x
რობერტ სტერნბერგის სიყვარულის სამკოპონენტიანი თეორია

imageსტერნბერგი მიიჩნევდა, რომ სიყვარულს აქვს 3 შემადგენელი ნაწილი: ინტიმურობა, ვნება, გადაწყვეტილება/ვალდებულება. ავტორის აზრით სიყვარული შეიძლება ემყარებოდეს პირველ რიგში რომელიმე ერთ ამ კომპონენტს, ან ორი კომპონენტის კომბინაციას, ან სამივეს. ავტორის აზრით ეს განსხვავებული შესაძლებლობები
საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ სიყვარუ­ლის შვიდი შესაძლებელი ტიპი. მეშვიდე ტიპი, რომელიც შეიცავს სამივე ბაზისურ კომპონენტს თანა­ბარი პროპორციით, არის იდეალური, სრულყოფილი სიყვარული.
ეს სამი ბაზისური კომპონენტი შემდეგ მახასიათებლებს გულისხმობს:


ინტიმურობა - სიახლოვე, რომელსაც გრძნობენ პარტნიორე­ბი. ადამიანებს აქვთ საერთო ინტერესები, უზიარებენ ერთმანეთს აზრებს და ემოციებს, მხარში უდგანან ერთმანეთს, სიამოვნებთ ერთმანეთთან ურთიერთობა.


ვნება - ეს არის ფიზიკური ლტოლვა, რომელსაც მივყავართ სექსუალურ ურთიერ­თობასთან. თუმცა სქესობრივი მოთხოვნილების გარდა, ვნებას შეიძლება იწვევდე სხვა ტიპის მოთხოვნილებებიც. მაგალითად, თვითპატივისვემის მოთხოვნილება, ვინმესადმი კუთვნილების მოთხოვნილება, რთულ სიტუაციაში მხარდაჭერის მოთხოვნილება.
ზოგჯერ სიახლოვე იწვევს ვნებას, ზოგჯერ კი ვნებას მოსდევს სიახლოვე. არის შემთხვევები როცა ვნებას არ ახლავს სიახლოვე, სიახლოვეს კი ვნება (მაგალითად, სიბლინგების უღთიერთობა).

გადაწყვეტილება/ვალდებულება - ეს კომპინენტი შეიცავს ხანმოკლე და ხანგრძლივ ასპექტს. ხანმოკლე ასპექტი აისახება გადაწყვეტილებაში, რომ ერთ ადამიანს უყვარს მეორე; ხოლო ხანგრძლი კი - ვალდებულებს შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა.
ამ სამი ბაზისური კომპონენტების კომბინაციით სტერნბერგი გამოყოფს შვიდი სახის სიყვარულს:

1. მოწონება - რომელიც შეიცავს მხოლოდ ინტიმურობას (მეგობრობა ვნების ან ვალდებულების გარეშე).

2. რომანტიკული სიყვარული - შეიცავს ინტიმურობას და ვნებას (ინდივიდები ფიზიკურად და ემოციონალურად იზიდ­ავენ ერთმანეთს, მაგრამ ვალდებულებების გარეშე).

3. მეგობრობა-სიყვარული - შეიცავს ინტიმურობას და ვალდე­ბულე­ბებს (ხანგრძლივი ვალდებულება - მეგობრობა, როგორიცაა ქორწინება, რომელშიც ვნება გაფერმკრთალე­ბულია).


4. ძლიერი გატაცება - შეიცავს მხოლოდ ვნებას (ვნებიანი, მოზღვავებული სიყვარული ინტიმურობის ან ვალდებულებების გარეშე).

5. მოგონილი სიყვარული - შეიცავს ვნებას და ვალდებულებას. ვალდებულება ემყარება ვნებას, მაგრამ ხანგრძლივი ასპექტის და სიახლოვის გარეშე.

6. ჩამქრალი (Empty) სიყვარული - შეიცავს მხოლოდ გადა­წყვეტი­ლება ვალდებულებას ინტი­მურობისა და ვნების გარეშე. ვალდებულება გრძელდება
ინერციით.

7. სრულყოფილი სიყვარული - შეიცავს სამივე კომპონენტს - ინტიმურობას, ვნებას და გადაწყვეტილება/ვალდებულებას.

4
71
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან კორძახია
ქეთევან კორძახია
71
  
2017, 27 იანვარი, 18:44
ფასდაუდებელია ;დდდ
2017, 27 იანვარი, 18:43
სტერნბერგმა დიდი ღვაწლი დაუტოვა კაცობრიობას ნამდვილად ^–^
2017, 27 იანვარი, 18:41
არაჩვეულებრივი სტატიაა, ეს ისეთი თეორიაა ყველა ვალდებულია გაეცნოს!
0 1 4