიაში.ერთ ერთ კომენტარისას მან თქვა"შევცვალოთ სამყარო ერთად. ღმერთს ჩვენ სიცოცხლეზე აქვს გეგმები, ბიბლიაში ამბობს (თუკი მოხდა რომ ცეცხლში მოგიწია გავლა არ შეგეშინდეს რამეთუ მე შენთანა ვარ!).იესო ჩვენი დიდი სიხარულია, რომელიც ჩვენ მოგვეცა!ის თავად სიყვარულია, ის უსასრულოა, იესო ყველა ადამიანშია შეიძლება ადამიანს არ ქონდეს კიდურები, თქვენ შეიძლება გქონდეს ბევრი ფული, აისრულოთ ყველანაირი ოცნება, მაგრამ საფლავში ვერაფერს წაიღებთ გარდა სახელისა რომელიც თქვენს მერე დარჩება, ამიტომ ჯობია ვაკეთოთ სიკეთე დავეხმაროთ სხვებს. მე თუ ასეთმა შევძელი სხვებში სიცოცხლის სტიმული გამეღვიძებინა და მექნა ასეთი კარგი საქმე, თქვენ წარმომიდგენია რას იზამთ რომ გაგიჩნდეთ სურვილი სხვების დახმარებისა.

2
85
2-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი 21
გიორგი 21
85
  
2012, 11 ივნისი, 17:58
კი მართლა კაი ადამიანია
2012, 11 ივნისი, 17:41
ვგიჟდები ამ კაცზე :* :*
0 1 2