საზოგადოება ნახეთ, როგორ ცხოვრობს მარკ ცუკენბერგი 2017, 26 იანვარი, 21:41 ![]() პროგრამისტი და სოციალური ქსელის Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკენბერგი, პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია.თუ ვიმსჯელებთ სხვა მდიდარი ადამიანე- ბის მაგალითით, მაშინ მისი საცხოვრებელი უნდა იყოს ბრწყინვალე და არაჩვეულებრივი მაგრამ ეს ასე არაა. ცოტა ხნის წინ ცუკენბერგმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის ახალი გამოგონების-ჯარვისის ჭკვიანი სახლის შესახებ მოგვითხრობს. ხელოვნურ ინტელექტზე საუბრისას, მარკმა გადამღებ ჯგუფს თავის სახლში ექსკურსია მოუწყო. ![]() გასაკვირია ის ფაქტი, რომ მილიარდერის სახლში არ არის დონალდ ტრამპის სასახლის მსგავსი სტილი, ოთახებში ძალიან მოკრძალებული სიტუაციაა და მინიმალური სტილი ჭარბობს. ![]() მან აჩვენა სახლის მთელი ინტერიერი და ექსტერიერი, კამერის ობიექტივში რამდენიმე ოთახი მოხვდა, რომელშიც ცხოვრობს მარკი თავის ოჯახთან ერთად. ეს სახლი შეიძინა 7 მილიონ დოლარად, რამდენიმე წლის წინ. სიტუაცია შიგნით ისეთივეა, როგორიც იყო ყიდვის დროს. ![]() მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ისინი ირჩევენ ცხოვრების მოკრძალებულ სტილს, ცუკერბერგი და მისი მეუღლე ცნობილი ქველმოქმედები არიან. ისინი ფულს ხარჯავენ არა “ოქროს საპირფარეშოს'' მოწყობაზე, არამედ კეთილი საქმეების კეთება- ზე, რაც საზოგადოების აღფრთოვანებას იწვევს. 2010 წელს მარკი შეუერთდა საქველ- მოქმედო კამპანიას, სადაც უორენ ბაფეტი და ბილ გეითსიც არიან გაწევრიანებული. თავის მეუღლე პრისცილა ჩანთან ერთად, მარკი აპირებს Facebook-ის აქციების 99% ღირებულებით 45 მილიარდი დოლარი გადარიცხოს საქველმოქმედო ფონდში. აი, ეს არის ნამდვილად გულუხვი და კეთილი ადამიანი! ![]() და ბოლოს, ვისურვებდით ცუკერბერგი გამხდარიყოს მაგალითი ყველა მდიდარი ადა- მიანისთვის. მიუხედავად, მისი ახალგაზრდული ასაკისა, მილიარდერმა შეინარჩუნა სი- კეთე და სამართლიანობა, არ მოექცა თავისი ფულების გავლენის ქვეშ, როგორც ბევრს ემართებათ. ![]() აი, როგორ გამოიყურება მარკ ცუკერბერგის სახლი. ![]() ![]() თქვენ რას ფიქრობთ მისი სახლის შესახებ? გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები. 152 7-ს მოსწონს
|